2016 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.12.2015 ძალადაკარგული 13.12.2016
ნომერი
№112
სარეგისტრაციო კოდი
300320000.22.025.016188
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №112

2015 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

2016 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს თანდართული „2016 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი”.  
2. ბუნებრივი გაზის სექტორის მდგრადობის, სტაბილურობისა და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიანტი უფლებამოსილია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ბუნებრივი გაზის ბალანსით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის იმპორტის საერთო მოცულობის ფარგლებში, მომწოდებელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ.  
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.  
4. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2015 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 26 დეკემბრის №135 ბრძანება.  

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „2016 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“, №112, 18.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 300320000.22.025.016188 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3105769-1/