1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის სახელმწიფო არქივები, კინო-, ფოტო-, ფონომასალების სახელმწიფო ფონდები, სამუზეუმო კოლექციები და ფონდები, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლები და ეროვნული მნიშვნელობის სახლ-მუზეუმები პრივატიზებას არ ექვემდებარება.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კულტურული ფასეულობების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, აგრეთვე კულტურული და სახელოვნებო დანიშნულების შენობა-ნაგებობების პრივატიზება შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროსთან შეთანხმებით და მის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირობებით.
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4711 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.141
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4552 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1623 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3042 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №374 – ვებგვერდი, 18.03.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.03.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 16.03.2021 კანონი №374
- 05.07.2018 კანონი №3042
- 07.12.2017 კანონი №1623
- 25.11.2015 კანონი №4552
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-52-34-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2005
…საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შენობაში ბიბლიოთეკასთან ერთად განთავსებულია სოფლის კლუბი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ კულტურულ დაწესებულებას. “კულტურის შესახებ” კანონის 27-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, კერძოდ სახელმწიფო ფონდებში, მუზეუმებში, არქივებში, ბიბლიოთეკებში, სურათების…
- საქმე №3გ-ად-125-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.07.2002
კასატორი ასევე ეყრდნობა «კულტურის შესახებ» საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტს, რომლის შესაბამისად «კულტურის სხვა ობიექტების პრივატიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით».
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კულტურის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება