1. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მხოლოდ მაშინ იქცევა მათ შემთავაზებელსა და ხელშეკრულების მეორე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, როცა:
ა
) შემთავაზებელი ხელშეკრულების დადების ადგილას თვალსაჩინო წარწერას გააკეთებს და მიუთითებს ამ პირობებზე და
ბ) ხელშეკრულების მეორე მხარეს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ამ პირობების შინაარსს და, თუ თანახმაა, მიიღოს ეს პირობები.
2. თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არის მეწარმე, ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობები ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად იქცევა მაშინ, როცა მას საქმიან ურთიერთობებში აუცილებელი გულისხმიერების გამოჩენისას ეს უნდა გაეთვალისწინებინ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №ას-942-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2026
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების შემოწმება, საერთოდ სახეზეა თუ არა სტანდარტული პირობა ( სსკ-ის 342-ე მუხლი) და, ამის დადასტურების შემთხვევაში, ხდება თუ არა ის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი ( სსკ-ის 343-ე მუხლი), სისტემურად წინ უსწრებს სსკ-ის 344-ე მუხლის დანაწესის შემოწმებას. სსკ-ის 344-ე მუხლის მიხედვით, კონტროლი არის „ხელშეკრულებაში ჩართვის ნეგატიური კონტროლი“ და შესაბამისად, იმ შედეგის კორექტირება, რომლის მიხედვითაც პირობა „თავისთავად“ იქნებოდა ძალაში, უჩვეულო რომ არ ყოფილიყო (იხ.
- საქმე №ას-604-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2025
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ გარემოების შემოწმება, საერთოდ სახეზეა თუ არა სტანდარტული პირობა ( სსკ-ის 342-ე მუხლი) და, ამის დადასტურების შემთხვევაში, ხდება თუ არა ის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი ( სსკ-ის 343-ე მუხლი), სისტემურად წინ უსწრებს სსკ-ის 344-ე მუხლის დანაწესის შემოწმებას. 81. სსკ-ის 344-ე მუხლის მიხედვით, კონტროლი არის „ხელშეკრულებაში ჩართვის ნეგატიური კონტროლი“ და შესაბამისად, იმ შედეგის კორექტირება, რომლის მიხედვითაც პირობა „თავისთავად“ იქნებოდა ძალაში, უჩვეულო რომ არ ყოფილიყო.
- საქმე №ას-1246-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2025
გარდა ზემოაღნიშნულისა, საყურადღებოა სსკ-ის 343-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც განსაზღვრულია, რომ თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არის მეწარმე, ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობები ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად იქცევა მაშინ, როცა მას საქმიან ურთიერთობებში აუცილებელი გულისხმიერების გამოჩენისას ეს უნდა გაეთვალისწინებინა.
- საქმე №ას-1602-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2025
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხეზე ვრცელდებოდა სამოქალაქო კოდექსის 343-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არის მეწარმე, ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობები ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად იქცევა მაშინ, როცა მას საქმიან ურთიერთობებში აუცილებელი გულისხმიერების გამოჩენისას ეს უნდა გაეთვალისწინებინა.
- საქმე №ას-1029-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2023
სსკ-ის 343-ე, 344-ე, 346-ე მუხლების ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სტანდარტული პირობების შემცველი ხელშეკრულების გაფორმებისას, „ძლიერ“ მხარეს კანონი, კეთილსინდისიერი…
- საქმე №ას-372-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2023
- საქმე №ას-749-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2023
- საქმე №ბს-1326(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.03.2023
- საქმე №ას-812-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.10.2022
- საქმე №ას-368-349-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2015
- საქმე №ას-28-25-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2015
- საქმე №ას-613-583-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2013
- საქმე №ას-31-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №330210117001911575 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 22.03.2019
- საქმე №330210016001520154 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.09.2018
- საქმე №160210116001614528 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.07.2018
- საქმე №330210016001608601 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.05.2018
- საქმე №330210018002597969 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.01.2019
- საქმე №330210018002605810 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №190210018002373284 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 01.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება