1. გაწეული მომსახურებისა და სამკვიდროს მოცულობის მიხედვით გათანაბრება უნდა მოხდეს სამართლიანად.
2. სამკვიდროს გაყოფისას გათანაბრების თანხა გამოაკლდება სამკვიდროს საერთო თანხას და მიემატება იმ თანამემკვიდრის წილს, რომელსაც გათანაბრების მოთხოვნის უფლება აქვ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
ელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1306-ე, 1307-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1433-ე, 1421-ე, 1424-ე, 1455-ე, 1473-ე და 1477-ე მუხლებით. 11.3 საქალაქო სასამართლომ წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში ასახულ გარემოებაზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა დედის ზოგადი…
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1475-ე, 1477-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ თ. წ-ის მიერ მშობლების დაკრძალვისა და შემდგომი ტრადიციული რიტუალებისათვის გაწეული ხარჯი ვერ იქნებოდა გათვალისწინებული სამკვიდროს გათანაბრების თაობაზე დავის განხილვის ფარგლებში, ვინაიდან მითითებული ხარჯები არ ემსახურებოდა მამკვიდრებლის ქონების ღირებულების გაზრდასა და შენარჩუნებას.
სამოქალაქო კოდექსის 1455-ე, 1477-ე და 1162-ე მუხლების თანახმად, ხ.ო-ძე ვალდებულია, მოსარჩელეს გადაუხადოს აღნიშნული ბინიდან მისი წილის საკომპენსაციო თანხა.
სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა სკ-ის 1140-ე, 1145-ე, 1342-ე, 1483-ე, 1477-ე, 1452-ე, 1469-ე, 1218-ე და 1310-ე მუხლები. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქმე №ას-38-347-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.05.2004
ამავე კოდექსის 1475-ე და 1477-ე მუხლების თანახმად, მის მიერ სახლზე მიშენებული 94 კვ.მ-ის ღირებულება უნდა დაემატოს მის წილს. 1473-ე მუხლის შესაბამისად, გასაყოფ თანხას უნდა დაემატოს ის თანხა, რომელიც მემკვიდრეს წაღებული აქვს მამკვიდრებლის ოჯახიდან, რაც 20000 მანეთს შეადგენს.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1477, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1477/