1. იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას.
2. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ:
ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ;
ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას.
3. მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(174)
- საქმე №ას-1037-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2026
სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160.1-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა მხოლოდ მეუღლეთა შეთანხმებითაა შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას.
- საქმე №ას-1118-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2026
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზე იყო მოპასუხის გამდიდრება მოსარჩელის ხარჯზე და საკასაციო პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 982-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრებოდა მოსარჩელის სამართლებრივი სიკეთის მისი თანხმობის გარეშე…
- საქმე №ას-1080-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
განსახილველ შემთხვევაში, დასტურდება, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას, რომლის განკარგვაც სსკ-ის 1160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნდა მომხდარიყო ურთიერთშეთანხმებით. საქმის მასალებით, ირკვევა, რომ 2017 წლის 5 ივნისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ, მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე, სადავო უძრავი ქონება 69 000 აშშ დოლარად მიჰყიდა ლ.ხ–იას (საკადასტრო კოდი:.........).
- საქმე №ას-15-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.04.2025
ამდენად, სსკ-ის 1160.3 და 982.1 მუხლები დაზარალებულ მეუღლეს ანუ მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვით მიყენებული ზიანის ანაზღაურება (გამდიდრების გათანაბრება).
- საქმე №ას-350-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2024
…იყო ან უნდა სცოდნოდა, სადავო ქონებაზე სხვა თანამესაკუთრის არსებობა, ამდენად, სადავო სამართალურთიერთობაში მეორე მოპასუხე სააპელაციო სასამართლომ კეთილსინდისიერ მხარედ მიიჩნია (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 1160.2, 312.3, 312.4 მუხლები). 15. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა: 15.1.
- საქმე №ას-1416-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2024
- საქმე №ას-76-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2024
- საქმე №ას-382-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.06.2023
- საქმე №ას-1518-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2023
- საქმე №ას-700-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.09.2022
- საქმე №ას-438-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.06.2022
- საქმე №ას-1400-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.04.2022
- საქმე №ას-1285-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.04.2022
- საქმე №ას-737-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.03.2022
- საქმე №ას-427-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2022
- საქმე №ას-1314-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2022
- საქმე №ას-1760-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2022
- საქმე №ას-260-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2021
- საქმე №ა-4141-ბ-10-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2021
- საქმე №ას-23-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2021
- საქმე №ას-1118-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2021
- საქმე №ას-1226-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2021
- საქმე №ას-1064-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2020
- საქმე №2კ-688აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.02.2020
- საქმე №ას-1432-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2020
- საქმე №ას-789-2019(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2019
- საქმე №ას-963-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2019
- საქმე №ას-397-397-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.04.2019
- საქმე №ას-1183-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2019
- საქმე №ას-587-587-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.11.2018
- საქმე №ას-1426-1346-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2018
- საქმე №ას-1048-968-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2017
- საქმე №ას-882-822-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2017
- საქმე №ას-508-475-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.09.2017
- საქმე №ას-159-149-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2017
- საქმე №ას-543-506-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2017
- საქმე №ას-756-707-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2017
- საქმე №ას-706-660-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2017
- საქმე №ას-87-83-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2017
- საქმე №ას-605-579-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2017
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 174-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება