სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
|
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 82 პუნქტის, მე-10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“. 2. ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. |
|
სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია
|
|
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები1. წინამდებარე მეთოდოლოგიის (შემდგომში – მეთოდოლოგია) მიზანია, განსაზღვროს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის (შემდგომში – ხელოვნურად დაყოფა) გამოვლენის მეთოდოლოგია, წესი და პირობები. 2. სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების კანონიერების მონიტორინგისას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ხელოვნურ დაყოფას ავლენს წინამდებარე მეთოდოლოგიის გამოყენებით. 3. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში – კანონი), ასევე, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, კანონის საფუძველზე გამოცემულ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 16 ივნისის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 21.06.2017 წ. მუხლი 2. ხელოვნურად დაყოფის ცნება1. ხელოვნურად დაყოფა არის შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში, ერთი დაფინანსების წყაროდან შესასყიდი შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების რაოდენობის ან მოცულობის შემცირება ან/და დაყოფა, ასევე სხვა ქმედება, რომლის მიზანია კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მონეტარული ზღვრებისა და სხვა მოთხოვნებისათვის თავის არიდება. 2. ხელოვნურ დაყოფად არ განიხილება შემთხვევები, როდესაც შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელება გამოწვეულია: ა) გეოგრაფიული ფაქტორით ან/და გამართლებულია სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით; ბ) ობიექტური პირობებით, რომლებსაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და, დადგენილი წესით, აიტვირთოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა). 4. ხელოვნურად დაყოფის მიზნებისთვის, გრანტისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრები ითვლება ერთი და იმავე დაფინანსების წყაროდან წარმოშობილად, მიუხედავად მათი გამცემი სუბიექტ(ებ)ისა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მარტის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 07.03.2018 წ.
მუხლი 3. რისკის მქონე შესყიდვები
ხელოვნურად დაყოფა შესაძლებელია გამოწვეულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) ხორციელდება გამარტივებული შესყიდვა მონეტარული ზღვრის დაცვით; ბ) ელექტრონული ტენდერი ტარდება კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვადებით, გარდა კანონის 101 მუხლის 31 და 32 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 16 ივნისის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 21.06.2017 წ.
მუხლი 4. ხელოვნურად დაყოფის გამოსავლენად საჭირო ინფორმაცია
ხელოვნურად დაყოფის გამოსავლენად, საჭიროა, სისტემიდან გენერირებულ იქნეს ანგარიში, რომელშიც ასახული იქნება შემდეგი მონაცემები: ა) შესყიდვის/ხელშეკრულების რეგისტრაციის უნიკალური ნომერი; ბ) კლასიფიკატორი (CPV კოდი); გ) ხელშეკრულების დადების თარიღი; დ) გამოყენებული შესყიდვის საშუალების დასახელება; ე) შესყიდვის საფუძველი – გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში; ვ) შესყიდვის დაფინანსების წყარო; ზ) შესყიდვის სავარაუდო ღირებულება; თ) ხელშეკრულების ღირებულება. მუხლი 5. ხელოვნურად დაყოფის გამოვლენა1. ამ მეთოდოლოგიის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების გამოყენებით, ხელოვნური დაყოფის გამოსავლენად, ამ მეთოდოლოგიის მე-3 მუხლში მითითებული შესყიდვის საშუალებებით დადებული ხელშეკრულება უნდა დაჯამდეს მის წინმსწრებ, იმავე დანაყოფის კოდზე გაფორმებული შემდეგი ხელშეკრულებების ჯამურ ღირებულებასთან: ა) მონეტარული ზღვრის დაცვით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები; ბ) (ამოღებულია - 16.06.17, №23); გ) ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები; დ) (ამოღებულია - 07.03.18, №3); ე) კონკურსის საშუალებით დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები; ვ) გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შედეგად დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები; ზ) გეოგრაფიული ფაქტორით გამოწვეული ცალკე პროცედურით განხორციელებული შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები; თ) რაციონალური ხარჯვის პრინციპით გამოწვეული ცალკე პროცედურით განხორციელებული შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები; ი) წინასწარ უცნობი, ობიექტური პირობებით გამოწვეული ცალკე პროცედურით განხორციელებული შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელოვნური დაყოფა იარსებებს, თუ იმავე საბიუჯეტო წელს, ერთსა და იმავე დაფინანსების წყაროს ფარგლებში, ერთ და იმავე დანაყოფის კოდზე: ა) გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულებათა ჯამური ღირებულება უდრის ან აღემატება 5 000 ლარს; ბ) კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვადებით ჩატარებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, ხელშეკრულებათა ჯამური ღირებულება უდრის ან აღემატება, შესაბამისად, საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში 150 000 ლარს, ხოლო სამუშაოს შემთხვევაში – 300 000 ლარს. გ) კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვადებით ჩატარებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, ხელშეკრულებათა ჯამური ღირებულება უდრის ან აღემატება, შესაბამისად, საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში 144 000 ევროს ეკვივალენტს ლარში, ხოლო სამუშაოს შემთხვევაში – 5 548 000 ევროს ეკვივალენტს ლარში. 3. ხელოვნურ დაყოფად აგრეთვე ითვლება შემთხვევები, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წინასწარ არის ცნობილი იმავე საბიუჯეტო წელს, ერთსა და იმავე დაფინანსების წყაროს ფარგლებში, ერთსა და იმავე დანაყოფის კოდზე შესყიდვის აუცილებლობა, თუმცა, მიუხედავად ამისა: ა) იგი, პირველ ეტაპზე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულებას/ხელშეკრულებებს დებს მონეტარული ზღვრის დაცვით, ხოლო მონეტარული ზღვრის ამოწურვის შემდეგ იწყებს სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმის კორექტირებასა და ელექტრონული ტენდერ(ებ)ის ჩატარებას; ბ) იგი, პირველ ეტაპზე, მონეტარული ზღვრის დაცვით, ხელშეკრულებას/ხელშეკრულებებს დებს კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვადებით ჩატარებული ელექტრონული ტენდერ(ებ)ის საშუალებით, ხოლო ამ ვადებისთვის გათვალისწინებული მონეტარული ზღვრის ამოწურვის შემდეგ იწყებს სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმის კორექტირებასა და ელექტრონული ტენდერ(ებ)ის ჩატარებას კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვადებით. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 16 ივნისის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 21.06.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მარტის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 07.03.2018 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №4 - ვებგვერდი, 26.08.2019 წ.
მუხლი 6. ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის დამხმარე მეთოდი1. ხელოვნური დაყოფის გამოსავლენად, დამხმარე მეთოდის სახით, შესაძლებელია სარისკო შემსყიდველი ორგანიზაციების იდენტიფიცირება და მონიტორინგის რიგითობის დადგენა. ამ მიზნით, გენერირებულ უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია: ა) სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმების ჯამური ღირებულება და ამ ღირებულებიდან გამარტივებული შესყიდვების პროცენტული წილი; ბ) კონკრეტული დანაყოფის კოდზე გათვალისწინებული თანხა და ამ თანხიდან გამარტივებული შესყიდვების პროცენტული წილი; გ) რა ოდენობის დანაყოფის კოდი აქვს გათვალისწინებული კონკრეტულ შემსყიდველ ორგანიზაციას სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმაში და, საშუალოდ, რამდენი დანაყოფის კოდს ითვალისწინებენ მსგავსი პროფილის სხვა შემსყიდველი ორგანიზაციები. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს უფრო სარისკოდ: ა) რაც უფრო მაღალია სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმის ჯამური ღირებულება და რაც უფრო ჭარბობს გეგმაში გამარტივებული შესყიდვების პროცენტული წილი; ბ) რაც უფრო მეტია გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული ხელშეკრულებების წილი ცალკეული დანაყოფის კოდებში; გ) რაც უფრო მეტი დანაყოფის კოდი აქვს გათვალისწინებული შემსყიდველ ორგანიზაციას სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმაში მსგავსი პროფილის სხვა შემსყიდველ ორგანიზაციებთან შედარებით; დ) რაც უფრო მეტ დანაყოფის კოდში უახლოვდება შესყიდვისთვის განსაზღვრული თანხა კანონით დადგენილ მონეტარულ ზღვარს. მუხლი 7. გარდამავალი დებულებები 1. 2017 წლის საბიუჯეტო წლის განმავლობაში ჩადენილ ხელოვნურ დაყოფათა გამოსავლენად აგრეთვე გაითვალისწინება 2017 წლის 19 ივლისამდე გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები. 2. 2017 წლის 19 ივლისამდე გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში ხელოვნური დაყოფა იარსებებს, თუ იმავე საბიუჯეტო წელს, ერთსა და იმავე დაფინანსების წყაროს ფარგლებში, ერთსა და იმავე დანაყოფის კოდზე, ხელშეკრულებათა ჯამური ღირებულება უდრის ან აღემატება 200 000 ლარს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 16 ივნისის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 21.06.2017 წ.
|
+
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №27
2015 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 82 პუნქტის, მე-10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
|
+
სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები1. წინამდებარე მეთოდოლოგიის (შემდგომში – მეთოდოლოგია) მიზანია, განსაზღვროს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის (შემდგომში – ხელოვნურად დაყოფა) გამოვლენის მეთოდოლოგია, წესი და პირობები. 2. სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების კანონიერების მონიტორინგისას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ხელოვნურ დაყოფას ავლენს წინამდებარე მეთოდოლოგიის გამოყენებით. 3. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში – კანონი), ასევე, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, კანონის საფუძველზე გამოცემულ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 16 ივნისის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 21.06.2017 წ. მუხლი 2. ხელოვნურად დაყოფის ცნება1. ხელოვნურად დაყოფა არის შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში, ერთი დაფინანსების წყაროდან შესასყიდი შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების რაოდენობის ან მოცულობის შემცირება ან/და დაყოფა, ასევე სხვა ქმედება, რომლის მიზანია კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მონეტარული ზღვრებისა და სხვა მოთხოვნებისათვის თავის არიდება. 2. ხელოვნურ დაყოფად არ განიხილება შემთხვევები, როდესაც შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელება გამოწვეულია: ა) გეოგრაფიული ფაქტორით ან/და გამართლებულია სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით; ბ) ობიექტური პირობებით, რომლებსაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და, დადგენილი წესით, აიტვირთოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა). 4. ხელოვნურად დაყოფის მიზნებისთვის, გრანტისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრები ითვლება ერთი და იმავე დაფინანსების წყაროდან წარმოშობილად, მიუხედავად მათი გამცემი სუბიექტ(ებ)ისა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მარტის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 07.03.2018 წ. |
ხელოვნურად დაყოფა შესაძლებელია გამოწვეულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც:
ა) ხორციელდება გამარტივებული შესყიდვა მონეტარული ზღვრის დაცვით;
ბ) ელექტრონული ტენდერი ტარდება კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვადებით, გარდა კანონის 101 მუხლის 31 და 32 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 16 ივნისის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 21.06.2017 წ.
ხელოვნურად დაყოფის გამოსავლენად, საჭიროა, სისტემიდან გენერირებულ იქნეს ანგარიში, რომელშიც ასახული იქნება შემდეგი მონაცემები:
ა) შესყიდვის/ხელშეკრულების რეგისტრაციის უნიკალური ნომერი;
ბ) კლასიფიკატორი (CPV კოდი);
გ) ხელშეკრულების დადების თარიღი;
დ) გამოყენებული შესყიდვის საშუალების დასახელება;
ე) შესყიდვის საფუძველი – გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში;
ვ) შესყიდვის დაფინანსების წყარო;
ზ) შესყიდვის სავარაუდო ღირებულება;
თ) ხელშეკრულების ღირებულება.
მუხლი 5. ხელოვნურად დაყოფის გამოვლენა
1. ამ მეთოდოლოგიის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების გამოყენებით, ხელოვნური დაყოფის გამოსავლენად, ამ მეთოდოლოგიის მე-3 მუხლში მითითებული შესყიდვის საშუალებებით დადებული ხელშეკრულება უნდა დაჯამდეს მის წინმსწრებ, იმავე დანაყოფის კოდზე გაფორმებული შემდეგი ხელშეკრულებების ჯამურ ღირებულებასთან:
ა) მონეტარული ზღვრის დაცვით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები;
ბ) (ამოღებულია - 16.06.17, №23);
გ) ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები;
დ) (ამოღებულია - 07.03.18, №3);
ე) კონკურსის საშუალებით დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები;
ვ) გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შედეგად დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები;
ზ) გეოგრაფიული ფაქტორით გამოწვეული ცალკე პროცედურით განხორციელებული შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები;
თ) რაციონალური ხარჯვის პრინციპით გამოწვეული ცალკე პროცედურით განხორციელებული შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები;
ი) წინასწარ უცნობი, ობიექტური პირობებით გამოწვეული ცალკე პროცედურით განხორციელებული შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელოვნური დაყოფა იარსებებს, თუ იმავე საბიუჯეტო წელს, ერთსა და იმავე დაფინანსების წყაროს ფარგლებში, ერთ და იმავე დანაყოფის კოდზე:
ა) გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულებათა ჯამური ღირებულება უდრის ან აღემატება 5 000 ლარს;
ბ) კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვადებით ჩატარებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, ხელშეკრულებათა ჯამური ღირებულება უდრის ან აღემატება, შესაბამისად, საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში 150 000 ლარს, ხოლო სამუშაოს შემთხვევაში – 300 000 ლარს.
გ) კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვადებით ჩატარებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, ხელშეკრულებათა ჯამური ღირებულება უდრის ან აღემატება, შესაბამისად, საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში 144 000 ევროს ეკვივალენტს ლარში, ხოლო სამუშაოს შემთხვევაში – 5 548 000 ევროს ეკვივალენტს ლარში.
3. ხელოვნურ დაყოფად აგრეთვე ითვლება შემთხვევები, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წინასწარ არის ცნობილი იმავე საბიუჯეტო წელს, ერთსა და იმავე დაფინანსების წყაროს ფარგლებში, ერთსა და იმავე დანაყოფის კოდზე შესყიდვის აუცილებლობა, თუმცა, მიუხედავად ამისა:
ა) იგი, პირველ ეტაპზე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულებას/ხელშეკრულებებს დებს მონეტარული ზღვრის დაცვით, ხოლო მონეტარული ზღვრის ამოწურვის შემდეგ იწყებს სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმის კორექტირებასა და ელექტრონული ტენდერ(ებ)ის ჩატარებას;
ბ) იგი, პირველ ეტაპზე, მონეტარული ზღვრის დაცვით, ხელშეკრულებას/ხელშეკრულებებს დებს კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვადებით ჩატარებული ელექტრონული ტენდერ(ებ)ის საშუალებით, ხოლო ამ ვადებისთვის გათვალისწინებული მონეტარული ზღვრის ამოწურვის შემდეგ იწყებს სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმის კორექტირებასა და ელექტრონული ტენდერ(ებ)ის ჩატარებას კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვადებით.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 16 ივნისის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 21.06.2017 წ.
მუხლი 6. ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის დამხმარე მეთოდი
1. ხელოვნური დაყოფის გამოსავლენად, დამხმარე მეთოდის სახით, შესაძლებელია სარისკო შემსყიდველი ორგანიზაციების იდენტიფიცირება და მონიტორინგის რიგითობის დადგენა. ამ მიზნით, გენერირებულ უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:
ა) სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმების ჯამური ღირებულება და ამ ღირებულებიდან გამარტივებული შესყიდვების პროცენტული წილი;
ბ) კონკრეტული დანაყოფის კოდზე გათვალისწინებული თანხა და ამ თანხიდან გამარტივებული შესყიდვების პროცენტული წილი;
გ) რა ოდენობის დანაყოფის კოდი აქვს გათვალისწინებული კონკრეტულ შემსყიდველ ორგანიზაციას სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმაში და, საშუალოდ, რამდენი დანაყოფის კოდს ითვალისწინებენ მსგავსი პროფილის სხვა შემსყიდველი ორგანიზაციები.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს უფრო სარისკოდ:
ა) რაც უფრო მაღალია სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმის ჯამური ღირებულება და რაც უფრო ჭარბობს გეგმაში გამარტივებული შესყიდვების პროცენტული წილი;
ბ) რაც უფრო მეტია გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული ხელშეკრულებების წილი ცალკეული დანაყოფის კოდებში;
გ) რაც უფრო მეტი დანაყოფის კოდი აქვს გათვალისწინებული შემსყიდველ ორგანიზაციას სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმაში მსგავსი პროფილის სხვა შემსყიდველ ორგანიზაციებთან შედარებით;
დ) რაც უფრო მეტ დანაყოფის კოდში უახლოვდება შესყიდვისთვის განსაზღვრული თანხა კანონით დადგენილ მონეტარულ ზღვარს.
მუხლი 7. გარდამავალი დებულებები
1. 2017 წლის საბიუჯეტო წლის განმავლობაში ჩადენილ ხელოვნურ დაყოფათა გამოსავლენად აგრეთვე გაითვალისწინება 2017 წლის 19 ივლისამდე გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები.
2. 2017 წლის 19 ივლისამდე გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში ხელოვნური დაყოფა იარსებებს, თუ იმავე საბიუჯეტო წელს, ერთსა და იმავე დაფინანსების წყაროს ფარგლებში, ერთსა და იმავე დანაყოფის კოდზე, ხელშეკრულებათა ჯამური ღირებულება უდრის ან აღემატება 200 000 ლარს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 16 ივნისის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 21.06.2017 წ.
+
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №27
2015 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 82 პუნქტის, მე-10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე
+
სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე მეთოდოლოგიის (შემდგომში – მეთოდოლოგია) მიზანია, განსაზღვროს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის (შემდგომში – ხელოვნურად დაყოფა) გამოვლენის მეთოდოლოგია, წესი და პირობები.
2. სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების კანონიერების მონიტორინგისას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ხელოვნურ დაყოფას ავლენს წინამდებარე მეთოდოლოგიის გამოყენებით.
3. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში – კანონი), ასევე, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, კანონის საფუძველზე გამოცემულ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 16 ივნისის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 21.06.2017 წ.
მუხლი 2. ხელოვნურად დაყოფის ცნება🔗
1. ხელოვნურად დაყოფა არის შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში, ერთი დაფინანსების წყაროდან შესასყიდი შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების რაოდენობის ან მოცულობის შემცირება ან/და დაყოფა, ასევე სხვა ქმედება, რომლის მიზანია კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მონეტარული ზღვრებისა და სხვა მოთხოვნებისათვის თავის არიდება.
2. ხელოვნურ დაყოფად არ განიხილება შემთხვევები, როდესაც შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელება გამოწვეულია:
ა) გეოგრაფიული ფაქტორით ან/და გამართლებულია სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით;
ბ) ობიექტური პირობებით, რომლებსაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და, დადგენილი წესით, აიტვირთოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა).
4. ხელოვნურად დაყოფის მიზნებისთვის, გრანტისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრები ითვლება ერთი და იმავე დაფინანსების წყაროდან წარმოშობილად, მიუხედავად მათი გამცემი სუბიექტ(ებ)ისა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მარტის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 07.03.2018 წ.
მუხლი 3. რისკის მქონე შესყიდვები🔗
ხელოვნურად დაყოფა შესაძლებელია გამოწვეულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც:
ა) ხორციელდება გამარტივებული შესყიდვა მონეტარული ზღვრის დაცვით;
ბ) ელექტრონული ტენდერი ტარდება კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვადებით, გარდა კანონის 101 მუხლის 31 და 32 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 16 ივნისის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 21.06.2017 წ.
მუხლი 4. ხელოვნურად დაყოფის გამოსავლენად საჭირო ინფორმაცია🔗
ხელოვნურად დაყოფის გამოსავლენად, საჭიროა, სისტემიდან გენერირებულ იქნეს ანგარიში, რომელშიც ასახული იქნება შემდეგი მონაცემები:
ა) შესყიდვის/ხელშეკრულების რეგისტრაციის უნიკალური ნომერი;
ბ) კლასიფიკატორი (CPV კოდი);
გ) ხელშეკრულების დადების თარიღი;
დ) გამოყენებული შესყიდვის საშუალების დასახელება;
ე) შესყიდვის საფუძველი – გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში;
ვ) შესყიდვის დაფინანსების წყარო;
ზ) შესყიდვის სავარაუდო ღირებულება;
თ) ხელშეკრულების ღირებულება.
მუხლი 5. ხელოვნურად დაყოფის გამოვლენა🔗
1. ამ მეთოდოლოგიის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების გამოყენებით, ხელოვნური დაყოფის გამოსავლენად, ამ მეთოდოლოგიის მე-3 მუხლში მითითებული შესყიდვის საშუალებებით დადებული ხელშეკრულება უნდა დაჯამდეს მის წინმსწრებ, იმავე დანაყოფის კოდზე გაფორმებული შემდეგი ხელშეკრულებების ჯამურ ღირებულებასთან:
ა) მონეტარული ზღვრის დაცვით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები;
ბ) (ამოღებულია - 16.06.17, №23);
გ) ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები;
დ) (ამოღებულია - 07.03.18, №3);
ე) კონკურსის საშუალებით დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები;
ვ) გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შედეგად დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები;
ზ) გეოგრაფიული ფაქტორით გამოწვეული ცალკე პროცედურით განხორციელებული შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები;
თ) რაციონალური ხარჯვის პრინციპით გამოწვეული ცალკე პროცედურით განხორციელებული შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები;
ი) წინასწარ უცნობი, ობიექტური პირობებით გამოწვეული ცალკე პროცედურით განხორციელებული შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელოვნური დაყოფა იარსებებს, თუ იმავე საბიუჯეტო წელს, ერთსა და იმავე დაფინანსების წყაროს ფარგლებში, ერთ და იმავე დანაყოფის კოდზე:
ა) გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულებათა ჯამური ღირებულება უდრის ან აღემატება 5 000 ლარს;
ბ) კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვადებით ჩატარებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, ხელშეკრულებათა ჯამური ღირებულება უდრის ან აღემატება, შესაბამისად, საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში 150 000 ლარს, ხოლო სამუშაოს შემთხვევაში – 300 000 ლარს.
გ) კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვადებით ჩატარებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, ხელშეკრულებათა ჯამური ღირებულება უდრის ან აღემატება, შესაბამისად, საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში 144 000 ევროს ეკვივალენტს ლარში, ხოლო სამუშაოს შემთხვევაში – 5 548 000 ევროს ეკვივალენტს ლარში.
გ) კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვადებით ჩატარებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, ხელშეკრულებათა ჯამური ღირებულება უდრის ან აღემატება, შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში ასახულ ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს.
3. ხელოვნურ დაყოფად აგრეთვე ითვლება შემთხვევები, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წინასწარ არის ცნობილი იმავე საბიუჯეტო წელს, ერთსა და იმავე დაფინანსების წყაროს ფარგლებში, ერთსა და იმავე დანაყოფის კოდზე შესყიდვის აუცილებლობა, თუმცა, მიუხედავად ამისა:
ა) იგი, პირველ ეტაპზე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულებას/ხელშეკრულებებს დებს მონეტარული ზღვრის დაცვით, ხოლო მონეტარული ზღვრის ამოწურვის შემდეგ იწყებს სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმის კორექტირებასა და ელექტრონული ტენდერ(ებ)ის ჩატარებას;
ბ) იგი, პირველ ეტაპზე, მონეტარული ზღვრის დაცვით, ხელშეკრულებას/ხელშეკრულებებს დებს კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვადებით ჩატარებული ელექტრონული ტენდერ(ებ)ის საშუალებით, ხოლო ამ ვადებისთვის გათვალისწინებული მონეტარული ზღვრის ამოწურვის შემდეგ იწყებს სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმის კორექტირებასა და ელექტრონული ტენდერ(ებ)ის ჩატარებას კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვადებით.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 16 ივნისის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 21.06.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მარტის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 07.03.2018 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №4 - ვებგვერდი, 26.08.2019 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 3 ივნისის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 04.06.2020 წ.
მუხლი 6. ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის დამხმარე მეთოდი🔗
1. ხელოვნური დაყოფის გამოსავლენად, დამხმარე მეთოდის სახით, შესაძლებელია სარისკო შემსყიდველი ორგანიზაციების იდენტიფიცირება და მონიტორინგის რიგითობის დადგენა. ამ მიზნით, გენერირებულ უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:
ა) სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმების ჯამური ღირებულება და ამ ღირებულებიდან გამარტივებული შესყიდვების პროცენტული წილი;
ბ) კონკრეტული დანაყოფის კოდზე გათვალისწინებული თანხა და ამ თანხიდან გამარტივებული შესყიდვების პროცენტული წილი;
გ) რა ოდენობის დანაყოფის კოდი აქვს გათვალისწინებული კონკრეტულ შემსყიდველ ორგანიზაციას სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმაში და, საშუალოდ, რამდენი დანაყოფის კოდს ითვალისწინებენ მსგავსი პროფილის სხვა შემსყიდველი ორგანიზაციები.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს უფრო სარისკოდ:
ა) რაც უფრო მაღალია სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმის ჯამური ღირებულება და რაც უფრო ჭარბობს გეგმაში გამარტივებული შესყიდვების პროცენტული წილი;
ბ) რაც უფრო მეტია გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული ხელშეკრულებების წილი ცალკეული დანაყოფის კოდებში;
გ) რაც უფრო მეტი დანაყოფის კოდი აქვს გათვალისწინებული შემსყიდველ ორგანიზაციას სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმაში მსგავსი პროფილის სხვა შემსყიდველ ორგანიზაციებთან შედარებით;
დ) რაც უფრო მეტ დანაყოფის კოდში უახლოვდება შესყიდვისთვის განსაზღვრული თანხა კანონით დადგენილ მონეტარულ ზღვარს.
მუხლი 7. გარდამავალი დებულებები🔗
1. 2017 წლის საბიუჯეტო წლის განმავლობაში ჩადენილ ხელოვნურ დაყოფათა გამოსავლენად აგრეთვე გაითვალისწინება 2017 წლის 19 ივლისამდე გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები.
2. 2017 წლის 19 ივლისამდე გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში ხელოვნური დაყოფა იარსებებს, თუ იმავე საბიუჯეტო წელს, ერთსა და იმავე დაფინანსების წყაროს ფარგლებში, ერთსა და იმავე დანაყოფის კოდზე, ხელშეკრულებათა ჯამური ღირებულება უდრის ან აღემატება 200 000 ლარს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 16 ივნისის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 21.06.2017 წ.
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“, №27, 25.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 040170050.57.069.016081 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3125686-3/