შვილების კანონით მემკვიდრეებად ვერ იქნებიან მშობლები, რომლებსაც ჩამოერთმევათ მშობლის უფლება და სამკვიდროს გახსნის დღისათვის არ არიან აღდგენილნი ამ უფლებებში. კანონით მემკვიდრეები ვერ იქნებიან აგრეთვე პირნი, რომლებიც ბოროტად თავს არიდებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ერჩინათ მამკვიდრებელი, თუ ეს გარემოება დადასტურებულია სასამართლო წესი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1311. მშობლები, რომლებიც არ შეიძლება იყვნენ მემკვიდრეები
სამოქალაქო კოდექსის 1311-ე მუხლი · სკ 1311
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-275-2026
სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 1311-ე მუხლი. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით რეალურად დგინდებოდა მოპასუხეებისთვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საკმარისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
- საქმე №ას-515-2019
სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხეს მუდმივად ჰქონდა შემოსავალი, თუმცა იგი თავს არიდებდა მშობლის ვალდებულებას ერჩინა შვილი სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე, მეტიც - ფიზიკურად ძალადობდა მასზე, რაც ქმნის სსკ-ის 1311-ე მუხლის გამოყენების ფაქტობრივ შემადგენლობას. პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი სათანადო, უტყუარი…
- საქმე №ას-1101-1021-2017
…გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნებასურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ (უღირსი მემკვიდრე). 23. სსკ-ის 1311-ე მუხლის თანახმად, შვილების კანონით მემკვიდრეებად ვერ იქნებიან მშობლები, რომლებსაც ჩამოერთმევათ მშობლის უფლება და სამკვიდროს გახსნის დღისათვის არ არიან აღდგენილნი ამ უფლებებში.
- საქმე №ას-1115-1062-2014
…მნიშვნელოვანია, თუმცა ყველა საქმე ინდივიდუალურია და დეტალურად ერთმანეთთან მიმსგავსება შეუძლებელია; აწ გარდაცვლილ ნ.ს.-ს ნ.ს.-ას გარდა სხვა კანონით მემკვიდრე არავინ ჰყავდა, ხოლო ნ.ს. იყო ავადმყოფი, პენსიონერი, მარტოხელა ქალი. სამოქალაქო კოდექსის 1311-ე მუხლიდან გამომდინარე, ამ უკანასკნელის რჩენის ვალდებულება ნ.ს.-ას ეკისრებოდა, მაგრამ იგი მამკვიდრებლის რჩენის ვალდებულებას თავს არიდებდა და მასზე არ ზრუნავდა.
- საქმე №ას-265-249-2011
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 1336-ე, 1311-ე მუხლებით და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეები წარმოადგენდნენ ქ. ზ-შვილის კანონისმიერ, პირველი რიგის მემკვიდრეებს.
- საქმე №ას-664-1313-03
- საქმე №3კ/1464-02
- საქმე №3კ/623-01
- საქმე №330210114656136
- საქმე №210210016001400750
- საქმე №330210019002872642
- საქმე №330210018002519549
- საქმე №330210018002432116
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1305⁹. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ბავშვის დაბრუნება ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენება
- მუხლი 1306. ცნება
- მუხლი 1307. მემკვიდრეები
- მუხლი 1308. იურიდიული პირი, როგორც მემკვიდრე
- მუხლი 1309. ქორწინებისგარეშე შობილი ბავშვი, როგორც მამის მემკვიდრე
- მუხლი 1310. უღირსი მემკვიდრე
- მუხლი 1312. მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ
- მუხლი 1313. პატიება უღირსი მემკვიდრისათვის
- მუხლი 1314. მემკვიდრეობა წარმომადგენლობის უფლებით
- მუხლი 1315. მემკვიდრეობის უფლება სხვა მამკვიდრებლის ქონებაზე
- მუხლი 1316. უღირს მემკვიდრედ ცნობილი პირის მოვალეობა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1311, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1311/