1. საქართველოში ნებადართულია კულტურის ყოველგვარი სტატუსის დაწესებულების საქმიანობა, თუ ის არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნებს.
2. საქართველოში კულტურის ორგანიზაცია იქმნება და მოქმედებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.
3. კულტურის სფეროში ასოციაცია, შემოქმედებითი კავშირი და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანება იქმნება კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის განხორციელების მიზნით.
4. კულტურის სფეროში საწარმო იქმნება შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის საჭირო მასალების, დანადგარებისა და სხვა საშუალებებისა თუ პროდუქციის საწარმოებლად, მათი ტირაჟირების, გავრცელებისა და რეალიზაციისათვის, აგრეთვე, კულტურის სფეროში შუამავლობისათვის და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობისათვი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-1248(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
…პირველ, მე-3 მუხლებზე, “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4, მე-5 მუხლებზე, “მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “ა” ქვეპუნქტზე, “კულტურის შესახებ” საქაართველოს კანონის მე-5 მუხლის “თ” ქვეპუნქტზე, მე-14 მუხლზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველ, მე-2, მე-8 და მე-9 მუხლებზე.
- საქმე №ბს-1022(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-12 მუხლებზე, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-14, 31-ე მუხლებზე,,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, ევროპის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კულტურის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება