2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (15)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (12)
დოკუმენტის ტექსტი
|
2. წინა პერიოდის ვალდებულებების დაფინანსება განხორციელდეს ქვემოთ მოყვანილი პირობებით:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, დასრულდეს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, მომსახურების მიმწოდებლისა და პროგრამის განმახორციელებლის მიერ 2015 წელს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ხელშეკრულებების ფარგლებში, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად;
ბ) 2014 და 2015 წლების განმავლობაში დამდგარი სადავო შემთხვევები, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2015 წელს ან მიღებულ იქნება 2016 წელს, ანაზღაურდეს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისი კოდებით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
ა) განმახორციელებლებს მიეცეთ უფლება, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან (შემდგომში - სამინისტრო) წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით;
ბ) 2016 წლის პირველი იანვრიდან, 2015 წელს დადებული ხელშეკრულებების (ასევე, წინა წლებში დადებული ხელშეკრულებების, რომლებიც მოქმედებდნენ 2015 წლის დეკემბერში) გათვალისწინებით, განახორციელონ ხელშეკრულების გაფორმება/გაგრძელება იმავე მიმწოდებლებთან, ამასთან:
ბ.ა) ხელშეკრულებების გაფორმების/გაგრძელებისას, მათი ღირებულების ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს 2015 წლის ხელშეკრულებით განსაზღვრული თვის ლიმიტის ოდენობით (დეკემბრის ლიმიტის არსებობისას - დეკემბრის ლიმიტის ოდენობით);
ბ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ 2015 წლის ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული თვის ლიმიტი, გასაფორმებელი/გასაგრძელებელი ხელშეკრულების თვის ღირებულება განისაზღვროს 2015 წლის ხელშეკრულების საერთო ღირებულების გაყოფით 2015 წელს ამ ხელშეკრულების მოქმედების თვეების რაოდენობაზე;
გ) შენარჩუნებულ იქნეს სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით დაფინანსებული პროგრამის/კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში დარეგისტრირებული მიმწოდებლების რეგისტრაციის სტატუსი. ამასთან, ახალი მიმწოდებლების რეგისტრაცია და მიმწოდებლის რეგისტრაციის სტატუსის ცვლილება განხორციელდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.
|
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, №660, 30.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 470020000.10.003.019047 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.11.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3143621-12/