„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.12.2015 ბოლო ცვლილება 25.12.2023
ნომერი
№115
სარეგისტრაციო კოდი
010220020.63.075.016025
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №115

2015 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
1. დამტკიცდეს „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობა:

ა) სულხან გოცაძე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი (კომისიის თავმჯდომარე);

ბ) გიორგი ლილუაშვილი – სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

გ) ბაჩა მგელაძე – სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) უფროსის მოადგილე (დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე);

დ) ბექა ზეგარდელი – სამსახურის იურიდიული მთავარი სამმართველოს უფროსი;

ე) ხვიჩა ბეგიაშვილი – სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის V მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ვ) არჩილ ჯანვერდაშვილი – სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დისციპლინური დევნის, ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების მთავარი სამმართველოს ინსპექტირების და ფინანსური  დარღვევების შემოწმების  სამმართველოს უფროსი;

ზ) ლელა გოგიაშვილი – სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ოპერატიული აღრიცხვის, ინფორმაციული უზრუნველყოფისა და არქივის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

თ) ზურაბ კვირიკაშვილი – სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს (ცენტრალური კანცელარია) უფროსი (კომისიის სხდომის მდივანი).

2. კომისიის მუშაობაში კომისიის წევრებად მონაწილეობის მიღება (მათ შორის, ხმის მიცემის უფლებით) ეთხოვოთ:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორს ალექსანდრე დარახველიძეს;

ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შსს – არქივის დირექტორს ომარ თუშურაშვილს;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ოპერატიული აღრიცხვის და არქივის განყოფილების უფროსს გიორგი ოჩხიკიძეს;

დ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეს მანანა ზაუტაშვილს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №122 - ვებგვერდი, 30.12.2015წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2016 წლის 10 ივნისის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 13.06.2016წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2018 წლის 25 მაისის ბრძანება №56 - ვებგვერდი, 28.05.2018წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2019 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №122 - ვებგვერდი, 09.12.2019წ.

 

+
მუხლი 2
კომისიის შემადგენლობაში ასევე შედიან საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარმოდგენილი წევრები, რომლებიც სარგებლობენ ხმის უფლებით და იმავდროულად ითვლებიან კომისიის წევრებად.
+
მუხლი 3
დამტკიცდეს კომისიის საქმიანობის წესი თანდართული რედაქციით.
+
მუხლი 4
ამ ბრძანების ამოქმედებამდე, ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრულმა კომისიის სამდივნომ უზრუნველყოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი  ტექნიკური, საორგანიზაციო და ინფორმაციის მიმოცვლისათვის გათვალისწინებული შესაბამისი პირობების შექმნა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №122 - ვებგვერდი, 30.12.2015წ.

+
მუხლი 5
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №122 - ვებგვერდი, 30.12.2015წ.


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე, №115, 21.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 010220020.63.075.016025 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3101015-4/