1. მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად.
2. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან.
3. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(118)
- საქმე №ას-1238-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2026
ამ მხრივ საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 1488.1 მუხლზე, რომელიც ადგენს მამკვიდრებლის კრედიტორებსა და მემკვიდრეებს შორის ურთიერთობის სპეციალურ წესს, კერძოდ, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის…
- საქმე №ას-390-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2025
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ აგრეთვე იმსჯელა მოპასუხეებისთვის, როგორც მსესხებლის მემკვიდრეებისთვის სადავო თანხების დაკისრების მართლზომიერებასთან დაკავშირებით, მიხმო სამოქალაქო კოდექსის 1488-ე, 1489-ე მუხლები და დაასკვნა, რომ მოთხოვნა ამ ნაწილშიც დასაბუთებული იყო. ეს დასკვნა დაემყარა იმ გარემოებებს, რომ მამკვიდრებელს კრედიტორის ვალი ჰქონდა, რომელიც მას…
- საქმე №ას-612-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
მოვალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე კრედიტორმა სამკვიდრო მოწმობით განსაზღვრულ მემკვიდრეთა მიმართ მყისიერად განაცხადა პრეტენზია მამკვიდრებლის ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზე, რისი დასტურიც არის მემკვიდრეთა მიმართ 2023 წლის 18 მაისს აღებული სააღსრულებო ფურცელი და ინიციირებული სააღსრულებო წარმოება, ამდენად, სსკ-ის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა დაცულია და კრედიტორს გაცემულ კრედიტზე მოთხოვნის უფლება არ დაუკარგავს.
- საქმე №ას-1324-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
სააპელაციო პალატამ მოიხმო სამოქალაქო კოდექსის 1484-ე და 1488-ე მუხლები, რომელთა საფუძველზეც დაადგინა, რომ იმისთვის, რათა კრედიტორის მხრიდან შესაძლებელი იყოს მოვალის მემკვიდრეთა მიმართ მოთხოვნის წაყენება კანონით დადგენილი წესით, თავად ეს მოთხოვნა უნდა იყოს მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ვარგისი.
- საქმე №ას-1092-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
საქმეზე გამოვლენილი და ზემომითითებული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება საფუძველს ქმნის დავასკვნათ, რომ 2022 წლის 1 ივლისს მოპასუხის მიერ სესხის გადახდისას მოსარჩელემ შეიტყო ან/და უნდა შეეტყო მოვალის გარდაცვალების თაობაზე. 16. სსკ-ის 1488.1 მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად.
- საქმე №ას-1150-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
- საქმე №ას-258-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2025
- საქმე №ას-1657-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2024
- საქმე №ას-724-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.10.2023
- საქმე №ას-1145-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.07.2023
- საქმე №ას-35-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2023
- საქმე №ას-872-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2023
- საქმე №ას-1003-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2023
- საქმე №ას-1028-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2022
- საქმე №ას-954-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2022
- საქმე №ა-4083-ა-11-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2021
- საქმე №ას-269-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2021
- საქმე №ას-1150-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2021
- საქმე №ას-508-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2021
- საქმე №ას-1536-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2021
- საქმე №ას-1387-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2021
- საქმე №ას-570-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2021
- საქმე №ას-962-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2020
- საქმე №ას-1077-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2020
- საქმე №ას-1710-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2020
- საქმე №ას-1414-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2020
- საქმე №ას-1091-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2020
- საქმე №ას-1561-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2020
- საქმე №ას-891-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2019
- საქმე №ბს-638(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.07.2019
- საქმე №ას-97-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2019
- საქმე №ას-1906-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2019
- საქმე №ას-1415-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2019
- საქმე №ას-822-822-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2019
- საქმე №ას-1796-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2019
- საქმე №ას-1326-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2018
- საქმე №ას-1151-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2018
- საქმე №ას-912-852-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2017
- საქმე №ას-1074-1032-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2017
- საქმე №ას-361-337-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2017
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 118-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება