1. მეუღლის სასარგებლოდ გადასახდელი სარჩოს ოდენობა განისაზღვრება ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხის სახით მეუღლეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
2. ერთ-ერთი მეუღლის მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობის შეცვლისას თითოეულ მეუღლეს აქვს უფლება სარჩელით მიმართოს სასამართლოს სარჩოს ოდენობის შეცვლის შესახე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
წესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1197-ე, 1199-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე, 1182-ე, 1185-ე მუხლები, ასევე, „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენცია გამოიყენა. სასამართლომ შემდეგ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანა სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ დასკვნა: 11.1.
თუ სასამართლო დაასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1182-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტი, მაშინ სარჩოს ოდენობა განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1185-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და დ ა ა დ გ ი ნ ა: ბ.
საქმე №3კ/1285-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.10.2002
საოლქო სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ს 1182-ე და 1185-ე მუხლებით და შეამცირა მეუღლის სასარგებლოდ დაკისრებული 50 ლარი 20 ლარამდე. ამასთან, მხარეებს განემარტათ, რომ სსკ-ს 391-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევებში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება.
…მუხლის თანახმად, შრომისუუნარო მეუღლე, რომელსაც დახმარება სჭირდება მეუღლისაგან, სარჩოს მიღების უფლებას ინარჩუნებს განქორწინების შემდეგაც, თუ იგი შრომისუუნარო გახდა განქორწინებამდე, ან ერთი წლის განმავლობაში განქორწინების დღიდან. ამავე კოდექსის 1185-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლის სასარგებლოდ გადასახდელი სარჩოს ოდენობა განისაზღვრება ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხის სახით, მეუღლეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1197-ე, 1199-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე, 1182-ე, 1185-ე მუხლებზე; ბავშვთა უფლებების კონვენციაზე, და განმარტა, რომ ბავშვის აღზრდისათვის გარემოს შესაბამისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა შემოწმდეს და ამ ჭრილში გადამწყვეტი მნიშვნელობა მხოლოდ მატერიალურ მხარეს არ ენიჭება.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1185, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1185/