ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (13 მუხლი)
|
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 |
|
2016 წლის 4 იანვარი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის“ საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის თანდართული წესი №1 დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ერედვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 22 დეკემბრის №32 დადგენილება (ვებგვერდი, 25/12/2014; 190020020.35.147.016082) „ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
|
|
ეს წესი განსაზღვრავს ერედვის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
|
მუხლი 1.
ახალშობილთა ოჯახების დახმარება |
1. ერთჯერად 300 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში და რომელთაც შეეძინათ ახალშობილი, თითოეულ შეძენილ ახალშობილზე.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ქორწინების მოწმობის ასლი (მშობლების ქორწინების არსებობის შემთხვევაში); დ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი; ე) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი; ვ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. |
მუხლი 2.
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება |
1. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული პირების გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ე) რწმუნებული ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ვ) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი; ზ) გარდაცვლილის დევნილობის მოწმობის ასლი. 3. თანხა გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. |
მუხლი 3.
კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებული პირთა დახმარება
|
1. ზამთრის სეზონისათვის ერთჯერად, კომპაქტურ ჩასახლებებში (სოფლებში: მცხეთა-წინამძღვრიაანთკარი (ყოფილი ტელევიზია),სოფელ სკრის ბაგა-ბაღის შენობა, მეტეხი, საქაშეთი), თითოეულ კოტეჯზე (ოჯახზე), სადაც ფაქტობრივად ცხოვრობდნენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ერედვის მუნიციპალიტეტში და არ აქვთ ბუნებრივი აირით გათბობა, დაფინანსებას მიიღებენ 250 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ვ) საჭიროების შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. |
მუხლი 4.
ავადმყოფების გეგმური და ურგენტული ოპერაციების თანადაფინანსება და ავადმყოფების სოციალური დახმარება |
1. ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება მოქალაქეების, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული გეგმური და ურგენტული ოპერაციები და დევნილებს, რომელთაც აქვთ დაავადების განსაკუთრებით რთული ფორმა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ, ფაქტობრივად გადახდილი თანხის სრული ოდენობით მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
2. დახმარების მიმღები (პაციენტი) დაფინანსებას მიიღებს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, და, ძმა, მეუღლე); ბ) დახმარების მიმღების (პაციენტი) დევნილობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების (პაციენტის) 2008 წლის აგვისტოს ომამდე ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ; ე) ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან, ხოლო ოპერაციის შემთხვევაში პაციენტის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტიж ვ) მიმართვა (სოცილაური მომსახურების სააგენტოდან) – ასეთის არსებობის შემთხვევაში; 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით დახმარების მიმღების (განცხადების წარმომდგენის) პირად ანგარიშზე. |
მუხლი 5.
დევნილთა ოჯახების დახმარება |
1. ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ დევნილთა ოჯახებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში, სასურსათო კალათით (თითოეულ კალათში შევა: ერთი 50-კილოგრამიანი ტომარა ფქვილი, 10 ლიტრი ზეთი, 5 კილოგრამი შაქარი, 5 კილოგრამი ბრინჯი, 5 კილოგრამი მაკარონი).
2. დახმარება გაეწევათ სასურსათო კალათის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს, ხოლო არაკომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სურსათის დასაწყობებულ ადგილას. |
მუხლი 6.
სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა |
1. ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური). 2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე. 3. ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში, სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას, მასალებს სამსახური გადასცემს შემდგომი განხილვისათვის სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი). 4. სამუშაო ჯგუფი შეისწავლის და განიხილავს წარდგენილ დოკუმენტაცის/მასალებს და გასცემს შესაბამის დასკვნას. |
მუხლი 7.
სამუშაო ჯგუფის მიერ განცხადებების განხილვა |
1. სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი. 2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს. 3. სამუშაო ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე და თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში მდივანი უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფის სხდომის მდივნობა დააკისროს ჯგუფის რომელიმე წევრს. |
მუხლი 8.
. სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება |
1.სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისდ.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. |
მუხლი 9.
სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები |
1. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი. 2. სამუშაო ჯგუფის მიერ განხილული ყოველი საკითხი აისახება სხდომის ოქმში. 3. სამუშაო ჯგუფის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. 4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი. 5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის ყველა წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას. 6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს. |
მუხლი 10.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება |
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
|
+
+
+
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ერედვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 22 დეკემბრის №32 დადგენილება (ვებგვერდი, 25/12/2014; 190020020.35.147.016082) „ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.
+
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ ბერუაშვილი
+
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი
ეს წესი განსაზღვრავს ერედვის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
+
+
მუხლი 1. ახალშობილთა ოჯახების დახმარება
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
+
მუხლი 2. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული პირების გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
+
მუხლი 3. კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებული პირთა დახმარება
1. ზამთრის სეზონისათვის ერთჯერად, კომპაქტურ ჩასახლებებში (სოფლებში: მცხეთა-წინამძღვრიაანთკარი (ყოფილი ტელევიზია),სოფელ სკრის ბაგა-ბაღის შენობა, მეტეხი, საქაშეთი), თითოეულ კოტეჯზე (ოჯახზე), სადაც ფაქტობრივად ცხოვრობდნენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ერედვის მუნიციპალიტეტში და არ აქვთ ბუნებრივი აირით გათბობა, დაფინანსებას მიიღებენ 250 ლარის ოდენობით.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
+
მუხლი 4. ავადმყოფების გეგმური და ურგენტული ოპერაციების თანადაფინანსება და ავადმყოფების სოციალური დახმარება
ვ) მიმართვა (სოცილაური მომსახურების სააგენტოდან) – ასეთის არსებობის შემთხვევაში;
+
მუხლი 5. დევნილთა ოჯახების დახმარება
+
+
მუხლი 6. სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
3. ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში, სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას, მასალებს სამსახური გადასცემს შემდგომი განხილვისათვის სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი).
4. სამუშაო ჯგუფი შეისწავლის და განიხილავს წარდგენილ დოკუმენტაცის/მასალებს და გასცემს შესაბამის დასკვნას.
+
მუხლი 7. სამუშაო ჯგუფის მიერ განცხადებების განხილვა
2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს.
3. სამუშაო ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე და თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში მდივანი უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფის სხდომის მდივნობა დააკისროს ჯგუფის რომელიმე წევრს.
+
მუხლი 8. . სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება
+
მუხლი 9. სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები
2. სამუშაო ჯგუფის მიერ განხილული ყოველი საკითხი აისახება სხდომის ოქმში.
3. სამუშაო ჯგუფის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.
5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის ყველა წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.
6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.
+
მუხლი 10. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.02.2017.
- როდის იქნა მიღებული „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 04.01.2016. მიმღები ორგანო — ერედვის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 190020020.35.147.016126.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.02.2017.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 13 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.02.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №1, 04.01.2016, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.147.016126 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.02.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3148428/