საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
+
|
საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
|
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს: |
ა)
საჯარიმო ქვითრის ფორმები (დანართი №1); |
ბ)
საჯარიმო ქვითრის შევსებისა და წარდგენის წესი (დანართი №2); |
გ)
საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალი (დანართი N3); |
დ)
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის აქტი (დანართი №4); |
ე)
სააღსრულებო ფურცელის ფორმა (დანართი №5). |
2.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
3.
ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2016 წლის 1 მაისიდან. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
Annotate
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, №01-58/ნ, 22.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016367 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3110338-1/