მუხლი 1484. მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე
სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლი · სკ 1484
1. მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
2. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს.
3. მამკვიდრებლის ვალებისათვის პასუხისმგებელნი არიან სავალდებულო წილის მიმღები მემკვიდრეები
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(215)
საქმე №ას-1324-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
სააპელაციო პალატამ მოიხმო სამოქალაქო კოდექსის 1484-ე და 1488-ე მუხლები, რომელთა საფუძველზეც დაადგინა, რომ იმისთვის, რათა კრედიტორის მხრიდან შესაძლებელი იყოს მოვალის მემკვიდრეთა მიმართ მოთხოვნის წაყენება კანონით დადგენილი წესით, თავად ეს მოთხოვნა უნდა იყოს მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ვარგისი.
საქმე №ას-528-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2025
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 427-ე, 286-ე, 301-ე, 411-ე, 867-ე- 868-ე, 1421-ე, 1484-ე მუხლებით და განმარტა, რომ ვინაიდან მსესხებელი გარდაიცვალა, ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად, ბანკის მიმართ არსებული დავალიანება უნდა დაეფარა მზღვეველს, რაც ვერ განხორციელდა ბანკის ბრალეული ქმედების შედეგად (მან დროულად არ მიაწოდა სადაზღვევო კომპანიებს კლიენტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია).
საქმე №ას-1150-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
ამასთანავე, ვინაიდან სამკვიდროს მიღება არ გულისხმობს მამკვიდრებლის მხოლოდ ქონებრივი უფლებების მიღებას, ამავე კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები.
საქმე №ას-131-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2025
…და 15.1 მუხლებიდან გამომდინარე ასევე - ხანდაზმულად. ვინაიდან შპს „ბ–ო“-ს დირექტორისა და პარტნიორის - ლ.თ–ძის წინააღმდეგ სარჩელში მითითებული ფაქტები არ დასტურდებოდა, გამორიცხული იყო მის მემკვიდრეთა წინააღმდეგ, სამოქალაქო კოდექსის 1484-ე და 1486-ე მუხლების შესაბამისად, სარჩელით მოთხოვნილი თანხის დაკისრების შესაძლებლობა. 10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქმე №ას-922-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2024
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1306-ე, 1328-ე, 1484-ე, 473.1, 986-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ მამკვიდრებლის სამკვიდრო პასივს…
საქმე №ას-1657-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2024
საქმე №ას-171-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2023
საქმე №ას-35-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2023
საქმე №ას-872-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2023
საქმე №ას-1099-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2023
საქმე №ას-824-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2023
საქმე №ას-1310-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2023
საქმე №ას-1604-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2023
საქმე №ას-1172-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2023
საქმე №ას-411-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2022
საქმე №ას-1028-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2022
საქმე №ას-405-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2022
საქმე №ას-954-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2022
საქმე №ას-1291-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.02.2022
…თანახმად, გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება, თუ გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას − საგადასახადო დავალიანების დარჩენილი თანხის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
მუხლი 45. მემკვიდრეობის უფლება— სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენცია
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1484, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1484/