1. მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეული პირის სამკვიდრო წილი გადადის მემკვიდრეებად მიწვეულ დანარჩენ მემკვიდრეებზე და თანასწორად ნაწილდება მათ შორის.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი არ მოქმედებს, თუ მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეულს მემკვიდრე ჰყავდა დანიშნულ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №330210017001969504 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.07.2018
ზემოაღნიშნული კი, ცხადყოფს, რომ ბ-–-- ჩ--------–---–ის გარდაცვალება იწვევს სამკვიდროს გახსნას, რომელშიც, თავის მხრივ, შედიოდა გარდაცვლილი მამის გ-------– ჩ--------–---–ის დანაშთი ქონებაც (სკ-ის 1318-ე, 1319-ე მუხლები). 4.2. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზია მდგომარეობდა იმაში განხილულ უნდა იქნეს თუ არა სადავო ქონება კომლის ქონებად სკ-ის…
- საქმე №140210117002232775 · გორის რაიონული სასამართლო · 28.09.2018
…მემკვიდრედ ცნობის შესახებ სარჩელის შეტანის ვადა, კერძოდ, სარჩელი პირის უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ დაინტერესებულ პირთა მიერ წარდგენილ უნდა იქნეს ხუთი წლის განმავლობაში იმ მომენტიდან, როცა ეს პირი შეუდგა სამკვიდროს ფლობას. ამავე კოდექსის 1318-ე მუხლით, მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეული პირის სამკვიდრო წილი გადადის მემკვიდრეებად მიწვეულ დანარჩენ მემკვიდრეებზე და თანასწორად ნაწილდება მათ შორის.
- საქმე №330210018002432116 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.08.2018
შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ვ-–----------–---–ს (პირადი #-----------) შვილის, მ--–-------------–---–ის, გარდაცვლილი 1993 წლის 0---------ს, სამკვიდრო ქონებაზე უნდა ჩამოერთვას მემკვიდრეობის მიღების უფლება. 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1318-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეული პირის სამკვიდრო წილი გადადის მემკვიდრეებად მიწვეულ დანარჩენ მემკვიდრეებზე და თანასწორად ნაწილდება მათ შორის.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება