არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ (უღირსი მემკვიდრე
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1310. უღირსი მემკვიდრე
სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლი · სკ 1310
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №2კ-1263აპ.-22
ერთადერთი ნორმა, რომელიც პირს უზღუდავს მემკვიდრედ ყოფნის უფლებას, არის სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლი, რომლის თანახმად, არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი…
- საქმე №ას-1205-2021
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა უღირს მემკვიდრედ ცნობის თაობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, არ დადასტურებულა. მხოლოდ ის გარემოება, რომ მამასა და შვილებს შორის არსებობს დაძაბული, კონფლიქტური ურთიერთობა და აგრესიული ურთიერთდამოკიდებულებაა, არ შეიძლება განხილულიყო მოპასუხეებისათვის მემკვიდრეობითი უფლების ჩამორთმევის საფუძვლად.
- საქმე №ას-745-2020
საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 1310-ე მუხლის შინაარსზე, რომლის პირველ ნაწილში საუბარია მემკვიდრის მიერ ჩადენილ სხვადასხვა მოქმედებაზე, რამაც სამემკვიდრეო შეღავათები და უპირატესობები მიანიჭა.
- საქმე №ას-1070-1029-2016
ამასთან, საკასაციო პალატის განმარტებით, მეორე კასატორთა მიერ შესაბამის გარემოებებზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში მითითებაც ვერ შეცვლიდა სამართლებრივ სურათს მოსარჩელეთა სასარგებლოდ, ვინაიდან არ არსებობს სსკ-ის 1310-ე მუხლის (არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და…
- საქმე №ას-716-716-2018
…კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე. 19.3 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სსკ-ის 1310-ე მუხლი, რომლის თანახმად, „არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების…
- საქმე №ას-1101-1021-2017
- საქმე №ას-1048-988-2015
- საქმე №ას-125-119-2014
- საქმე №ას-347-330-2013
- საქმე №ას-786-739-2012
- საქმე №ას-11-11-2012
- საქმე №ას-1358-1376-2011
- საქმე №ას-786-840-2011
- საქმე №ას-185-175-2011
- საქმე №ას-922-869-2010
- საქმე №ას-794-743-2010
- საქმე №ას-266-251-2010
- საქმე №ას-893-1179-09
- საქმე №ბს-192-186(კ-09)
- საქმე №ას-809-1024-08
- საქმე №ას-355-607-08
- საქმე №ას-22-473-06
- საქმე №ას-201-531-05
- საქმე №ას-169-496-05
- საქმე №ას-1088-1323-04
- საქმე №ას-364-657-04
- საქმე №ას-664-1313-03
- საქმე №3კ/618-03
- საქმე №3კ/532-03
- საქმე №3კ/1127-02
- საქმე №3კ/1089-02
- საქმე №3კ/450-02
- საქმე №3კ/1212-01
- საქმე №3კ/623-01
- საქმე №3კ/560-01
- საქმე №3კ/299-01
- საქმე №330210015694200
- საქმე №330210114656136
- საქმე №130210019002896417
- საქმე №330210019002872642
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1305⁸. არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნება ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენება
- მუხლი 1305⁹. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ბავშვის დაბრუნება ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენება
- მუხლი 1306. ცნება
- მუხლი 1307. მემკვიდრეები
- მუხლი 1308. იურიდიული პირი, როგორც მემკვიდრე
- მუხლი 1309. ქორწინებისგარეშე შობილი ბავშვი, როგორც მამის მემკვიდრე
- მუხლი 1311. მშობლები, რომლებიც არ შეიძლება იყვნენ მემკვიდრეები
- მუხლი 1312. მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ
- მუხლი 1313. პატიება უღირსი მემკვიდრისათვის
- მუხლი 1314. მემკვიდრეობა წარმომადგენლობის უფლებით
- მუხლი 1315. მემკვიდრეობის უფლება სხვა მამკვიდრებლის ქონებაზე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1310, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1310/