1. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან ბავშვის ინიციატივით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414
საქართველოს
2009
წლის
დეკემბრის
კანონი
№2382 -
სსმ
I, №50, 31.12.2009
წ
.,მუხ
.399
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის
კანონი
№748
- ვებგვერდი, 24.05.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5013 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5913 – ვებგვერდი, 25.05.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.05.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 21.05.2020 კანონი №5913
- 20.09.2019 კანონი №5013
- 04.05.2017 კანონი №748
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(24)
- საქმე №ას-275-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
აღნიშნულ ნორმაში იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც მშობლებს ჩამორთმეული აქვთ მშობლის უფლება სსკ-ის 1206-ე მუხლის საფუძველზე [სსკ-ის 1206.2. მუხლი: მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის…
- საქმე №ას-1558-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2023
ასევე, სსკ-ს 1205-ე და 1206-ე მუხლების დათქმისას, როდესაც მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა/ჩამორთმევის შემთხვევაში, სსკ-ს 1282-ე მუხლის მე-3 ნაწილით „მეურვის ან მზრუნველის…
- საქმე №ას-733-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2022
საკითხის მოხმობილი ნორმით გათვალიწინებული სახით მოწესრიგება, ცხადყოფს კანონმდებლის ნებას, რომ მშობლის უფლების შეზღუდვაზე განაცხადის წარმდგენი შესაძლოა იყოს ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ან თავად ბავშვი ( სსკ-ის 1206-ე მუხლის ანალოგიით). {იხ. სსკ-ის 1205-ე მუხლის კომენტარი, ბატიაშვილი/რუსიაშვილი, გვ.272}, საკასაციო პალატის განსჯით, ამ უფლების მფლობელად ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება მოგვევლინოს ბავშვის ფაქტობრივი აღმზრდელიც/ახლო ნათესავი, მსგავსად განსახილველი შემთხვევისა.
- საქმე №ას-515-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2021
ვინაიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ოჯახის წევრებში იგულისხმება, მათ შორის, მშობლები, ამიტომ მემკვიდრეობის სამართალიც არ შეეხება, ვინაიდან მოპასუხისთვის სსკ-ის 1206-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს არ ჩამოურთმევია მშობლის უფლება და, შესაბამისად, მასზე ეს ვერ გავრცელდება;
- საქმე №ას-1210-1130-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2018
მოსარჩელეს შეგებებული სარჩელით არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც სსკ-ის 1206-ე მუხლით გათვალისწინებული მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევის ფაქტობრივ საფუძველს დაადასტურებდა.
- საქმე №ა-2910-შ-78-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2017
- საქმე №ა-2435-შ-61-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.11.2016
- საქმე №ას-803-768-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2015
- საქმე №ას-321-302-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.12.2014
- საქმე №ას-887-845-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2014
- საქმე №ას-1203-1223-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2011
- საქმე №ას-804-1019-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.12.2008
- საქმე №140210015001109344 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.12.2019
- საქმე №180210018002696417 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.06.2019
- საქმე №080210016001622828 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 28.02.2018
- საქმე №100210019003103436 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 23.09.2019
- საქმე №010210119002823101 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.07.2019
- საქმე №180210018002696417 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 26.02.2019
- საქმე №611210018002725021 · მარნეულის მაგისტრატი სასამართლო · 23.01.2019
- საქმე №210210017002160724 · სიღნაღის რაიონული სასამართლო · 23.01.2019
- საქმე №210210018002403384 · სიღნაღის რაიონული სასამართლო · 11.12.2018
- საქმე №330210018002320860 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.08.2018
- საქმე №061210017001997119 · ლენტეხის მაგისტრატი სასამართლო · 11.07.2018
- საქმე №140210015001109344 · გორის რაიონული სასამართლო · 11.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება