1. კრედიტორების მიერ მოთხოვნის წარდგენის ვადა არ ვრცელდება იმ დანახარჯების მოთხოვნებზე, რომლებიც გამოწვეული იყო მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით, ხელფასის გასტუმრებით, დაკრძალვით, სამკვიდროს დაცვითა და მართვით, ასევე მესამე პირების მოთხოვნებზე
–
ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობის და მათი კუთვნილი ქონების გამოთხოვის თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მოთხოვნების მიმართ გამოიყენება ხანდაზმულობის საერთო ვადებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(22)
- საქმე №ას-390-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2025
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ აგრეთვე იმსჯელა მოპასუხეებისთვის, როგორც მსესხებლის მემკვიდრეებისთვის სადავო თანხების დაკისრების მართლზომიერებასთან დაკავშირებით, მიხმო სამოქალაქო კოდექსის 1488-ე, 1489-ე მუხლები და დაასკვნა, რომ მოთხოვნა ამ ნაწილშიც დასაბუთებული იყო. ეს დასკვნა დაემყარა იმ გარემოებებს, რომ მამკვიდრებელს კრედიტორის ვალი ჰქონდა, რომელიც მას…
- საქმე №ას-71-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2022
მამკვიდრებლის გარდაცვალების დროს მოქმედი 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით, ასევე, მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1489-ე და 128-ე მუხლებით. 7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
- საქმე №ას-1068-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2022
…რემონტის ხარჯის დაკისრებისა. 2.20. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებაც და შეგებებული სარჩელით მოპასუხეებისათვის სამკვიდროს წილის პროპორციულად გაღებული ხარჯის თანაბარწილად დაკისრება. სსკ-ის 1489-ე მუხლიდან გამომდინარე, მემკვიდრე ვალდებულია, აუნაზღაუროს მესამე პირს ხარჯი გამოწვეული მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით, ხელფასის გასტუმრებით, დაკრძალვით, სამკვიდროს დაცვითა და მართვით.
- საქმე №ას-607-607-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2018
სააპელაციო პალატამ სსკ-ის 1489-ე მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ რადგანაც უდავო იყო, რომ მოპასუხემ გარდაცვლილის სამკვიდრო სრულად მიიღო, იგი ვალდებული იყო, მამკვიდრებლის მოვლისა და პატრონობის, ასევე, მისი დაკრძალვისა და სხვა საჭირო რიტუალებისათვის გაწეული ხარჯები აენაზღაურებინა.
- საქმე №ას-890-840-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2015
სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 1484-ე, 1489-ე და 973-ე მუხლები. 7.3. საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა.
- საქმე №ას-1115-1062-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2015
- საქმე №ას-1197-1139-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2015
- საქმე №ას-781-741-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2013
- საქმე №ას-1460-1378-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.02.2013
- საქმე №ას-1404-1325-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.01.2013
- საქმე №ას-1374-1211-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.02.2011
- საქმე №ას-521-831-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2009
- საქმე №ას-968-1269-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2008
- საქმე №3კ/441-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2002
- საქმე №330210015001058923 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.05.2018
- საქმე №080210015001062159 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.02.2018
- საქმე №340210017002114320 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 28.10.2019
- საქმე №150210019002839729 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 03.04.2019
- საქმე №330210018002519549 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.02.2019
- საქმე №330210018002699328 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.02.2019
- საქმე №080210017002028807 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 15.11.2018
- საქმე №330210017001843672 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება