კულტურული მოღვაწეობის პრინციპებია:
ა) შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლება და სრული დამოუკიდებლობა;
ბ) ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა აღიარება;
გ) ინტელექტუალური საკუთრების დაცვა;
დ) კულტურის სფეროში მონოპოლიზმის დაუშვებლობა;
ე) კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ხელმისაწვდომობა და საჯაროობის შეუზღუდველობა;
ვ) საქართველოს მოქალაქეთა კულტურული თვითმყოფადობის გაცნობიერებისა და გაღრმავებისათვის ხელშეწყობა;
ზ) კულტურული მოღვაწეობის ჰუმანისტური მიმართულებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-754-726(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2008
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა “კულტურის შესახებ” კანონის მე-4 მუხლით დადგენილ კულტურული მოღვაწეობის პრინციპებზე, რომლის შინაარსია კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ხელმისაწვდომობა და საჯაროობის შეუზღუდავობა, ასევე საქართველოს მოქალაქეთა კულტურული თვითმყოფადობის გაცნობიერებისა და გაღრმავებისათვის ხელშეწყობა.
- საქმე №3გ-ად-125-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.07.2002
მ-ძეების სახელზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ «სახელმწიფო ქონების პირვატიზების შესახებ» კანონის მე-4 მუხლის «ე» პუნქტისა და «კულტურის შესახებ» კანონის 27-ე მუხლის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლით მინიჭებული ინკვიზიციურობის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კულტურის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება