1. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ითვლებიან:
ა) სახელმწიფო;
ბ) მუნიციპალიტეტი;
გ) სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან ჩამოყალიბებული სამოქალაქო კოდექსის ან მეწარმეთა შესახებ კანონით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით;
დ) სახელმწიფო დაწესებულებები და სახელმწიფო ფონდები, რომლებიც არ არის შექმნილი სამოქალაქო კოდექსის ან მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად;
ე) საჯარო მიზნების მისაღწევად კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი არასახელმწიფოებრივი ორგანიზაციები (პოლიტიკური პარტიები და სხვა);
ვ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია;
ზ) ამ კოდექსის 15091
მუხლით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებები.
2. კერძო სამართლის იურიდიულ პირებს განეკუთვნება:
ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
ბ) (ამოღებულია - 14.12.2006, №3967);
გ) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება;
დ) კომანდიტური საზოგადოება;
ე) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;
ვ) სააქციო საზოგადოება;
ზ) კოოპერატივი.
საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1807 – სსმ I, №6(13), 04.03.1999 წ., მუხ.24
საქართველოს 2005 წლის 6 აპრილის კანონი №1233 - სსმ I, №18, 27.04.2005წ., მუხ.110
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336
საქართველოს 2011 წლის 5 ივლისის კანონი №5034 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6989 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6989
- 05.07.2011 კანონი №5034
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(19)
- საქმე №ბს-1084(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.11.2020
კასატორი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უგულებელყოფილ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე და 15091 მუხლის მოთხოვნები და მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას მიენიჭა იმაზე მეტი უფლება, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებდა.
- საქმე №ბს-1037(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2020
…მოცულობაში. საჯარო მმართველობის წინაპირობაა მისი განმახორციელებლის უფლება და ქმედუნარიანობა. სახელმწიფო, სამინისტრო, მისი სტრუქტურული ერთეულით, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება განსხვავდებიან უფლებაუნარიანობის მოცულობით. სკ-ის 1509-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ითვლება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
- საქმე №ას-1428-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2018
…წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოთხოვნები მართებულად მიიჩნია ხანდაზმულად. 26. სააპელაციო პალატამ, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნა, რომ არც მუნიციპალიტეტის მერია და არც მისი რომელიმე სამსახური იურიდიული პირი არ არის. სსკ-ის 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იურიდიული პირი თვითმმართველი ერთეულია. შესაბამისად, რეალურად ყველა ხელშეკრულება დაიდო ფოთის მუნიციპალიტეტსა და მოსარჩელეს შორის და ამ ვალდებულებათა შესრულებაზე პასუხისმგებელი არა რომელიმე ადმინისტრაციული ერთეული, არამედ მუნიციპალიტეტი იყო.
- საქმე №ას-167-495-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2009
…და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. ამავე კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ითვლება სახელმწიფო.
- საქმე №ბს-28-28(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.03.2008
ფოთის მთავრობის 2005 წლის 10 ოქტომბრის შესაბამის წერილში კი განმარტებული იყო, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ა” და,,ბ” ქვეპუნქტების თანახმად, სახელმწიფო და თვითმმართველობა სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს წარმოადგენდა.
- საქმე №ბს-422-400(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.02.2008
- საქმე №ბს-511-485(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2006
- საქმე №ბს-1316-55-გ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2004
- საქმე №3გ/ად-5-გ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.04.2003
- საქმე №3გ-ად-129-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2002
- საქმე №3გ-ად-23-კს-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.09.2002
- საქმე №3გ/ად-11-გ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.05.2002
- საქმე №3გ-ად-204-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.03.2002
- საქმე №3კ/599 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2001
- საქმე №3კ-470-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.03.2000
- საქმე №3გ/ად-30-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2000
- საქმე №030210015001070566 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 27.12.2018
- საქმე №330310017002046285 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.05.2019
- საქმე №030210015001070566 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 13.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება