სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №170 |
|
2015 წლის 17 დეკემბერი ქ. თბილისი |
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი 23-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკა თანდართული სახით.
მუხლი 2
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა და პენიტენციურმა დაწესებულებებმა უზრუნველყონ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ახალ სამსახურებრივ ფორმაზე ეტაპობრივად გადასვლა, მაგრამ არაუგვიანეს 2016 წლის 1 ივნისისა.
მუხლი 3
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 მარტის №23 ბრძანებით დამტკიცებული მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის გამოყენება დასაშვებია ახალ სამსახურებრივ ფორმებზე სრულად გადასვლამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2016 წლის 1 ივნისისა.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 მარტის №23 ბრძანება.
მუხლი 5
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.10.2018.
- როდის იქნა მიღებული „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“?
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 17.12.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №170. სარეგისტრაციო კოდი — 100110000.22.038.016585.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.10.2018.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.10.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“, №170, 17.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016585 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.10.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3090784/