შთამომავალს (დამავალი ხაზის ნათესავს), რომელმაც საოჯახო მეურნეობაში გაწეული შრომით, მამკვიდრებლის პროფესიულ და კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობით, თავის მხრივ მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევით ან სხვა სახით განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მამკვიდრებლის ქონების შენარჩუნებასა და გაზრდაში, სამკვიდროს გაყოფისას უფლება აქვს მოითხოვოს გათანაბრება იმ ნათესავებთან, რომლებიც მასთან ერთად კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან და ითხოვენ სამკვიდრო
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1475. განსაკუთრებული წვლილის გათვალისწინება გათანაბრებისას
სამოქალაქო კოდექსის 1475-ე მუხლი · სკ 1475
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-321-306-2013
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1475-ე, 1477-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ თ. წ-ის მიერ მშობლების დაკრძალვისა და შემდგომი ტრადიციული რიტუალებისათვის გაწეული ხარჯი ვერ იქნებოდა გათვალისწინებული სამკვიდროს გათანაბრების თაობაზე დავის განხილვის ფარგლებში, ვინაიდან მითითებული ხარჯები არ ემსახურებოდა მამკვიდრებლის ქონების ღირებულების გაზრდასა და შენარჩუნებას.
- საქმე №ას-38-347-04
ამავე კოდექსის 1475-ე და 1477-ე მუხლების თანახმად, მის მიერ სახლზე მიშენებული 94 კვ.მ-ის ღირებულება უნდა დაემატოს მის წილს. 1473-ე მუხლის შესაბამისად, გასაყოფ თანხას უნდა დაემატოს ის თანხა, რომელიც მემკვიდრეს წაღებული აქვს მამკვიდრებლის ოჯახიდან, რაც 20000 მანეთს შეადგენს.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 349. თუ მხარეები ამგვარად შეთანხმდებიან, საქართველო ისარგებლებს ფინანსური დახმარებით, რათა შეტანილ იქნეს წვლილი წინამდებარე შეთანხმების მიზნების მიღწევაში. ნებისმიერი ფინანსური დახმარება განხორციელდება წინ
- მუხლი 3. ბენეფიციარის წვლილი
- მუხლი 3. ბენეფიციარის წვლილი
- მუხლი 3. ბენეფიციარის წვლილი
- მუხლი 3. ბენეფიციარის წვლილი
- მუხლი 3. ბენეფიციარის წვლილი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1468. წილის შემცირება პროპორციულად
- მუხლი 1469. დავის განხილვა ქონების გაყოფისას
- მუხლი 1470. წილის განკარგვის უფლება
- მუხლი 1472. კრედიტორთა დაკმაყოფილება წილის გასხვისებისას
- მუხლი 1473. წილის გათანაბრება
- მუხლი 1474. შთამომავლის გამოკლების შედეგები
- მუხლი 1476. გათანაბრების მოთხოვნის დაუშვებლობა
- მუხლი 1477. სამართლიანი განაწილების მოთხოვნა
- მუხლი 1478. მემკვიდრის ადგილსამყოფლის დადგენის მოვალეობა
- მუხლი 1479. მემკვიდრის გამოუცხადებლობის შედეგები
- მუხლი 1480. უპირატესი მემკვიდრეობის უფლება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1475, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1475/