1. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით, ბავშვის, ერთ-ერთი მშობლის ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით.
2. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მშობლის უფლების შეზღუდვის ან ჩამორთმევის საფუძველი აღარ არსებობს.
3. პირისთვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენისას სასამართლო ბავშვის სურვილსაც ითვალისწინებს.
4. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა არ დაიშვება იმ ბავშვის მიმართ, რომელიც სხვამ იშვილა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შვილად აყვანა ბათილად იქნა ცნობილი.
5. მშობლის უფლებები და მოვალეობები ავტომატურად აღდგება შეჩერების ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5013 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5913 – ვებგვერდი, 25.05.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.05.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 21.05.2020 კანონი №5913
- 20.09.2019 კანონი №5013
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №3კ/256-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.04.2001
აღნიშნული ასაკი აღებულ იქნა საორიენტაციოდ, სამოქალაქო კოდექსის 1196-ე, 1209-ე მუხლების გათვალისწინებით. ლ. გ-ძე საკასაციო საჩივრით მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000…
- საქმე №190210018002418130 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 13.11.2019
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3, მე-5 მუხლები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1209-ე მუხლი 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ…
- საქმე №100210019003103436 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 23.09.2019
…ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება და მოვალეობა. შვილი, რომლის მშობელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება და მოვალეობა, ინარჩუნებს ამ მშობლის მიმართ ნათესაობიდან გამომდინარე ქონებრივ უფლებებს, მათ შორის, მემკვიდრეობის მიღების უფლებას. 6.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1209-ე მუხლის პირველი ნაწილით შესაბამისად მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით, ბავშვის, ერთ-ერთი მშობლის ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით.
- საქმე №010210119002823101 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.07.2019
…და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1209-ე მუხლის თანახმად, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით, ბავშვის, ერთ-ერთი მშობლის ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით.
- საქმე №611210018002725021 · მარნეულის მაგისტრატი სასამართლო · 23.01.2019
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციით“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1205-ე, 1209-ე მუხლებით. 6. სამართლებრივი შეფასება საქართველოს კანონმდებლობაში, ისევე, როგორც საერთაშორისო აქტებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვის ინტერესების დაცვას,…
- საქმე №080210017002210513 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 17.01.2019
- საქმე №330210017001946047 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.01.2019
- საქმე №100210018002485765 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 12.07.2018
- საქმე №140210017002144402 · გორის რაიონული სასამართლო · 04.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება