1. კულტურის სფეროს მუშაკთა შრომითი ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით.
2. საავტორო გასამრჯელოს ოდენობა, მისი ანაზღაურების წესი და ვადა განისაზღვრება ავტორთან დადებული ხელშეკრულებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სახელმწიფო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს კულტურის მუშაკთა სოციალურ დაცვას.
4. კულტურის მუშაკთა მინიმალური ხელფასი უნდა აღემატებოდეს საქართველოში არსებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მუშაკთა საშუალო ხელფასის ოდენობას.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-1022(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-12 მუხლებზე, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-14, 31-ე მუხლებზე,,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, ევროპის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კულტურის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება