1. თუ მოვალე არ იღებს სარგებელს საგნის სათანადო გამოყენების წესების დარღვევის გამო, თუმცა მას სარგებლის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, მაშინ იგი ვალდებულია კრედიტორს აუნაზღაუროს სარგებლის მიუღებლობით გამოწვეული ზიანი.
2. თუ მოვალე საგანს უკან აბრუნებს, ანაზღაურებს ფულით ან, თუ 352-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით დაუშვებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, მაშინ მას უნდა აუნაზღაურდეს აუცილებელი დანახარჯები. სხვა დანახარჯები უნდა ანაზღაურდეს მხოლოდ მაშინ, თუ კრედიტორმა მათ საფუძველზე სარგებელი მიიღ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(16)
- საქმე №ბს-873(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2024
…ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ბ’’ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქცია), ამავე მუხლის მე-2 ნაწილის,,დ’’ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა.
- საქმე №ბს-108(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.12.2023
ვ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით, 237 -ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა.
- საქმე №ბს-300(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2023
…საფუძვლად მითითებულია...ის დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობა (№11635, 10.10.07წ.) და ი. ფ-ის პატაკი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 მარტის განაჩენით (საქმე №1/4521-08), ი.ფ-ი საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში - გამართლდა, საქართველოს სსსკ-ის 504-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
- საქმე №ას-885-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2021
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების მოშლისა და გასვლისათვისაც ჯარიმას ითვალისწინებს გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 353-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებაზე საჯარიმო თანხის სანაცვლოდ.
- საქმე №ას-341-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2020
სამოქალაქო კოდექსის 479-ე მუხლი, დისპოზიციური მოწესრიგების ფარგლებში გამყიდველს აკისრებს უძრავი ქონების გაყიდვის ხარჯების გაღებას, რომელიც მათ შორის შეიძლება დღგ-ს გადასახადსაც ითვალისწინებდეს, თუმცა, ხელშეკრულებიდან გასვლისა და რესტიტუციის შემთხვევაში, ეს ხარჯები მიიჩნევა აუცილებელ დანახარჯებად და მისი ანაზღაურების წესს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი. განსახილველი ნორმის თანახმად, თუ მოვალე საგანს უკან აბრუნებს, ანაზღაურებს ფულით ან, თუ 352-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დაუშვებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, მაშინ მას უნდა აუნაზღაურდეს აუცილებელი დანახარჯები.
- საქმე №ბს-890(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2019
- საქმე №ას-938-903-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.05.2017
- საქმე №ას-406-386-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2015
- საქმე №ბს-500-477(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2007
- საქმე №3გ-ად-343-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.02.2003
- საქმე №3კ/1174-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2003
- საქმე №3გ-ად-214-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2002
- საქმე №3კ/1279-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.04.2002
- საქმე №330210017002173920 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2019
- საქმე №330310018002264126 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.06.2018
- საქმე №330310018002552577 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.03.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება