მეუღლისაგან სარჩოს მიღების უფლება მოისპობა, თუ აღარ არსებობს 1182-ე და 1183-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სარჩოს მიმღები მეუღლე ხელახლა დაქორწინდა.
კარი მეორე
მშობლების, შვილებისა და სხვა ნათესავების ურთიერთობა
თავი პირველი
შვილების წარმოშობის დადგე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-1354-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2024
…სასამართლოს უფლება აქვს, იმ მეუღლეს, რომელმაც არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ (კეთილსინდისიერი მეუღლე), მიაკუთვნოს მეორე მეუღლისაგან სარჩოს მიღების უფლება 1182-ე და 1186-ე მუხლების მიხედვით, ხოლო ქორწინების ბათილად ცნობამდე შეძენილი ქონების გაყოფისას გამოიყენოს 1158-ე (მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
- საქმე №ას-889-839-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2015
საქალაქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის მე-1000, 992-ე, 408-ე და 411-ე მუხლები და არ გამოიყენა ამავე კოდექსის 415-ე, 1182-ე და 1186-ე მუხლები. 24. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის განჩინებით საწარმოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება.
- საქმე №240210019002463165 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.10.2019
სამოქალაქო კოდექსის 1146-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს უფლება აქვს, იმ მეუღლეს, რომელმაც არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ (კეთილსინდისიერი მეუღლე), მიაკუთვნოს მეორე მეუღლისაგან სარჩოს მიღების უფლება 1182-ე და 1186-ე მუხლების მიხედვით, ხოლო ქორწინების ბათილად ცნობამდე შეძენილი ქონების გაყოფისას გამოიყენოს 1158-ე და 1171-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები.
- საქმე №330210115001200615 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2019
სამოქალაქო კოდექსის 1146-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს უფლება აქვს, იმ მეუღლეს, რომელმაც არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ (კეთილსინდისიერი მეუღლე), მიაკუთვნოს მეორე მეუღლისაგან სარჩოს მიღების უფლება 1182-ე და 1186-ე მუხლების მიხედვით, ხოლო ქორწინების ბათილად ცნობამდე შეძენილი ქონების გაყოფისას გამოიყენოს 1158-ე და 1171-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება