ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.12.2015 ბოლო ცვლილება 27.04.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
190020030.35.134.016185
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2015 წლის 15 დეკემბერი

დაბა ქედა

 

ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების  წესი, თანახმად დანართი №1-ისა.
+
მუხლი 2
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური გეგმის ცვლილების ცნობა, თანახმად დანართი №2-ისა.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 აპრილის დადგენილება №12- ვებგვერდი, 12.04.2018წ.

+
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 თებერვლის №6 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“, 02.03.2010, №25, გვ.7, სარეგისტრაციო კოდი: 190.020.030.35.134.002.082).
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე
+



დანართი №1
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.
2. წესი განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების პროცედურებს.

+
მუხლი 2. ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები
1. წლიური ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებისათვის (საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის) პროგრამისთვის და ქვეპროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების 5%-ის ფარგლებში (გარდა სარეზერვო ფონდის და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ასიგნების გადანაწილება, მე-3 მუხლით დადგენილი წესით, შეიძლება განხორციელდეს ქედის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერის) ბრძანების შესაბამისად.
3. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების (საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის) მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომში – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური) უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი  თანხების  შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 აპრილის დადგენილება №12- ვებგვერდი, 12.04.2018წ.


+
მუხლი 3. ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება
1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით მხარჯავი დაწესებულება ან საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარუდგენს მოთხოვნას ასიგნებების გადანაწილების თაობაზე.
2. მოთხოვნა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით იმ საბიუჯეტო ორგანიზაციის ან მხარჯავი დაწესებულების, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს ასიგნებები, ხელმძღვანელის ხელმოწერით. წარდგენილ მოთხოვნაში, მხარჯავი დაწესებულების ან საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე. საბიუჯეტო ორგანიზაციას და მხარჯავ დაწესებულებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
3. მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილ ასიგნებების გადანაწილებაზე მერის  მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარჯავმა დაწესებულებამ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულების დოკუმენტი იმ ასიგნებაზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა.
4. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მერს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი და მერის ბრძანების პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობაზე.
5. მერის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში (რაც ფორმდება მერის  ბრძანებით), საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტითა და აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს მერის ბრძანების პროექტს ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. მერის მიერ ბრძანების გამოცემის შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
7. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალისწინებული გეგმის ცვლილების ცნობით (დანართი №2). ცვლილების ცნობა დგება 2 ეგზემპლარად. გეგმის ცვლილების ცნობის პირველი ეგზემპლარი რჩება საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში, ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება შესაბამის მხარჯავ დაწესებულებას ან საბიუჯეტო ორგანიზაციას.
8. გეგმის ცვლილების ცნობით ასევე შესაძლებელია დაზუსტდეს სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გაცემა ხორციელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.
9. სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტი.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 აპრილის დადგენილება №12- ვებგვერდი, 12.04.2018წ.



+
დანართი №2

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 აპრილის დადგენილება №12- ვებგვერდი, 12.04.2018წ.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური 

+
გეგმის ცვლილების ცნობა №
 20   წლის  „__“   _________

(მხარჯავი დაწესებულების, საბიუჯეტო ორგანიზაციის, პროგრამის, ქვეპროგრამისა და  პროგრამული კოდი)

 (ცვლილების საფუძველი - სამართლებრივი აქტი)

20  წლის „_____“ ___________________

__________________________________________________________________________________________

(ცვლილების შინაარსი)            

                                                                                                            (ლარებში)

პროგრამული კოდი

საბიუჯეტო ორგანიზაცია, მხარჯავი დაწესებულება, პროგრამა, ქვეპროგრამა

საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი

ცვლილების თანხა +/-

(გადიდებული, შემცირებული)

წლიური

მათშორის : კვარტალების მიხედვით

I

II

III

IV

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯამი

 

 

 

 

 

 

 

 

 დაფარვის ან მიმართვის წყარო

 1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნება

 2. სარეზერვო ფონდი.

 3. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი.

 4. დანარჩენი ცვლილება

 საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი:

 პასუხისმგებელი შემსრულებელი:



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“, №22, 15.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 190020030.35.134.016185 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3093730-1/