თავი III — სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა უფლებამოსილება კულტურის სფეროში
1. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ ისტორიისა და კულტურის ძეგლების გამოვლენა, აღრიცხვა, შესწავლა, რესტავრაცია და დაცვა.
2. სახელმწიფო ზრუნავს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე;
3. სახელმწიფო ორგანოები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ კერძო მფლობელობაში არსებული ძეგლების დაცვასა და გამოყენებას.
4. სახელმწიფოს აქვს კერძო მფლობელობაში არსებული ძეგლების შესყიდვის უპირატესი უფლება.
5. მიწაში, მის ზედაპირზე, წყალში ან ძველ ნაგებობებში აღმოჩენილი ძეგლი, რომლის მესაკუთრის ვინაობის დადგენა შეუძლებელია, წარმოადგენს ობიექტს, რომლის სახელმწიფოს, იურიდიული თუ ფიზიკური პირისათვის მიკუთვნების საკითხი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3646 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.294
საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5294 – ვებგვერდი, 04.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.11.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.11.2019 კანონი №5294
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-1151(3კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2022
…და ღირებულებას განაპირობებს(საქართველოს მოქალაქეები – მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება№2/6/1216, 2018 წლის 27 ივლისი). „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან…
- საქმე №ბს-388(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2021
…სადავო პერიოდში მოქმედი, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კულტურის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვა. ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ ისტორიისა და კულტურის ძეგლების გამოვლენა, აღრიცხვა, შესწავლა, რესტავრაცია და დაცვა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კულტურის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება