1. კულტურის სფეროში დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული საკუთრების ყველა ფორმა.
2. კულტურის სფეროში ყოველ ადამიანს აქვს საკუთრების უფლება. შემოქმედებითი მოღვაწეობის შედეგები თავად შემოქმედის საკუთრებაა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.
3. საქართველოში დაშვებულია საკუთრების უფლება კულტურულ ფასეულობებზე კანონმდებლობის შესაბამისად.
4. კულტურის სფეროში მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-52-34-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2005
…იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატა თვლის, რომ სადავო პრივატიზებული ობიექტი წარმოადგენს სახელმწიფო ბიბლიოთეკას, “საბიბლიოთეკო საქმიანობის შესახებ” კანონის მე-12, მე-13, მე-19, 21-ე, 26-ე მუხლების შესაბამისად დაუშვებელია მისი პრივატიზაცია, ხოლო აღნიშნული კანონის 29-ე მუხლის მესამე ნაწილით პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ აკრძალულია სახელმწიფო ბიბლიოთეკის პრივატიზაცია.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კულტურის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება