„დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (10)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №404
2009 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ
1. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 123-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს:
ა) დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესი (დანართი №1);
ბ) აპოსტილის ნიმუში (დანართი №2).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №398 ბრძანებულება.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტმა ამ წესის ამოქმედებიდან 5 დღეში უზრუნველყოს აპოსტილითა და ლეგალიზაციით დამოწმების თაობაზე წარმოებაში არსებული საქმეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსათვის გადაცემა.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 15 ივლისიდან.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 ნოემბრის ბრძანებულება №785 - სსმ III, №139, 11.11.2009წ., მუხ.1599
2. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 მარტის ბრძანებულება №186 - სსმ III, №31, 24.03.2010წ., მუხ.452
3. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანებულება №582 - სსმ III, №94, 02.08.2010წ., მუხ.1386
4. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №726 - სსმ III, №117, 15.09.2010წ., მუხ.1729
5. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1099 - სსმ III, №172, 31.12.2010წ., მუხ.2532
6. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება №181-ვებგვერდი, 05.04.2011წ.
7. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 ივლისის ბრძანებულება №390-ვებგვერდი, 19.07.2011წ.
დანართი №1
დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1.
1. ეს წესი განსაზღვრავს დოკუმენტების სპეციალური შტამპით – „აპოსტილით“ დამოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოებს, დამოწმებას დაქვემდებარებულ დოკუმენტებსა და დამოწმების პროცედურას.
2. ამ წესის შესაბამისად, აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი ექვემდებარება იმ სახელმწიფოებში გამოყენებას, რომლებიც მიერთებული არიან „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციას.
3. ყველა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმისწარმოებისათვის მიიღოს „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 15 ოქტომბრის კონვენციის წევრი სახელმწიფოების მიერ გაცემული აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 2
აპოსტილით დამოწმებისას დასტურდება საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტიკურობა.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება № 18 1- ვებგვერდი,05.04. 2011წ.
თავი II
აპოსტილით დასამოწმებელი დოკუმენტები და დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოები
მუხლი 3.
1. ამ წესის შესაბამისად აპოსტილით მოწმდება შემდეგი დოკუმენტები:
ა) სამედიცინო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;
ბ ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები , ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები ;
გ) სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;
დ) სანოტარო აქტები;
ე) საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;
ვ) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამადასტურებელი დამოწმების ფურცელი;
ზ) აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული დოკუმენტის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანი.
2. აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება როგორც დოკუმენტის ორიგინალი, ისე ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის ასლი და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმების ფურცელი.
3. დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლის აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტიკურობის დადასტურებას.
4. ადმინისტრაციული ორგან ო ს მიერ დამოწმებული ასლის აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტის დამოწმების ფურცელზე ან დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტიკურობის დადასტურებას.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №726 - სსმ III, №117 , 15 .09 .2010 წ., მუხ.1729
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება № 18 1- ვებგვერდი,05.04. 2011წ.
მუხლი 4.
აპოსტილით დამოწმებას არ ექვემდებარება:
ა) საზღვარგარეთ აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი;
ბ ) კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ (გარდა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა ) გაცემული დოკუმენტები ;
გ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია საბაჟო და კომერციულ ოპერაციებთან;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მისი ასლი და ფოტოპირი, გარდა გამცემი ორგანოს მიერ დამოწმებული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლისა;
ე) სამხედრო ბილეთი;
ვ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი (ტექნიკური პასპორტი) და მართვის მოწმობა;
ზ) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული ქვითრები;
თ) სანოტარო აქტები – ასლის დედანთან იდენტურობისა და თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება;
ი) საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული ნორმატიული აქტები;
კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემული დოკუმენტები.

მუხლი 5.
1. საქართველოში დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოებია:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო – აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებულ ყველა დოკუმენტზე, რომელთა დამოწმებაც არ განეკუთვნება სხვა ორგანოს კომპეტენციას;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემულ დოკუმენტებზე, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემულ დოკუმენტებზე;
გ) (ამოღებულია-19.07.2011,№390);
დ) (ამოღებულია-05.04.2011,№181);
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დამზადებულ/გაცემულ დოკუმენტებზე.
2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანის აპოსტილით დამოწმებას ახორციელებს ამ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანო (შემდეგში – უფლებამოსილი ორგანო).
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანებულება №582 - სსმ III, №94, 02.08.2010წ., მუხ.1386

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 ივლისის ბრძანებულება №390-ვებგვერდი, 19.07.2011წ.
თავი III
დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების წესი
მუხლი 6.
1. აპოსტილით დამოწმება ხორციელდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
2. აპოსტილით დამოწმება ხდება დოკუმენტზე დაცული თვითწებადი ქაღალდის დაკვრით ან შტამპის დასმით.
3. აპოსტილი უნდა იყოს მკაფიოდ და გარკვევით შესრულებული ქართულ და ინგლისურ ენებზე.
მუხლი 61.
1. საზღვარგარეთ მყოფი პირი, უფლებამოსილია, განცხადება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შესახებ წარადგინოს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლით დადგენილი წესით.
2. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შესახებ ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.
4. ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის დაწესებული საფასურის გადახდა დასტურდება საქართველოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითრით.
5. ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასური ს გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აქვს შესაძლებლობა კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში, მის წარსადგენად განმცხადებელს განესაზღვრება დამატებითი ვადა არა უმეტეს ერთი თვისა, რის თაობაზეც ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. ქვითრის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
8. განმცხადებლის მოთხოვნით აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი შეიძლება გაიცეს განცხადებაში მითითებულ პირზე ან გაეგზავნოს განმცხადებელს ფოსტით. საფოსტო ხარჯებს ანაზღაურებს განმცხადებელი.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1099 - სსმ III, №172, 31.12.2010წ., მუხ.2532
მუხლი 7.
1. უფლებამოსილი ორგანოები ამოწმებენ ექვემდებარება თუ არა დოკუმენტი აპოსტილით დამოწმებას.
2. თუ დოკუმენტი ექვემდებარება აპოსტილით დამოწმებას, შესაბამისი ორგანოები ადგენენ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობას, ხელმომწერის უფლებამოსილებას, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათ ავთენტიკურობას.
3. უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება განახორციელონ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 10 (ათი) დღეში.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება № 18 1- ვებგვერდი,05.04. 2011წ.
მუხლი 8.
დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ:
ა) დოკუმენტზე ტექსტის ამოკითხვა შეუძლებელია (ძნელად გასარკვევია);
ბ) დოკუმენტები ხელმოწერილია ფანქრით;
გ) დოკუმენტის ასლები დაუმოწმებელია;
დ) დოკუმენტებში დაფიქსირებულია დაუმოწმებელი შესწორებები ან შეინიშნება გაყალბების ნიშნები;
ე) ვერ ხერხდება საჭირო ხელმოწერის, ბეჭდის ან შტამპის ნიმუშის მოძიება ან ვერ დგინდება დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება და ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობა;
ვ) დოკუმენტზე შეინიშნება მასთან კავშირის არმქონე მინაწერი, ბეჭედი ან შტამპი;
ზ) აშკარაა, რომ დოკუმენტი ფორმით ან შინაარსით არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან/და გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ.
მუხლი 9.
დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) დოკუმენტი, რომელზედაც უნდა დაისვას აპოსტილი;
ბ) დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოების მიხედვით – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანებულება №582 - სსმ III, №94, 02.08.2010წ., მუხ.1386
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №726 - სსმ III, №117 , 15 .09 .2010 წ., მუხ.1729
მუხლი 10.
1. უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებელი პირი ადარებს დოკუმენტებზე შესრულებულ ხელმოწერას და ამ დოკუმენტზე არსებულ ბეჭედს ან შტამპს ადმინისტრაციული ორგანოებისა და საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების მონაცემთა ბაზაში (შემდეგში – მონაცემთა ბაზა) არსებული ბეჭდების, შტამპებისა და ხელმოწერების ნიმუშებთან.
2. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა ბაზაში არ ინახება შესაბამისი ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუში, აპოსტილი შეიძლება დასმულ იქნეს დოკუმენტზე მხოლოდ სათანადო ნიმუშების მიღების შემდეგ.
3. თუ აპოსტილით დასამოწმებლად წარმოდგენილ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა არ შეესაბამება მონაცემთა ბაზაში არსებულ შესაბამისი ხელმოწერის ნიმუშს, აპოსტილით დამოწმება შეიძლება განხორციელდეს დოკუმენტის გამცემი ორგანოს/დაწესებულების მიერ ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში.
4. თუ შესაბამისი დაწესებულებიდან ვერ ხერხდება აპოსტილით დასამოწმებლად წარმოდგენილ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის, ბეჭდის ან შტამპის ნიმუშის ან/და ხელმომწერი პირის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დოკუმენტის აპოსტილით დამმოწმებელი ორგანო უფლებამოსილია შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაადგინოს აპოსტილით დასამოწმებელ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობა და განახორციელოს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება, რის შესახებაც გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება.

მუხლი 11.
დაუშვებელია აპოსტილის ტექსტში ცვლილების შეტანა.
მუხლი 12.
1. აპოსტილის დასმა რეგისტრირდება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით არსებულ სარეგისტრაციო ჟურნალში, სადაც აღინიშნება:
ა) რიგითი ნომერი, რომელსაც პასუხობს აპოსტილის შტამპი;
ბ) აპოსტილის შემსრულებელი ორგანოს დასახელება და აპოსტილის დასმის თარიღი;
გ) შედგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი პირის ვინაობა და თანამდებობა.
2. მატერიალური ფორმით არსებული სარეგისტრაციო ჟურნალი უნდა იყოს აკინძული, დანომრილი, პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული.
3. ელექტრონული ფორმით არსებულ სარეგისტრაციო ჟურნალს უნდა ჰქონდეს სათანადო პროგრამული მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს მის გამართულ წარმოებას, მონაცემთა ავთენტიკურობას, უსაფრთხოებას და დაცვას არასანქცირებული წვდომისაგან.
4. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, აპოსტილის შემსრულებელი პასუხისმგებელი პირი ვალდებულია გადაამოწმოს შეესაბამება თუ არა აპოსტილში აღნიშნული მონაცემები სარეგისტრაციო ჟურნალში არსებულ მონაცემებს.
მუხლი 13.
აპოსტილის ელექტრონული და მატერიალური სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის წესს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ უფლებამოსილი ორგანოები.
თავი IV
აპოსტილის ფორმა და მისი დასმის წესი
მუხლი 14.
1. აპოსტილი არის თვითწებადი ქაღალდი ან შტამპი – ზომით 10X10, რომელზეც დაიტანება შესაბამისი ტექსტი (დანართი №2).
2. აპოსტილის ქვეშ შესაძლოა მიეთითოს საჯარო დაწესებულების ელექტრონული გვერდის მისამართი, სადაც განთავსებულია აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების შესახებ მონაცემთა ბაზა.
მუხლი 15.
1. აპოსტილი დაისმება დოკუმენტზე არსებულ თავისუფალ ადგილზე, ან მის მეორე გვერდზე, ან მასზე დამაგრებულ ჩანართზე.
2. ჩანართი მიკერებული უნდა იქნეს დოკუმენტზე ლენტით, რომელთა განცალკევება დაზიანების გარეშე შეუძლებელი იქნება. აღნიშნული წესი გამოიყენება მაშინაც, თუ დოკუმენტს მყარი გარეკანი აქვს.
3. ჩანართზე აპოსტილი დაისმება ისე, რომ შტამპის ერთი ნაწილი იყოს თვით დოკუმენტზე, ხოლო მეორე ჩანართზე.
4. უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ ჩანართისათვის გამოიყენონ სპეციალური ქაღალდი.
თავი V
დასკვნითი დებულებები
მუხლი 16.
1. აპოსტილის შემსრულებელი პასუხისმგებელია აპოსტილის არასწორად შესრულების ან ამ წესის რაიმე ფორმით დარღვევისათვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით აპოსტილით დამოწმებულ დოკუმენტს არ გააჩნია იურიდიული ძალა.
3. იმ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არიან მიერთებული „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციას, ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ლეგალიზაციის წესები.
დანართი №2
| APOSTILLE (Convention de La Haye du 5 octobre 1961) 1. ქვეყანა/Country: საქართველო /Georgia მოცემული ოფიციალური დოკუმენტი/This public document 2. ხელმოწერილია/has been signed by:------------------------------------------------------ ------------------/-------------------------------------------------------------------------------------- 3. რომლის თანამდებობაც არის/ acting in the capacity of: ---------------------- ----------------/------------------------------------------------------------------------------------------ ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------- 4. დამტკიცებულია/ bears the seal/stamp of ---------------------------------------------- ---------------------------/---------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------- –ბეჭდით/შტამპით დამოწმებული/Certified 5. ადგილი/ at: 6. თარიღი/ the -------------------- 7. დამოწმებულია/by: 8. № ------------- 9. ბეჭდის/შტამპის ადგილი/Seal/stamp 10. ხელმოწერა/ signature“. |
თვითწებადი ქაღალდი დაფარულია ოთხი სხვადასხვა ტიპის ექსკლუზიური, გილიოშური დამცავი ბადით, რომლის ხაზების ნაწილი მიკროტექსტია. დამცავი ბადე შესრულებულია ასლის გადაღების საწინააღმდეგო და მანათობელი საღებავით.
წარწერები „საქართველო“ და „Georgia“ შესრულებულია უხილავი საღებავით.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 ნოე მბრის ბრძანებულება №785 - სსმ III, №139 , 11 .11 .2009წ., მუხ.1599
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 მარტის ბრძანებულება №186 - სსმ III, №31, 24.03.2010წ., მუხ.452
2
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №404
2009 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ
1. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 123-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს:
ა) დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესი (დანართი №1);
ბ) აპოსტილის ნიმუში (დანართი №2).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №398 ბრძანებულება.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტმა ამ წესის ამოქმედებიდან 5 დღეში უზრუნველყოს აპოსტილითა და ლეგალიზაციით დამოწმების თაობაზე წარმოებაში არსებული საქმეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსათვის გადაცემა.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 15 ივლისიდან.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 ნოემბრის ბრძანებულება №785 - სსმ III, №139, 11.11.2009წ., მუხ.1599
1. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 ნოემბრის ბრძანებულება №785 - სსმ III, №139, 11.11.2009 წ., მუხ.1599
2. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 მარტის ბრძანებულება №186 - სსმ III, №31, 24.03.2010წ., მუხ.452
2. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 მარტის ბრძანებულება №186 - სსმ III, №31, 24.03.2010 წ., მუხ.452
3. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანებულება №582 - სსმ III, №94, 02.08.2010წ., მუხ.1386
3. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანებულება №582 - სსმ III, №94, 02.08.2010 წ., მუხ.1386
4. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №726 - სსმ III, №117, 15.09.2010წ., მუხ.1729
4. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №726 - სსმ III, №117, 15.09.2010 წ., მუხ.1729
5. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1099 - სსმ III, №172, 31.12.2010წ., მუხ.2532
5. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1099 - სსმ III, №172, 31.12.2010 წ., მუხ.2532
6. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება №181-ვებგვერდი, 05.04.2011წ.
7. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 ივლისის ბრძანებულება №390-ვებგვერდი, 19.07.2011წ.
დანართი №1
დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1.
1. ეს წესი განსაზღვრავს დოკუმენტების სპეციალური შტამპით – „აპოსტილით“ დამოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოებს, დამოწმებას დაქვემდებარებულ დოკუმენტებსა და დამოწმების პროცედურას.
2. ამ წესის შესაბამისად, აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი ექვემდებარება იმ სახელმწიფოებში გამოყენებას, რომლებიც მიერთებული არიან „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციას.
3. ყველა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმისწარმოებისათვის მიიღოს „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 15 ოქტომბრის კონვენციის წევრი სახელმწიფოების მიერ გაცემული აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 2🔗
აპოსტილით დამოწმებისას დასტურდება საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტიკურობა.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება № 18 1- ვებგვერდი,05.04. 2011წ.
თავი II
აპოსტილით დასამოწმებელი დოკუმენტები და დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოები
მუხლი 3.
1. ამ წესის შესაბამისად აპოსტილით მოწმდება შემდეგი დოკუმენტები:
ა) სამედიცინო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;
ბ ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები , ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები ;
გ) სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;
დ) სანოტარო აქტები;
ე) საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;
ვ) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამადასტურებელი დამოწმების ფურცელი;
ზ) აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული დოკუმენტის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანი.
2. აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება როგორც დოკუმენტის ორიგინალი, ისე ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის ასლი და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმების ფურცელი.
3. დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლის აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტიკურობის დადასტურებას.
4. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებული ასლის აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტის დამოწმების ფურცელზე ან დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტიკურობის დადასტურებას.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №726 - სსმ III, №117 , 15 .09 .2010 წ., მუხ.1729
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება № 18 1- ვებგვერდი,05.04. 2011წ.
მუხლი 4.
აპოსტილით დამოწმებას არ ექვემდებარება:
ა) საზღვარგარეთ აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი;
ბ ) კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ (გარდა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა ) გაცემული დოკუმენტები ;
გ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია საბაჟო და კომერციულ ოპერაციებთან;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მისი ასლი და ფოტოპირი, გარდა გამცემი ორგანოს მიერ დამოწმებული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლისა;
ე) სამხედრო ბილეთი;
ვ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი (ტექნიკური პასპორტი) და მართვის მოწმობა;
ზ) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული ქვითრები;
თ) სანოტარო აქტები – ასლის დედანთან იდენტურობისა და თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება;
ი) საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული ნორმატიული აქტები;
კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემული დოკუმენტები.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №726 - სსმ III, №117 , 15 .09 .2010 წ., მუხ.1729
მუხლი 5.
1. საქართველოში დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოებია:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო – აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებულ ყველა დოკუმენტზე, რომელთა დამოწმებაც არ განეკუთვნება სხვა ორგანოს კომპეტენციას;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემულ დოკუმენტებზე, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემულ დოკუმენტებზე;
გ) საქართველოს უზენაესი სასამართლო – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთო სასამართლოების მიერ გაცემულ დოკუმენტებზე;
გ) (ამოღებულია-19.07.2011,№390);
დ) (ამოღებულია-05.04.2011,№181);
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დამზადებულ/გაცემულ დოკუმენტებზე.
2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანის აპოსტილით დამოწმებას ახორციელებს ამ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანო (შემდეგში – უფლებამოსილი ორგანო).
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანებულება №582 - სსმ III, №94, 02.08.2010 წ., მუხ.1386
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანებულება №582 - სსმ III, №94, 02.08.2010წ., მუხ.1386
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №726 - სსმ III, №117 , 15 .09 .2010 წ., მუხ.1729
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება № 18 1- ვებგვერდი,05.04. 2011წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 ივლისის ბრძანებულება №390-ვებგვერდი, 19.07.2011წ.
თავი III
დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების წესი
მუხლი 6.
1. აპოსტილით დამოწმება ხორციელდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
2. აპოსტილით დამოწმება ხდება დოკუმენტზე დაცული თვითწებადი ქაღალდის დაკვრით ან შტამპის დასმით.
3. აპოსტილი უნდა იყოს მკაფიოდ და გარკვევით შესრულებული ქართულ და ინგლისურ ენებზე.
მუხლი 61.🔗
1. საზღვარგარეთ მყოფი პირი, უფლებამოსილია, განცხადება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შესახებ წარადგინოს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლით დადგენილი წესით.
2. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შესახებ ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.
4. ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის დაწესებული საფასურის გადახდა დასტურდება საქართველოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითრით.
5. ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აქვს შესაძლებლობა კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში, მის წარსადგენად განმცხადებელს განესაზღვრება დამატებითი ვადა არა უმეტეს ერთი თვისა, რის თაობაზეც ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. ქვითრის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
8. განმცხადებლის მოთხოვნით აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი შეიძლება გაიცეს განცხადებაში მითითებულ პირზე ან გაეგზავნოს განმცხადებელს ფოსტით. საფოსტო ხარჯებს ანაზღაურებს განმცხადებელი.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1099 - სსმ III, №172, 31.12.2010 წ., მუხ.2532
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1099 - სსმ III, №172, 31.12.2010წ., მუხ.2532
მუხლი 7.
1. უფლებამოსილი ორგანოები ამოწმებენ ექვემდებარება თუ არა დოკუმენტი აპოსტილით დამოწმებას.
2. თუ დოკუმენტი ექვემდებარება აპოსტილით დამოწმებას, შესაბამისი ორგანოები ადგენენ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობას, ხელმომწერის უფლებამოსილებას, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათ ავთენტიკურობას.
3. უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება განახორციელონ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 10 (ათი) დღეში.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება № 18 1- ვებგვერდი,05.04. 2011წ.
მუხლი 8.
დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ:
ა) დოკუმენტზე ტექსტის ამოკითხვა შეუძლებელია (ძნელად გასარკვევია);
ბ) დოკუმენტები ხელმოწერილია ფანქრით;
გ) დოკუმენტის ასლები დაუმოწმებელია;
დ) დოკუმენტებში დაფიქსირებულია დაუმოწმებელი შესწორებები ან შეინიშნება გაყალბების ნიშნები;
ე) ვერ ხერხდება საჭირო ხელმოწერის, ბეჭდის ან შტამპის ნიმუშის მოძიება ან ვერ დგინდება დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება და ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობა;
ვ) დოკუმენტზე შეინიშნება მასთან კავშირის არმქონე მინაწერი, ბეჭედი ან შტამპი;
ზ) აშკარაა, რომ დოკუმენტი ფორმით ან შინაარსით არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან/და გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ.
მუხლი 9.
დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) დოკუმენტი, რომელზედაც უნდა დაისვას აპოსტილი;
ბ) დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოების მიხედვით – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანებულება №582 - სსმ III, №94, 02.08.2010 წ., მუხ.1386
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანებულება №582 - სსმ III, №94, 02.08.2010წ., მუხ.1386
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №726 - სსმ III, №117 , 15 .09 .2010 წ., მუხ.1729
მუხლი 10.
1. უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებელი პირი ადარებს დოკუმენტებზე შესრულებულ ხელმოწერას და ამ დოკუმენტზე არსებულ ბეჭედს ან შტამპს ადმინისტრაციული ორგანოებისა და საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების მონაცემთა ბაზაში (შემდეგში – მონაცემთა ბაზა) არსებული ბეჭდების, შტამპებისა და ხელმოწერების ნიმუშებთან.
2. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა ბაზაში არ ინახება შესაბამისი ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუში, აპოსტილი შეიძლება დასმულ იქნეს დოკუმენტზე მხოლოდ სათანადო ნიმუშების მიღების შემდეგ.
3. თუ აპოსტილით დასამოწმებლად წარმოდგენილ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა არ შეესაბამება მონაცემთა ბაზაში არსებულ შესაბამისი ხელმოწერის ნიმუშს, აპოსტილით დამოწმება შეიძლება განხორციელდეს დოკუმენტის გამცემი ორგანოს/დაწესებულების მიერ ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში.
4. თუ შესაბამისი დაწესებულებიდან ვერ ხერხდება აპოსტილით დასამოწმებლად წარმოდგენილ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის, ბეჭდის ან შტამპის ნიმუშის ან/და ხელმომწერი პირის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დოკუმენტის აპოსტილით დამმოწმებელი ორგანო უფლებამოსილია შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაადგინოს აპოსტილით დასამოწმებელ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობა და განახორციელოს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება, რის შესახებაც გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №726 - სსმ III, №117 , 15 .09 .2010 წ., მუხ.1729
მუხლი 11.
დაუშვებელია აპოსტილის ტექსტში ცვლილების შეტანა.
მუხლი 12.
1. აპოსტილის დასმა რეგისტრირდება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით არსებულ სარეგისტრაციო ჟურნალში, სადაც აღინიშნება:
ა) რიგითი ნომერი, რომელსაც პასუხობს აპოსტილის შტამპი;
ბ) აპოსტილის შემსრულებელი ორგანოს დასახელება და აპოსტილის დასმის თარიღი;
გ) შედგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი პირის ვინაობა და თანამდებობა.
2. მატერიალური ფორმით არსებული სარეგისტრაციო ჟურნალი უნდა იყოს აკინძული, დანომრილი, პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული.
3. ელექტრონული ფორმით არსებულ სარეგისტრაციო ჟურნალს უნდა ჰქონდეს სათანადო პროგრამული მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს მის გამართულ წარმოებას, მონაცემთა ავთენტიკურობას, უსაფრთხოებას და დაცვას არასანქცირებული წვდომისაგან.
4. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, აპოსტილის შემსრულებელი პასუხისმგებელი პირი ვალდებულია გადაამოწმოს შეესაბამება თუ არა აპოსტილში აღნიშნული მონაცემები სარეგისტრაციო ჟურნალში არსებულ მონაცემებს.
მუხლი 13.
აპოსტილის ელექტრონული და მატერიალური სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის წესს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ უფლებამოსილი ორგანოები.
თავი IV
აპოსტილის ფორმა და მისი დასმის წესი
მუხლი 14.
1. აპოსტილი არის თვითწებადი ქაღალდი ან შტამპი _ ზომით 10X10, რომელზეც დაიტანება შესაბამისი ტექსტი (დანართი №2).
1. აპოსტილი არის თვითწებადი ქაღალდი ან შტამპი – ზომით 10X10, რომელზეც დაიტანება შესაბამისი ტექსტი (დანართი №2).
2. აპოსტილის ქვეშ შესაძლოა მიეთითოს საჯარო დაწესებულების ელექტრონული გვერდის მისამართი, სადაც განთავსებულია აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების შესახებ მონაცემთა ბაზა.
მუხლი 15.
1. აპოსტილი დაისმება დოკუმენტზე არსებულ თავისუფალ ადგილზე, ან მის მეორე გვერდზე, ან მასზე დამაგრებულ ჩანართზე.
2. ჩანართი მიკერებული უნდა იქნეს დოკუმენტზე ლენტით, რომელთა განცალკევება დაზიანების გარეშე შეუძლებელი იქნება. აღნიშნული წესი გამოიყენება მაშინაც, თუ დოკუმენტს მყარი გარეკანი აქვს.
3. ჩანართზე აპოსტილი დაისმება ისე, რომ შტამპის ერთი ნაწილი იყოს თვით დოკუმენტზე, ხოლო მეორე ჩანართზე.
4. უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ ჩანართისათვის გამოიყენონ სპეციალური ქაღალდი.
თავი V
დასკვნითი დებულებები
მუხლი 16.
1. აპოსტილის შემსრულებელი პასუხისმგებელია აპოსტილის არასწორად შესრულების ან ამ წესის რაიმე ფორმით დარღვევისათვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით აპოსტილით დამოწმებულ დოკუმენტს არ გააჩნია იურიდიული ძალა.
3. იმ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არიან მიერთებული „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციას, ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ლეგალიზაციის წესები.
დანართი №2
| APOSTILLE (Convention de La Haye du 5 octobre 1961) 1. ქვეყანა/Country: საქართველო /Georgia მოცემული ოფიციალური დოკუმენტი/This public document 2. ხელმოწერილია/has been signed by:------------------------------------------------------ ------------------/-------------------------------------------------------------------------------------- 3. რომლის თანამდებობაც არის/ acting in the capacity of: ---------------------- ----------------/------------------------------------------------------------------------------------------ ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------- 4. დამტკიცებულია/ bears the seal/stamp of ---------------------------------------------- ---------------------------/---------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------- –ბეჭდით/შტამპით დამოწმებული/Certified 5. ადგილი/ at: 6. თარიღი/ the -------------------- 7. დამოწმებულია/by: 8. № ------------- 9. ბეჭდის/შტამპის ადგილი/Seal/stamp 10. ხელმოწერა/ signature“. |
თვითწებადი ქაღალდი დაფარულია ოთხი სხვადასხვა ტიპის ექსკლუზიური, გილიოშური დამცავი ბადით, რომლის ხაზების ნაწილი მიკროტექსტია. დამცავი ბადე შესრულებულია ასლის გადაღების საწინააღმდეგო და მანათობელი საღებავით.
წარწერები „საქართველო“ და „Georgia“ შესრულებულია უხილავი საღებავით.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 ნოე მბრის ბრძანებულება №785 - სსმ III, №139 , 11 .11 .2009 წ., მუხ.1599
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 ნოე მბრის ბრძანებულება №785 - სსმ III, №139 , 11 .11 .2009წ., მუხ.1599
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 მარტის ბრძანებულება №186 - სსმ III, №31, 24.03.2010 წ., მუხ.452
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 მარტის ბრძანებულება №186 - სსმ III, №31, 24.03.2010წ., მუხ.452
2
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №404
2009 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ
1. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 123-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს:
ა) დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესი (დანართი №1);
ბ) აპოსტილის ნიმუში (დანართი №2).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №398 ბრძანებულება.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტმა ამ წესის ამოქმედებიდან 5 დღეში უზრუნველყოს აპოსტილითა და ლეგალიზაციით დამოწმების თაობაზე წარმოებაში არსებული საქმეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსათვის გადაცემა.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 15 ივლისიდან.
მ. სააკაშვილი
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 ნოემბრის ბრძანებულება №785 - სსმ III, №139, 11.11.2009წ., მუხ.1599
1. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 ნოემბრის ბრძანებულება №785 - სსმIII, №139, 11.11.2009წ., მუხ.1599
2. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 მარტის ბრძანებულება №186 - სსმ III, №31, 24.03.2010წ., მუხ.452
2. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 მარტის ბრძანებულება №186 - სსმIII, №31, 24.03.2010წ., მუხ.452
3. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანებულება №582 - სსმ III, №94, 02.08.2010წ., მუხ.1386
3. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანებულება №582 - სსმIII, №94, 02.08.2010წ., მუხ.1386
4. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №726 - სსმ III, №117, 15.09.2010წ., მუხ.1729
4. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №726 - სსმIII, №117, 15.09.2010წ., მუხ.1729
5. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1099 - სსმ III, №172, 31.12.2010წ., მუხ.2532
5. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1099 - სსმIII, №172, 31.12.2010წ., მუხ.2532
6. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება №181-ვებგვერდი, 05.04.2011წ.
7. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 ივლისის ბრძანებულება №390-ვებგვერდი, 19.07.2011წ.
8. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №265 - ვებგვერდი, 02.04.2012წ.
დანართი №1
დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესი
ზოგადი დებულებები
მუხლი 1.🔗
1. ეს წესი განსაზღვრავს დოკუმენტების სპეციალური შტამპით – „აპოსტილით“ დამოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოებს, დამოწმებას დაქვემდებარებულ დოკუმენტებსა და დამოწმების პროცედურას.
2. ამ წესის შესაბამისად, აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი ექვემდებარება იმ სახელმწიფოებში გამოყენებას, რომლებიც მიერთებული არიან „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციას.
3. ყველა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმისწარმოებისათვის მიიღოს „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 15 ოქტომბრის კონვენციის წევრი სახელმწიფოების მიერ გაცემული აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 2🔗
აპოსტილით დამოწმებისას დასტურდება საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტიკურობა.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება № 18 1- ვებგვერდი,05.04. 2011წ.
აპოსტილით დასამოწმებელი დოკუმენტები და დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოები
მუხლი 3.🔗
1. ამ წესის შესაბამისად აპოსტილით მოწმდება შემდეგი დოკუმენტები:
ა) სამედიცინო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;
ა) სამედიცინო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;
ბ ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები , ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები ;
გ) სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;
დ) სანოტარო აქტები;
ე) საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;
ვ) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამადასტურებელი დამოწმების ფურცელი;
ზ) აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული დოკუმენტის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანი.
2. აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება როგორც დოკუმენტის ორიგინალი, ისე ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის ასლი და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმების ფურცელი.
3. დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლის აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტიკურობის დადასტურებას.
4. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებული ასლის აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტის დამოწმების ფურცელზე ან დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტიკურობის დადასტურებას.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №726 - სსმ III, №117 , 15 .09 .2010 წ., მუხ.1729
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №726 -სმIII,№117 ,15 .09 .2010 წ., მუხ.1729
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება № 18 1- ვებგვერდი,05.04. 2011წ.
მუხლი 4.🔗
აპოსტილით დამოწმებას არ ექვემდებარება:
ა) საზღვარგარეთ აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი;
ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები;
ბ ) კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ (გარდა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა ) გაცემული დოკუმენტები ;
გ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია საბაჟო და კომერციულ ოპერაციებთან;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მისი ასლი და ფოტოპირი, გარდა გამცემი ორგანოს მიერ დამოწმებული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლისა;
ე) სამხედრო ბილეთი;
ვ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი (ტექნიკური პასპორტი) და მართვის მოწმობა;
ზ) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული ქვითრები;
თ) სანოტარო აქტები – ასლის დედანთან იდენტურობისა და თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება;
ი) საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული ნორმატიული აქტები;
კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემული დოკუმენტები.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №726 - სსმ III, №117 , 15 .09 .2010 წ., მუხ.1729
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №726 -სმIII,№117 ,15 .09 .2010 წ., მუხ.1729
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №265 - ვებგვერდი, 02.04.2012წ.
მუხლი 5.🔗
1. საქართველოში დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოებია:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო – აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებულ ყველა დოკუმენტზე, რომელთა დამოწმებაც არ განეკუთვნება სხვა ორგანოს კომპეტენციას;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემულ დოკუმენტებზე, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემულ დოკუმენტებზე;
გ) (ამოღებულია-19.07.2011,№390);
გ) (ამოღებულია – 19.07.2011, №390);
დ) (ამოღებულია-05.04.2011,№181);
დ) (ამოღებულია – 05.04.2011, №181);
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დამზადებულ/გაცემულ დოკუმენტებზე.
2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანის აპოსტილით დამოწმებას ახორციელებს ამ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანო (შემდეგში – უფლებამოსილი ორგანო).
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანებულება №582 - სსმ III, №94, 02.08.2010წ., მუხ.1386
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანებულება №582 - სსმIII, №94, 02.08.2010წ., მუხ.1386
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №726 - სსმ III, №117 , 15 .09 .2010 წ., მუხ.1729
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №726 -სმIII,№117 ,15 .09 .2010 წ., მუხ.1729
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება № 18 1- ვებგვერდი,05.04. 2011წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება № 18 1- ვებგვერდი, 05.04. 2011წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 ივლისის ბრძანებულება №390-ვებგვერდი, 19.07.2011წ.
დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების წესი
მუხლი 6.🔗
1. აპოსტილით დამოწმება ხორციელდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
2. აპოსტილით დამოწმება ხდება დოკუმენტზე დაცული თვითწებადი ქაღალდის დაკვრით ან შტამპის დასმით.
3. აპოსტილი უნდა იყოს მკაფიოდ და გარკვევით შესრულებული ქართულ და ინგლისურ ენებზე.
მუხლი 61.🔗
1. საზღვარგარეთ მყოფი პირი, უფლებამოსილია, განცხადება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შესახებ წარადგინოს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლით დადგენილი წესით.
2. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შესახებ ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
2. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შესახებ ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.
4. ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის დაწესებული საფასურის გადახდა დასტურდება საქართველოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითრით.
4. ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის დაწესებული საფასურის გადახდა დასტურდება საქართველოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითრით.
5. ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აქვს შესაძლებლობა კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში, მის წარსადგენად განმცხადებელს განესაზღვრება დამატებითი ვადა არა უმეტეს ერთი თვისა, რის თაობაზეც ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. ქვითრის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში, მის წარსადგენად განმცხადებელს განესაზღვრება დამატებითი ვადა არა უმეტეს ერთი თვისა, რის თაობაზეც ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. ქვითრის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
8. განმცხადებლის მოთხოვნით აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი შეიძლება გაიცეს განცხადებაში მითითებულ პირზე ან გაეგზავნოს განმცხადებელს ფოსტით. საფოსტო ხარჯებს ანაზღაურებს განმცხადებელი.
8. განმცხადებლის მოთხოვნით აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი შეიძლება გაიცეს განცხადებაში მითითებულ პირზე ან გაეგზავნოს განმცხადებელს ფოსტით. საფოსტო ხარჯებს ანაზღაურებს განმცხადებელი.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1099 - სსმ III, №172, 31.12.2010წ., მუხ.2532
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1099 - სსმIII, №172, 31.12.2010წ., მუხ.2532
მუხლი 7.🔗
1. უფლებამოსილი ორგანოები ამოწმებენ ექვემდებარება თუ არა დოკუმენტი აპოსტილით დამოწმებას.
2. თუ დოკუმენტი ექვემდებარება აპოსტილით დამოწმებას, შესაბამისი ორგანოები ადგენენ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობას, ხელმომწერის უფლებამოსილებას, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათ ავთენტიკურობას.
3. უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება განახორციელონ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 10 (ათი) დღეში.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება № 18 1- ვებგვერდი,05.04. 2011წ.
მუხლი 8.🔗
დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ:
ა) დოკუმენტზე ტექსტის ამოკითხვა შეუძლებელია (ძნელად გასარკვევია);
ბ) დოკუმენტები ხელმოწერილია ფანქრით;
გ) დოკუმენტის ასლები დაუმოწმებელია;
დ) დოკუმენტებში დაფიქსირებულია დაუმოწმებელი შესწორებები ან შეინიშნება გაყალბების ნიშნები;
ე) ვერ ხერხდება საჭირო ხელმოწერის, ბეჭდის ან შტამპის ნიმუშის მოძიება ან ვერ დგინდება დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება და ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობა;
ვ) დოკუმენტზე შეინიშნება მასთან კავშირის არმქონე მინაწერი, ბეჭედი ან შტამპი;
ზ) აშკარაა, რომ დოკუმენტი ფორმით ან შინაარსით არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან/და გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ.
მუხლი 9.🔗
დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს:
1. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) დოკუმენტი, რომელზედაც უნდა დაისვას აპოსტილი;
ბ) დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოების მიხედვით – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ბ) დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოების მიხედვით – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფერ ოში შემავალი საჯარო სამარ თლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საჯარო სამართლის იური დიული პირის – საქარ თველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწ ესებული საფასურის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხა რისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანებულება №582 - სსმ III, №94, 02.08.2010წ., მუხ.1386
2. გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და საქართველოში დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოს აქვს შესაძლებლობა კომუნ იკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №726 - სსმ III, №117 , 15 .09 .2010 წ., მუხ.1729
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 ივლისის ბრძანებულება №582 - სსმIII, №94, 02.08.2010წ., მუხ.1386
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №726 -სმIII,№117 ,15 .09 .2010 წ., მუხ.1729
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №265 - ვებგვერდი, 02.04.2012წ.
მუხლი 10.🔗
1. უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებელი პირი ადარებს დოკუმენტებზე შესრულებულ ხელმოწერას და ამ დოკუმენტზე არსებულ ბეჭედს ან შტამპს ადმინისტრაციული ორგანოებისა და საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების მონაცემთა ბაზაში (შემდეგში – მონაცემთა ბაზა) არსებული ბეჭდების, შტამპებისა და ხელმოწერების ნიმუშებთან.
2. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა ბაზაში არ ინახება შესაბამისი ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუში, აპოსტილი შეიძლება დასმულ იქნეს დოკუმენტზე მხოლოდ სათანადო ნიმუშების მიღების შემდეგ.
3. თუ აპოსტილით დასამოწმებლად წარმოდგენილ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა არ შეესაბამება მონაცემთა ბაზაში არსებულ შესაბამისი ხელმოწერის ნიმუშს, აპოსტილით დამოწმება შეიძლება განხორციელდეს დოკუმენტის გამცემი ორგანოს/დაწესებულების მიერ ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში.
4. თუ შესაბამისი დაწესებულებიდან ვერ ხერხდება აპოსტილით დასამოწმებლად წარმოდგენილ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის, ბეჭდის ან შტამპის ნიმუშის ან/და ხელმომწერი პირის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დოკუმენტის აპოსტილით დამმოწმებელი ორგანო უფლებამოსილია შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაადგინოს აპოსტილით დასამოწმებელ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობა და განახორციელოს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება, რის შესახებაც გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №726 - სსმ III, №117 , 15 .09 .2010 წ., მუხ.1729
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №726 -სმIII,№117 ,15 .09 .2010 წ., მუხ.1729
მუხლი 11.🔗
დაუშვებელია აპოსტილის ტექსტში ცვლილების შეტანა.
მუხლი 12.🔗
1. აპოსტილის დასმა რეგისტრირდება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით არსებულ სარეგისტრაციო ჟურნალში, სადაც აღინიშნება:
ა) რიგითი ნომერი, რომელსაც პასუხობს აპოსტილის შტამპი;
ბ) აპოსტილის შემსრულებელი ორგანოს დასახელება და აპოსტილის დასმის თარიღი;
გ) შედგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი პირის ვინაობა და თანამდებობა.
2. მატერიალური ფორმით არსებული სარეგისტრაციო ჟურნალი უნდა იყოს აკინძული, დანომრილი, პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული.
3. ელექტრონული ფორმით არსებულ სარეგისტრაციო ჟურნალს უნდა ჰქონდეს სათანადო პროგრამული მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს მის გამართულ წარმოებას, მონაცემთა ავთენტიკურობას, უსაფრთხოებას და დაცვას არასანქცირებული წვდომისაგან.
4. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, აპოსტილის შემსრულებელი პასუხისმგებელი პირი ვალდებულია გადაამოწმოს შეესაბამება თუ არა აპოსტილში აღნიშნული მონაცემები სარეგისტრაციო ჟურნალში არსებულ მონაცემებს.
მუხლი 13.🔗
აპოსტილის ელექტრონული და მატერიალური სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის წესს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ უფლებამოსილი ორგანოები.
აპოსტილის ფორმა და მისი დასმის წესი
მუხლი 14.🔗
1. აპოსტილი არის თვითწებადი ქაღალდი ან შტამპი – ზომით 10X10, რომელზეც დაიტანება შესაბამისი ტექსტი (დანართი №2).
2. აპოსტილის ქვეშ შესაძლოა მიეთითოს საჯარო დაწესებულების ელექტრონული გვერდის მისამართი, სადაც განთავსებულია აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების შესახებ მონაცემთა ბაზა.
მუხლი 15.🔗
1. აპოსტილი დაისმება დოკუმენტზე არსებულ თავისუფალ ადგილზე, ან მის მეორე გვერდზე, ან მასზე დამაგრებულ ჩანართზე.
2. ჩანართი მიკერებული უნდა იქნეს დოკუმენტზე ლენტით, რომელთა განცალკევება დაზიანების გარეშე შეუძლებელი იქნება. აღნიშნული წესი გამოიყენება მაშინაც, თუ დოკუმენტს მყარი გარეკანი აქვს.
3. ჩანართზე აპოსტილი დაისმება ისე, რომ შტამპის ერთი ნაწილი იყოს თვით დოკუმენტზე, ხოლო მეორე ჩანართზე.
4. უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ ჩანართისათვის გამოიყენონ სპეციალური ქაღალდი.
დასკვნითი დებულებები
მუხლი 16.🔗
1. აპოსტილის შემსრულებელი პასუხისმგებელია აპოსტილის არასწორად შესრულების ან ამ წესის რაიმე ფორმით დარღვევისათვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით აპოსტილით დამოწმებულ დოკუმენტს არ გააჩნია იურიდიული ძალა.
3. იმ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არიან მიერთებული „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციას, ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ლეგალიზაციის წესები.
დანართი №2
APOSTILLE
(Convention de La Haye du 5 octobre 1961)
1. ქვეყანა/Country: საქართველო /Georgia
მოცემული ოფიციალური დოკუმენტი/This public document
2. ხელმოწერილია/has been signed by:------------------------------------------------------
2. ხელმოწერილია/has been signed by:---------------------------------------------------------------
------------------/--------------------------------------------------------------------------------------
------------------/-----------------------------------------------------------------------------------------
3. რომლის თანამდებობაც არის/ acting in the capacity of: ----------------------
3. რომლის თანამდებობაც არის/ acting in the capacity of: ----------------------------------------
----------------/------------------------------------------------------------------------------------------
----------------/-------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------
4. დამტკიცებულია/ bears the seal/stamp of ---------------------------------------------------------
4. დამტკიცებულია/ bears the seal/stamp of ----------------------------------------------
---------------------------/--------------------------------------------------------------------------------
---------------------------/----------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
ბეჭდით/შტამპით
–ბეჭდით/შტამპით
დამოწმებული/Certified
დამოწმებული/Certified
5. ადგილი/ at: 6. თარიღი/ the --------------------
7. დამოწმებულია/by:
8. № -------------
9. ბეჭდის/შტამპის ადგილი/Seal/stamp
10. ხელმოწერა/ signature“.
10. ხელმოწერა/ signature
თვითწებადი ქაღალდი დაფარულია ოთხი სხვადასხვა ტიპის ექსკლუზიური, გილიოშური დამცავი ბადით, რომლის ხაზების ნაწილი მიკროტექსტია. დამცავი ბადე შესრულებულია ასლის გადაღების საწინააღმდეგო და მანათობელი საღებავით.
წარწერები „საქართველო“ და „Georgia“ შესრულებულია უხილავი საღებავით.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 ნოე მბრის ბრძანებულება №785 - სსმ III, №139 , 11 .11 .2009წ., მუხ.1599
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 ნოე მბრის ბრძანებულება №785 -სსმIII,№139 ,11 .11 .2009წ., მუხ.1599
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 მარტის ბრძანებულება №186 - სსმ III, №31, 24.03.2010წ., მუხ.452
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 მარტის ბრძანებულება №186 - სსმIII, №31, 24.03.2010წ., მუხ.452
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“, №404, 14.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08. (კონსოლიდირებული რედაქცია 19.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31174-7/