უპირატესი უფლების განხორციელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს იმ სხვა მემკვიდრეთა ქონებრივი ინტერესები, რომლებიც სამკვიდროს გაყოფაში მონაწილეობენ. თუ ქონება საკმარისი არ იქნება მათი კუთვნილი წილის მისაღებად, მაშინ მემკვიდრეებმა, რომლებიც უპირატეს უფლებას ახორციელებენ, უნდა მისცენ მათ შესაბამისი ფულადი ან ქონებრივი კომპენსაცი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1482. მემკვიდრეთა ქონებრივი ინტერესის გათვალისწინება
სამოქალაქო კოდექსის 1482-ე მუხლი · სკ 1482
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1139-1284-08
რაც შეეხებოდა აპელანტის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 1482-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, უპირატესი უფლების განხორციელებისას, გათვალისწინებული ყოფილიყო იმ სხვა მემკვიდრეთა ინტერესები, რომლებიც სამკვიდროს გაყოფაში მონაწილეობდნენ, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ასეთ ქონებად კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მიჩნეულიყო თბილისში,...
- საქმე №3კ/1093-01
…რომელიც სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ ერთი წლის მანძილზე ცხოვრობდა მამკვიდრებელთან ერთად, აქვს სამკვიდროდან საცხოვრებელი სახლის, ბინის ან სხვა საცხოვრებელი სადგომის, ასევე, საოჯახო მოხმარების საგნების მიღების უპირატესი უფლება. იმავე კოდექსის 1482-ე მუხლის თანახმად კი, უპირატესი უფლების განხორციელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს იმ სხვა მემკვიდრეთა ქონებრივი ინტერესები, რომლებიც სამკვიდროს გაყოფაში მონაწილეობენ.
- საქმე №010210017001870598
სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 480-ე მუხლი, უპირატესი მემკვიდრეობის უფლება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1481-ე მუხლი, საცხოვრებელი სახლის მიღების უპირატესი უფლება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1482-ე მუხლი, მემკვიდრეთა ქონებრივი ინტერესების გათვალისწინება. 4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1.
- საქმე №100210019002622722
…ცხოვრების ფაქტს, მინიმუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში და ასეთის არსებობის შემთხვევაში სხვა მემკვიდრეებს უნდა მიეცეს შესაბამისი ფულადი ან ქონებრივი კომპენსაცია, რაც უნდა განახორციელოს სწორედ უპირატესი უფლების მიმღებმა მემკვიდრემ. სამოქალაქო კოდექსის 1482-ე მუხლის თანახმად,,,უპირატესი უფლების განხორციელებისას გათვა-–-სწინებულ უნდა იქნეს იმ სხვა მემკვიდრეთა ქონებრივი ინტერესები, რომლებიც სამკვიდროს გაყოფაში მონაწილეობენ.
- საქმე №080210016001305508
მოპასუხეების წარმომადგენელის განმარტებით, სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან იმ შემთხვევაში თუ სამოქალაქო კოდექსის 1480-1481-ე მუხლების საფუძველზე, მემკვიდრეს მიეცემა სამკვიდრო ქონების უპირატესი მიღების უფლება, მასვე სამოქალაქო კოდექსის 1482-ე მუხლის თანახმად, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია, რაც გათვალისწინებული არ არის სარჩელით, ხოლო სასამართლო ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.
- საქმე №080210116001621709
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 90. სამკვიდრო მოწმობაში ახალი მემკვიდრის ჩართვა
- მუხლი 88. სხვა მემკვიდრის უფლების უზრუნველყოფა სამკვიდრო მოწმობის გაცემისას
- მუხლი 46. მემკვიდრეობის სახელმწიფოსათვის გადაცემა
- მუხლი 23. მემკვიდრეთა სიმრავლე
- მუხლი 40. მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები
- მუხლი 50. გარდაცვალება და მემკვიდრეობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1476. გათანაბრების მოთხოვნის დაუშვებლობა
- მუხლი 1477. სამართლიანი განაწილების მოთხოვნა
- მუხლი 1478. მემკვიდრის ადგილსამყოფლის დადგენის მოვალეობა
- მუხლი 1479. მემკვიდრის გამოუცხადებლობის შედეგები
- მუხლი 1480. უპირატესი მემკვიდრეობის უფლება
- მუხლი 1481. საცხოვრებელი სახლის მიღების უპირატესი უფლება
- მუხლი 1483. კომპენსაციის განვადება
- მუხლი 1484. მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე
- მუხლი 1485. მტკიცების ტვირთი
- მუხლი 1486. ვალის გადახდის დაკისრება მემკვიდრისათვის
- მუხლი 1487. სამკვიდროს გახსნის შესახებ კრედიტორებისათვის შეტყობინების ვალდებულება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1482, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1482/