1. თითოეულ თანამემკვიდრეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი სამკვიდროში. ხელშეკრულება, რომლითაც ერთ-ერთი თანამემკვიდრე განკარგავს თავის წილს, უნდა დადასტურდეს ნოტარიუსის მიერ.
2. თანამემკვიდრეს არ შეუძლია განკარგოს ცალკეული საგნები თავისი წილიდან.
3. (ამოღებულია - 11.05.2007, №4744).
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-338-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
…პირის ცალმხრივი ნების გამოვლენას და ფაქტის აღიარებას ნამდვილად ჰგავს, თუმცა იგი მიემართება აწ გარდაცვლილი მამისაგან ქონების მიღების ფაქტს და არ ადასტურებს სამკვიდრო ქონებაზე დადებულ გარიგებას ან მასზე უარის თქმას. 4.28. სსკ-ის 1470.1-ე მუხლის თანახმად, თითოეულ თანამემკვიდრეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი სამკვიდროში. ხელშეკრულება, რომლითაც ერთ-ერთი თანამემკვიდრე განკარგავს თავის წილს, უნდა დადასტურდეს ნოტარიუსის მიერ.
- საქმე №ას-456-432-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2012
სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1454-ე და 1470-ე, 1481-ე და 1323-ე მუხლები. სადავო კომლში მამის დაღუპვის შემდეგ ცხოვრებას აგრძელებდნენ მ. და გ. გ-ეები ეს ქონება საჯარო რეესტრში უნდა აღრიცხულიყო მათ თანასაკუთრებად, რის შემდეგაც მ.
- საქმე №3კ/890-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2002
ს-შვილის უფლების შესახებ სამოქალაქო კოდექსის 1470-ე მუხლის საფუძველზე. ამ მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თანამემკვიდრის მიერ თავისი წილის განკარგვის შემთხვევაში სხვა თანამემკვიდრეებს აქვთ უპირატესი შესყიდვის უფლება.
- საქმე №340210015001080265 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.08.2018
გარდა ამისა, საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1470-ე მუხლის საფუძველზეთითოეულ მემკვიდრეს სამკვიდროდან მხოლოდ მისი წილის განკარგვის უფლებამოსიელბა გააჩნია, მოცემულ შემთხვევაში კი,…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება