თუ ხელშეკრულების ერთ ან მეორე მხარეზე მონაწილეობს რამდენიმე პირი, მაშინ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება შეიძლება განხორციელდეს იმ მხარის ყველა მონაწილის მიერ ერთად, რომელიც ხელშეკრულებიდან გადის, მეორე მხარის ყველა მონაწილისათვის შეტყობინებით. თუ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება გაქარწყლდება ერთ-ერთი უფლებამოსილი პირისათვის, მაშინ ეს უფლება ქარწყლდება ყველასათვი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 357. ხელშეკრულებიდან გასვლა რამდენიმე პირის მიერ
სამოქალაქო კოდექსის 357-ე მუხლი · სკ 357
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1024-1055-2011
ო-ი მიიჩნევა ტვირთმიმღებად, მისი პასუხისმგებლობა მაინც გამორიცხულია, რადგან დარღვეულია სარკინიგზო კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილები, რომლებიც ავალდებულებს რკინიგზას, შეატყობინოს ტვირთმიმღებს დანიშნულების სადგურში მისი მისამართით მიტანილი ტვირთის შესახებ, ასევე დარღვეულია რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების 352-ე და 357-ე მუხლები. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზემოთ მითითებული ვერც ერთი სამართლებრივი საფუძვლით ვერ იქნა დადასტურებული მოპასუხის მიმართ.
- საქმე №ას-375-699-05
კასატორის აზრით, საოლქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 357-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე და 506-ე მუხლები და არ გამოიყენა ამავე კოდექსის 397-ე მუხლი, რომლის თანახმად, მოვალე პასუხისმგებელია შესრულებისათვის მაშინაც, როცა შესრულების საგანი სხვა პირისაგან ვერ მიიღო ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
- საქმე №3კ/1244-02
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ მოახდინა სკ-ს 357-ე მუხლის სრული იგნორირება. საოლქო სასამართლომ ჩათვალა, რომ გ-ემ კეთილსინდისიერად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
- საქმე №3გ-ად-320-კ-02
…შესახებ ცნობილი იყო 1999წ. 28 ნოემბრისათვის, ვინაიდან ამ დროს მის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე შეჩერდა ვაკის რაიონის გამგეობის 1999წ. 20 იანვრის ¹2.5.7 გადაწყვეტილების მოქმედება და მიუთითა, რომ სსკ-ს იმჟამად მოქმედი 357-ე, 363-ე მუხლებით დადგენილი იყო ადმინისტრაციული და სახელმწიფო სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი საქმეთა განხილვის წესი და გასაჩივრების ერთთვიანი ვადა,…
- საქმე №ას-360-360-2018
…მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ სსკ-ის 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 26. სსკ-ის 357-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ ან მეორე მხარეზე მონაწილეობს რამდენიმე პირი, მაშინ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება შეიძლება განხორციელდეს იმ მხარის ყველა მონაწილის მიერ ერთად, რომელიც ხელშეკრულებიდან გადის, მეორე მხარის ყველა მონაწილისათვის შეტყობინებით.
- საქმე №330210015773571
მეზობელი მუხლები
- მუხლი 350. მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების განმარტება
- მუხლი 351. მესამე პირის უარი ხელშეკრულებით შეძენილ უფლებაზე
- მუხლი 352. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები
- მუხლი 353. მოვალის ვალდებულება საგნის სათანადო გამოყენების წესების დარღვევის გამო სარგებლის მიუღებლობისას
- მუხლი 354. ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად წარმოშობილ ვალდებულებათა შესრულება
- მუხლი 356. ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა
- მუხლი 358. ხელშეკრულებიდან გასვლის დაუშვებლობა
- მუხლი 359. კრედიტორის უარი ხელშეკრულებაზე
- მუხლი 360. შეცდომა მორიგების საფუძვლებში
- მუხლი 361. ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია
- მუხლი 362. ვალდებულების შესრულების ადგილი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 357, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-357/