დაქორწინებისას და საოჯახო ურთიერთობებში არ დაიშვება უფლებათა პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა, პირდაპირი ან არაპირდაპირი უპირატესობის მინიჭება წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასობრივი და ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, საქმიანობის სახეობისა და ხასიათის, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა გარემოებათა მიხედვით.
II. პირადი უფლებე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-596-823-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.01.2009
უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სამოქალაქო კოდექსის 1153-ე მუხლმა საკუთრებად გამოაცხადა ის მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებია განლაგებული.
- საქმე №030210119002890255 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 19.11.2019
…კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს. მეუღლეთა თანასწორობის საკითხს ეხება 1152-ე მუხლი, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი. სკ-ის 1153-ე მუხლში მოცემულია დისკრიმინაციის აკრძალვა, კერძოდ, დაუშვებელია პირის დისკრიმინაცია როგორც დაქორწინებისას, ისე შემდგომ საოჯახო ურთიერთობებში.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება