ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად:
ა
) დებულება, რომლითაც შემთავაზებელი აწესებს შეთავაზებული წინადადების მიღების ან უარყოფის, ანდა ამა თუ იმ სამუშაოს შესრულების შეუსაბამოდ ხანგრძლივ ან აშკარად მცირე ვადებს (წინადადების მიღებისა და შესრულების ვადები);
ბ
) დებულება, რომლითაც შემთავაზებელი აწესებს მისივე ვალდებულებათა შესასრულებლად კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებულ, შეუსაბამოდ ხანგრძლივ ან არასაკმარისად განსაზღვრულ ვადებს (ვადები ვალდებულების დარღვევისას);
გ
) დებულება, რომელიც შემთავაზებელს უფლებას აძლევს გაუმართლებლად და ხელშეკრულებაში მითითებული საფუძვლის გარეშე უარი თქვას თავისი ვალდებულების შესრულებაზე (ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობა);
დ
) დებულება, რომელიც შემთავაზებელს უფლებას აძლევს შეცვალოს შეპირებული სამუშაო ან გადაუხვიოს მას, თუ ამის შესახებ შეთანხმება მიუღებელია ხელშეკრულების მეორე მხარისათვის (ცვლილების შეტანის პირობა);
ე
) დებულება, რომელიც შემთავაზებელს უფლებას აძლევს ხელშეკრულების მეორე მხარეს მოსთხოვოს გაწეული ხარჯების შეუსაბამოდ მაღალი ანაზღაურება (გაწეული ხარჯების შეუსაბამოდ მაღალი ანაზღაურება
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ას-28-25-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2015
ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 61-ე, 319-ე, 398-ე, 350-ე, 343-ე, 347-ე მუხლებით და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე…
- საქმე №ას-1385-1307-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.02.2013
სასამართლოს განმარტებით, ისეთი ვითარება, როდესაც ერთ მხარეს მხოლოდ უფლებები აქვს, ხოლო მეორე მხარეს მხოლოდ ვალდებულებები, ეწინააღმდეგება სამოქალაქო კანონმდებლობის არსს, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილსა და 347-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტს. კოდექსი ზოგადად კრძალავს შეუსაბამოდ მაღალი შესრულების მიღებას და ეს დებულება უნდა გავრცელდეს ისეთ სამართლებრივ ურთიერთობებზე, როდესაც…
- საქმე №ას-1811-1785-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2012
რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას სტანდარტული პირობების ბათილად ცნობის თაობაზე სამოქალაქო კოდექსის 345-ე, 347-ე მუხლებზე დაყრდნობით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არის ხელშეკრულების პირობები ბუნდოვანი და რატომ ეწინააღმდეგება ხელშეკრულება ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს.
- საქმე №ას-831-1103-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2005
მაგრამ ხელშეკრულების პირობები იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, ბათილია, თუ ისინი აწესებენ სამუშაოს შესრულების დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებულ, შეუსაბამოდ ხანგრძლივ ან არასაკმარისად განსაზღვრულ ვადებს ( სკ-ის 347-ე მუხლი). კასატორთა განმარტებით, ის ფაქტი, რომ 13.06.01-ის კრების ოქმში არაფერია ნათქვამი ამხანაგობის ჩამოყალიბება-გაფორმებაზე მოქმედი კანონმდებლობის - სკ-ის…
- საქმე №190210018002558648 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 16.10.2018
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-, 624-ე, 625-ე, 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 325-ე, 347-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლებით – „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონი 6. სამართლებრივი შეფასება &nbs
- საქმე №190210017002113414 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 31.05.2018
- საქმე №190210018002260521 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 22.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება