1. თუ სამკვიდროს მისაღებად მოწვეული მემკვიდრე, რომელიც ადგილზე არ იმყოფება, მაგრამ დადგენილია მისი ადგილსამყოფელი, სამი თვის განმავლობაში უარს არ იტყვის სამკვიდროზე, მაშინ დანარჩენი მემკვიდრეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მას თავიანთი განზრახვა სამკვიდროს გაყოფის შესახებ.
2. თუ ასეთი მემკვიდრე შეტყობინებიდან სამი თვის განმავლობაში არ აცნობებს დანარჩენ მემკვიდრეებს ქონების გაყოფის თაობაზე შეთანხმებაში მონაწილეობის სურვილის შესახებ, მაშინ დანარჩენ მემკვიდრეებს უფლება აქვთ ურთიერთშეთანხმებით გაყონ ქონება და გამოყონ ადგილზე არმყოფი მემკვიდრის წილი.
3. თუ სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა ადგილზე არმყოფი მემკვიდრის ადგილსამყოფლის დადგენა და არც რაიმე ცნობაა მისგან სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ, დანარჩენ მემკვიდრეებს შეუძლიათ გაყონ ქონება ამ მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-1271-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2025
კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, კერძოდ კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1479-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. შედეგად, მიღებულია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
- საქმე №ას-340-324-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2011
პ-შვილმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით: კასატორის განმარტებით, სასამართლომ განჩინების მიღებისას არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1371-ე, 1372-ე მუხლების მოთხოვნები, ასევე არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1478-ე, 1479-ე და 1497-ე მუხლების დებულებები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინებით ნ.
- საქმე №ას-1299-1534-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.11.2006
გარდაცვალების შემდეგ დებმა შეიტყვეს, რომ მას მიუღია მშობლების სამკვიდრო ქონება ისე, როგორც ერთადერთ მემკვიდრეს, რითაც დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 1478-ე და 1479-ე მუხლების მოთხოვნები. მოპასუხე ნ. ხ-შვილმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2004წ.
- საქმე №3კ/1048-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2003
1927-ე, 1479-ე, 1499-ე მუხლები და არ გამოიყენა. სამოტივაციო ნაწილი: პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა…
- საქმე №3კ/1132-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.02.2003
…საპატიოდ შეიძლება იქნეს მიჩნეული, თუ დანარჩენი მემკვიდრეები თანახმანი იქნებიან. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ძმას მისთვის არ უთქვამს, რომ გაშვებული ჰქონდა ვადა სამკვიდროს მისაღებად და არ ჰქონდა მშობლების სახლში ცხოვრების უფლება. სკ-ს 1479-ე მუხლის თანახმად დ. უ-ი ვალდებული იყო, ჯერ კიდევ მისი ციხეში ყოფნისას ეცნობებინა მისთვის საკუთარი განზრახვის შესახებ, ხოლო ამის შემდეგ, 3 თვის განმავლობაში, თუ ის უარს არ იტყოდა სამკვიდროს მიღებაზე, მაშინ მას შეეძლო, მიეღო მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მას ეკუთვნოდა და ძმის წილი გამოეყო ამ ქონებიდან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება