1. თუ ვალდებულების შესრულების წინ იცვლება მოვალის საცხოვრებელი ადგილი ან საწარმოს ადგილსამყოფელი და კრედიტორს ამის გამო წარმოეშობა დამატებითი ხარჯები, მოვალემ ეს ხარჯები უნდა აუნაზღაუროს კრედიტორს.
2. თუ ვალდებულების შესრულებამდე იცვლება კრედიტორის საცხოვრებელი ადგილი ან იურიდიული მისამართი და ამის გამო იზრდება ხარჯები ან საფრთხე ექმნება შესრულებას, მაშინ კრედიტორს ეკისრება როგორც გაზრდილი ხარჯების ანაზღაურება, ასევე საგნის გადაცემის მოსალოდნელი საფრთხის რისკი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ას-420-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2026
…სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გ.ხ–ი სასამართლოს მიერ გამართლდა მხოლოს სსკ-ის 139-ე მუხლის ფარგლებში, ხოლო დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით. „ს.კ.რ..“-ს მიერ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის შესაბამისად, წყაროზე დაყრდნობით არის გავრცელებული ინფორმაცია.
- საქმე №ას-1176-1121-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2014
ნ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 363-ე მუხლი. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ მ. ზ-მა შეგებებული სარჩელი ცნო და არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი, რის საფუძველზეც სარჩელი უნდა დაეკმაყოფილებინა.
- საქმე №ას-87-82-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2010
საქმეში არსებული მასალები უტყუარად ადასტურებს, რომ შპს “საქართველოს რკინიგზას” უარი არ უთქვამს ხელშეკრულებაზე, არ შეუწყვეტია ვადაზე ადრე და არ მოუშლია იგი სამოქალაქო კოდექსის 363-ე მუხლის შესაბამისად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, არამედ დამთავრდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა.
- საქმე №ბს-1029-614(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2008
…დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გლდანის რაიონული ფილიალის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დოკუმენტის გადამალვისა და დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332.1 და 363.1 მუხლებით. საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ვ. ს.-ის საკასაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება ქ.
- საქმე №ას-622-904-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2005
ხოლო, კონკრეტულ შემთხვევაში, დავა შეეხებოდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობას, რომლის აღსრულებაზე კონტროლი ევალებოდა მოსამართლეს იმ დროს მომქმედი სსკ-ის 363-ე მუხლით. სააღსრულებო საბუთი უნდა განთავსებულიყო საკრედიტო დაწესებულებებში მოვალის კუთვნილი ანგარიშზე 425-ე მუხლის თანახმად.
- საქმე №3გ-ად-320-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.02.2003
- საქმე №3გ-ად-343-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.02.2003
- საქმე №330210015001099660 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.07.2019
- საქმე №330310019003200806 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.12.2019
- საქმე №330310018002399812 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება