გარემოება, რომელიც უღირსი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძველს წარმოადგენს, დადგენილ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ იმ პირის სარჩელით, რომლისთვისაც მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა უღირსი მემკვიდრისათვის განსაზღვრულ ქონებრივ შედეგებს იწვევ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1312. მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ
სამოქალაქო კოდექსის 1312-ე მუხლი · სკ 1312
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1070-1029-2016
…განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ (უღირსი მემკვიდრე)) გამოყენების წინაპირობები. სსკ-ის 1312-ე მუხლის შესატყვისად, ამა თუ იმ პირის უღირს მემკვიდრედ ცნობის ინიცირებას სარჩელის ფარგლებში ახორციელებს ის მემკვიდრე, რომლისთვისაც უღირსი მემკვიდრისათვის ქონების ჩამორთმევა ქონებრივ შედეგებს წარმოშობს.
- საქმე №ას-125-119-2014
ამ თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლომ მოიხმო სამოქალაქო კოდექსის 1312-ე მუხლი, რომლის თანახმად, გარემოება, რომელიც უღირსი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძველს წარმოადგენს, დადგენილ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ იმ პირის სარჩელით, რომლისთვისაც მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა უღირსი მემკვიდრისათვის განსაზღვრულ ქონებრივ შედეგებს იწვევს.
- საქმე №ას-11-11-2012
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1310-ე, 1312-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, შეფასდა რა სადავო გარიგების ბათილობასთან დაკავშირებული მოთხოვნის საფუძვლიანობა, არ იქნა გაზიარებული პრეტენზია ამ გარიგების მართლსაწინააღმდეგოდ დადებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც გარიგების მამკვიდრებლის ნების საწინააღმდეგოდ დადებასთან დაკავშირებით.
- საქმე №ას-265-249-2011
…და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეები წარმოადგენდნენ ქ. ზ-შვილის კანონისმიერ, პირველი რიგის მემკვიდრეებს. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ მოპასუხეები ბოროტად თავს არიდებდნენ მშობლის რჩენის ვალდებულებას. სამოქალაქო კოდექსის 1312-ე მუხლი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის ჩამორთმევის შესახებ სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებას ანიჭებს არა ყველას, არამედ იმ პირს, რომელსაც უღირსი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის ჩამორთმევა განსაზღვრულ ქონებრივ შედეგებს იწვევდა.
- საქმე №ბს-192-186(კ-09)
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები: მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1310-ე და 1312-ე მუხლებზე და მოითხოვა ლ. ფ-შვილის უღირს მემკვიდრედ ცნობა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, 22-ე-24-ე მუხლების შესაბამისად სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის სამსახურის განყოფილების 2007 წლის ¹18 დასკვნის ბათილად ცნობა, ასევე შესაბამისი სამსახურების დავალდებულება, აღადგინონ გარდაცვლილი გ.
- საქმე №ას-22-473-06
- საქმე №ას-169-496-05
- საქმე №3კ/618-03
- საქმე №3კ/532-03
- საქმე №3კ/807-02
- საქმე №3კ/450-02
- საქმე №3კ/1212-01
- საქმე №3კ/623-01
- საქმე №3კ/299-01
- საქმე №330210019002872642
- საქმე №140210117002232775
- საქმე №130210018002420029
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1306. ცნება
- მუხლი 1307. მემკვიდრეები
- მუხლი 1308. იურიდიული პირი, როგორც მემკვიდრე
- მუხლი 1309. ქორწინებისგარეშე შობილი ბავშვი, როგორც მამის მემკვიდრე
- მუხლი 1310. უღირსი მემკვიდრე
- მუხლი 1311. მშობლები, რომლებიც არ შეიძლება იყვნენ მემკვიდრეები
- მუხლი 1313. პატიება უღირსი მემკვიდრისათვის
- მუხლი 1314. მემკვიდრეობა წარმომადგენლობის უფლებით
- მუხლი 1315. მემკვიდრეობის უფლება სხვა მამკვიდრებლის ქონებაზე
- მუხლი 1316. უღირს მემკვიდრედ ცნობილი პირის მოვალეობა
- მუხლი 1317. უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ სარჩელის შეტანის ვადა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1312, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1312/