ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (11)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 |
|
2016 წლის 5 იანვარი დაბა ადიგენი |
|
2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებით.
2. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე;
ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკული საშუალებებით აღმოცენებულ და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობაზე;
გ) პლასტიკურ - ქირურგიულ მომსახურებაზე;
დ) ფიზიოთერაპიულ და კურორტულ მომსახურებაზე;
ე) იაფფასიანი, ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტების შეძენაზე;
ვ) განაცხადის წარდგენამდე დასრულებულ და უკვე ანაზღაურებულ მომსახურებაზე.
2. ბენეფიციარისთვის, რომელიც სამედიცინო მომსახურებისას სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების ნაწილობრივი დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება საანგარიშო წლის პერიოდში განხორციელდება ერთჯერადად, მომსახურების დარჩენილი (უშუალოდ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი) საფასურის არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი);
ე) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან გასაწევი სამედიცინო მომსახურების სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების მხრიდან დაფინანსების არ არსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსების არსებობის და მისი ოდენობის შესახებ;
ვ) დასტური ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისგან, რომ მოქალაქე არის სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდისუუნარო.
2. განაცხადის წარდგენამდე დასრულებულ სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში მოქალაქემ მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინოს ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან დავალიანების შესახებ.
3. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებაზე უარის თქმის საფუძველს.
2. მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელი სპეციალური სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, რომელიც იმართება კვირაში ორჯერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მუნიციპალიტეტის გამგეობას.
3. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელი სპეციალური სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, სამედიცინო დაწესებულების სახელზე მუნიციპალიტეტის გამგებელი გასცემს საგარანტიო წერილს.
4. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (თანხის გადარიცხვა სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე) განხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სამედიცინო მომსახურების შემდგომი, სამუშაოს (სამედიცინო მომსახურების) დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენისთანავე.
5. საგარანტიო წერილით აღებული ვალდებულება (სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ოდენობა) შემცირებული იქნება პროპორციულად ბენეფიციარის მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი, წინასწარ წარმოდგენილი დოკუმენტით (ანგარიშ- ფაქტურა ან ინვოისი) განსაზღვრული ხარჯების საბოლოოდ შემცირების შემთხვევაში.
6. სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი მოქმედებს მისი გაცემის დღიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში.
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა“ დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის პირველი სექტემბრის №44 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 03/09/2015, 280010000.35.137.016196).
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ღირებულების ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების პროგრამას.
1.წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ღირებულების ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების პროგრამას.
2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებით.
+
მუხლი 2. პროგრამის ბენეფიციარი
1. წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოქალაქე, რომელიც კონკრეტული სამედიცინო მომსახურებისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ან სარგებლობს ნაწილობრივი დაფინანსებით და არის სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდისუუნარო.
1. მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეიძლება დაფინანსდეს ამბულატორიული მკურნალობის, სტაციონარული მკურნალობის, ლაბორატორიული გამოკვლევის და სააფთიაქო ხარჯები.
+
მუხლი 3. სამედიცინო მომსახურების სახეები
1. მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეიძლება დაფინანსდეს ამბულატორიული მკურნალობის, სტაციონარული მკურნალობის, ლაბორატორიული გამოკვლევის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფიზიოთერაპიის, მინდობით აღსაზრდელად მიბარებული ბავშვების სამედიცინო მომსახურების, სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნების თერაპიისა და ფსიქოთერაპიის სეანსები, სააფთიაქო ხარჯები.
2. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე; ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკული საშუალებებით აღმოცენებულ და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობაზე;გ) კოსმეტიკურ პლასტიკურ- ქირურგიულ მომსახურებაზე;
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 02.11.2016წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 აპრილის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 05.04.2019წ.
1. ბენეფიციარისთვის, რომელიც სამედიცინო მომსახურებისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიისა სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება საანგარიშო წლის პერიოდში განხორციელდება ერთჯერადად, მომსახურების მთლიანი საფასურის არაუმეტეს 50%- ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 4000 (ოთხი ათასი)ლარისა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 17 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 19.04.2019წ.
2. ბენეფიციარისთვის, რომელიც სამედიცინო მომსახურებისას სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების ნაწილობრივი დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება საანგარიშო წლის პერიოდში განხორციელდება ერთჯერადად, მომსახურების დარჩენილი (უშუალოდ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი) საფასურის არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.
1. მოქალაქემ სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:
+
მუხლი 4. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებისა და დაფინანსების ოდენობა
1. ბენეფიციარისთვის, რომელიც სამედიცინო მომსახურებისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძოდ სადაზღვევო კომპანიისა ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება კალენდარული წლის პერიოდში განხორციელდება ერთჯერადად, მომსახურების მთლიანი საფასურის არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 4000(ოთხი ათასი) ლარისა.
2. ბენეფიციარისთვის, რომელიც სამედიცინო მომსახურებისას სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიისა ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების ნაწილობრივი დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება კალენდარული წლის პერიოდში განხორციელდება ერთჯერადად, მომსახურების დარჩენილი (უშუალოდ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი) საფასურის არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2000(ორი ათასი) ლარისა.
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფიზიოთერაპიის თანადაფინანსება განისაზღვროს დარჩენილი (უშუალოდ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი) საფასურის არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.
4. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ (მიუხედავად რეგისტრაციის ადგილისა) მინდობით აღსაზრდელად მიბარებულ ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს დარჩენილი (უშუალოდ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი) საფასურის არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.
5. სოციალურად დაუცველ 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებზე ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თერაპიისა და ფსიქოთერაპიის სეანსების დაფინანსება განისაზღვროს 100%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.
6. ამ მუხლის პირველ, მე-2, მე-3, და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამედიცინო მომსახურებისას უშუალოდ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი თანხა თუ არ აღემატება 100 (ასი) ლარს, იგი დაფინანსდება 20% -დან 100%-მდე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 20.01.2016წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 თებერვლის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 10.02.2017წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 5 სექტემბრის დადგენილება №55 - ვებგვერდი, 06.09.2017წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №62 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №83 - ვებგვერდი, 27.11.2017წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 აპრილის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 05.04.2019წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 17 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 19.04.2019წ.
+
მუხლი 5. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
1. მოქალაქემ სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ვ) დასტური მერიის წარმომადგენლისგან, რომ მოქალაქე არის სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდისუუნარო. მერის წარმომადგენლის არყოფნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელმა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა ადგილზე გასვლით შეისწავლოს ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილი და სოციალური მდგომარეობა.
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) მინდობით აღსაზრდელი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) მშობლის ან მინდობით აღმზრდელი პირის პირადობის მოწმობის ასლი;
კ) 18 წლამდე არასრულწლოვნის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;
ლ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
2. განაცხადის წარდგენამდე დასრულებულ სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში მოქალაქემ მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინოს ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან დავალიანების შესახებ.
3. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებაზე უარის თქმის საფუძველს.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №62 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №73 - ვებგვერდი, 05.09.2018წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 აპრილის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 05.04.2019წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 17 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 19.04.2019წ.
4. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (თანხის გადარიცხვა სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე) განხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სამედიცინო მომსახურების შემდგომი, სამუშაოს (სამედიცინო მომსახურების) დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენისთანავე.
+
მუხლი 6. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების გაცემის წესი
1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადება თანდართული დოკუმენტაციით დაუყოვნებლივ გადაეგზავნება განსახილველად მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელ სპეციალურ სამუშაო ჯგუფს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ან მასზე უარის თქმის შესახებ.
2. მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელი სპეციალური სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, რომელიც იმართება კვირაში ორჯერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მუნიციპალიტეტის მერიას.
3. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სოციალური პროგრამების ბენეფიციართა განცხადებების შემსწავლელი სპეციალური სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, სამედიცინო დაწესებულების სახელზე მუნიციპალიტეტის მერი გასცემს საგარანტიო წერილს.
4. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (თანხის გადარიცხვა სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე) განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სამედიცინო მომსახურების შემდგომი, სამუშაოს (სამედიცინო მომსახურების) დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენისთანავე.
5. საგარანტიო წერილით აღებული ვალდებულება (სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ოდენობა) შემცირებული იქნება პროპორციულად ბენეფიციარის მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი, წინასწარ წარმოდგენილი დოკუმენტით (ანგარიშ- ფაქტურა ან ინვოისი) განსაზღვრული ხარჯების საბოლოოდ შემცირების შემთხვევაში.
6. სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი მოქმედებს მისი გაცემის დღიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №62 - ვებგვერდი, 09.11.2017წ.
+
მუხლი 7. მოსალოდნელი შედეგები
მოსალოდნელი შედეგები პროგრამის სრულყოფილად განხორციელება ხელს შეუწყობს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.05.2019.
- როდის იქნა მიღებული „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 05.01.2016. მიმღები ორგანო — ადიგენის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 280010000.35.137.016221.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 11 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.05.2019.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.05.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №1, 05.01.2016, სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016221 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3149027/