1. ბათილია ხელშეკრულება, რომლითაც მხარეთა შორის დავა ან დაურწმუნებლობა აღმოიფხვრება ურთიერთდათმობის (მორიგების) გზით, თუ, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ეს მორიგება ემყარება სინამდვილის შეუსაბამო გარემოებებს, და დავა ან დაურწმუნებლობა არ წარმოიშობოდა, მხარეებს რომ საქმის ნამდვილი მდგომარეობა სცოდნოდათ.
2. დაურწმუნებლობას უთანაბრდება, როცა რაიმე მოთხოვნის განხორციელება საეჭვოა.
კარი მეორე
ვალდებულების შესრულება
თავი პირველი
ზოგადი დებულება
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(30)
- საქმე №ას-141-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2021
კასატორმა მხარემ მიუთითა სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 131-ე მუხლზე, სსკ-ის 50-ე, 52- 54-ე, 59-ე, 68-ე, 72-ე, 325-ე, 360-ე მუხლებზე და განმარტა, რომ 2012 წლის 30 აპრილს ამხანაგობა ვერ შეიტანდა ცვლილებებს 2004 წლის 3 დეკემბერს შპს-სა და მოსარჩელეს შორის დადებულ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის ხელშეკრულებაში, რის გამოც აღნიშნული გარიგება იმთავითვე რაიმე შედეგს ვერ გამოიწვევდა, ამდენად, შემდეგი ცვლილებები დადებულია ბათილ გარიგებაზე.
- საქმე №ას-1376-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2021
ხელშეკრულებიდან გასვლის კანონისმიერი საფუძვლები და შედეგები მოცემულია სსკ-ის 352-ე - 360-ე, 405-ე მუხლებში. ხელშეკრულებიდან გასვლა (უარი ხელშეკრულებაზე) მონაწილეთა შორის ახალი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია: მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ“ (ორმხრივი რესტიტუცია) ანუ მხარეები ახდენენ ხელშეკრულების დადებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას.
- საქმე №ას-1095-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2021
…ქმედებების შესახებ, რომელსაც მოსარჩელე კომპანია გ.მ–ძესთან ერთად რ. ჯგუფის მიმართ ახორციელებდა. მოპასუხეს აღნიშნული გარემოებები რომ სცოდნოდა, იგი არ გააფორმებდა სადავო შეთანხმებას (იხ.: შეგებებული სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 338-358). 16. სსკ-ის 360 მუხლის თანახმად, ბათილია ხელშეკრულება, რომლითაც მხარეთა შორის დავა ან დაურწმუნებლობა აღმოიფხვრება ურთიერთდათმობის (მორიგების) გზით, თუ, ხელშეკრულების…
- საქმე №ას-223-223-2018(ბ) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2018
…თანხის გადახდის ვალდებულება. სწორედ ამგვარად ხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, სადაც კრედიტორი ვალდებულების დეტალური აღწერის მაგივრად ზოგადად წერს, რომ მან მიიღო ნივთი/შესრულება და არ გააჩნია პრეტენზია მასთან დაკავშირებით. სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, მორიგების ხელშეკრულების ბათილობა ხდება მაშინ, როცა ეს მორიგება ემყარება სინამდვილის შეუსაბამო გარემოებებს.
- საქმე №ა-1163-შ-26-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2015
შეხსენებულ იქნას (შეხსენებულ იქნა), რომ მხარეს, რომელსაც გადაეცა მეურვეობა, მოეთხოვოს მცირეწლოვანთა ქონების ამსახველი ინფორმაციის ჟურნალის წარდგენა, ბავშვის ქონების მართვაზე საკმარისი ყურადღების მოუქცევლობის შემთხვევაში, თურქეთის სამოქალაქო კოდექსის 360 და 361 მუხლებში აღნიშნული ზომების მიღება მოხდება ჩვენი სასამართლოს მიერ, ამ წინადადებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ისე როგორც მოთხოვნილ იქნას ქონების გადაცემა, ასევე შესაძლებელია ბავშვის ქონების მართვა გადაეცეს კურატორს;
- საქმე №ას-1337-1262-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2012
- საქმე №ას-689-650-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.10.2011
- საქმე №ბს-1168-743(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.04.2006
- საქმე №ბს-1327-903(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.03.2006
- საქმე №ას-1271-1405-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.04.2005
- საქმე №ას-161-868-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2004
- საქმე №3კ/1497-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2003
- საქმე №3კ/671-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.10.2002
- საქმე №ას-360-360-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №010210016001559369 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.04.2018
- საქმე №330210016001652429 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.03.2020
- საქმე №330210017002229406 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.06.2019
- საქმე №330210018002315561 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2019
- საქმე №330210015001134671 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.04.2019
- საქმე №330299913173739 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.03.2019
- საქმე №030210018002384339 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 10.12.2019
- საქმე №190210019003173906 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 29.11.2019
- საქმე №231210019002884735 · ხობის მაგისტრატი სასამართლო · 02.08.2019
- საქმე №330210118002665693 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.04.2019
- საქმე №330210017002229406 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.10.2018
- საქმე №190210018002294943 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 19.06.2018
- საქმე №030210017002087296 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 17.05.2018
- საქმე №010210016001623785 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 11.04.2018
- საქმე №030210017002039931 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 11.04.2018
- საქმე №030210017002132159 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 22.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება