1. სპეციალური დათქმის არარსებობისას საქმის გარემოებებიდან, კერძოდ, ხელშეკრულების მიზნიდან უნდა დადგინდეს:
ა
) უფლება მესამე პირმა უნდა შეიძინოს თუ არა;
ბ
) ეს უფლება მას მაშინათვე წარმოეშობა, თუ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას;
გ
) ხელშეკრულების მხარეები უფლებამოსილნი არიან თუ არა, მესამე პირის უფლება გააუქმონ ან შეცვალონ მისი თანხმობის გარეშე.
2. მხარე, რომელმაც ხელშეკრულებაში გააკეთა დათქმა მესამე პირის სასარგებლოდ, ინარჩუნებს უფლებას, შეცვალოს ხელშეკრულებაში მითითებული მესამე პირი, მიუხედავად კონტრაჰენტის თანხმობის
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(15)
- საქმე №ას-1032-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2022
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 350.1 მუხლზე, რომლის თანახმად, სპეციალური დათქმის არარსებობისას საქმის გარემოებებიდან, კერძოდ, ხელშეკრულების მიზნიდან უნდა დადგინდეს: ა.
- საქმე №ას-1032-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2022
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 350.1 მუხლზე, რომლის თანახმად, სპეციალური დათქმის არარსებობისას საქმის გარემოებებიდან, კერძოდ, ხელშეკრულების მიზნიდან უნდა დადგინდეს: ა.
- საქმე №ას-963-921-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2016
…რომ 2008 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულება წარმოადგენდა მესამე პირების სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას ( სსკ-ის 349-ე მუხლი), რომლის საფუძველზეც სამაჩაბლოს 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულ პირებს უნდა მიეღოთ კომპენსაცია. სსკ-ის 350-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარე, რომელმაც ხელშეკრულებაში გააკეთა დათქმა მესამე პირის სასარგებლოდ, ინარჩუნებს უფლებას, შეცვალოს ხელშეკრულებაში მითითებული მესამე პირი, მიუხედავად კონტრაჰენტის თანხმობისა.
- საქმე №ას-670-636-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2015
მერიის საგარანტიო წერილით მიმართვის საფუძველზე და მისსავე პასუხად, საწარმომ იკისრა ვალდებულება, მოქალაქისათვის გაეცა მედიკამენტები იმ ღირებულების ფარგლებში, რომლის ანაზღაურების ვალდებულება, მხარეთა შეთანხმებით, სპეციალური დათქმით განსაზღვრულ სამთვიან ვადაში იკისრა მერიამ ( სსკ-ის 350-ე მუხლი). 20. საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია კასატორის პრეტენზია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს 2012 წლის 5 იანვრის საგარანტიო წერილში მითითებული…
- საქმე №ას-28-25-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2015
ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 61-ე, 319-ე, 398-ე, 350-ე, 343-ე, 347-ე მუხლებით და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, სამოქალაქო საპროცესო…
- საქმე №ას-623-586-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2013
- საქმე №ას-995-1028-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.12.2011
- საქმე №ას-995-1028-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.12.2011
- საქმე №ას-824-876-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2011
- საქმე №ას-796-850-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2011
- საქმე №ბს-1163-738(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2006
- საქმე №ბს-1259-1064-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.02.2005
- საქმე №3კ/1492-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2003
- საქმე №100310018002520855 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.01.2019
- საქმე №120210017002195543 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 25.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება