მუხლი 371. ვალდებულების შესრულება მესამე პირის მიერ
სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლი · სკ 371
1. თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც.
2. კრედიტორს შეუძლია არ მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, თუ მოვალე ამის წინააღმდეგი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(90)
საქმე №ას-1602-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2025
…სწორედ ის არის, რომ პირი მოვალის ქონებრივ სფეროში იჭრება ისე, რომ მას ამ ჩარევის არც უფლებამოსილება და არც მოვალეობა არ ეკისრება. დადგენილია, რომ მ.ჭ–ს გააჩნდა ვალდებულება მერჩანტის წინაშე, რომელიც მოსარჩელემ გადაიხადა (რაც, სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვები იყო) და მოპასუხე გამდიდრდა ვალის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლებით.
საქმე №ას-1059-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2024
…2021 წლის 23 ივნისს - 50 000 ლარი, თანხის უკან დაბრუნება, 2021 წლის 25 ივნისს - 30 317.31 ლარი, დანიშნულებით - თანხის უკან დაბრუნება. 8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა შემდეგი შეფასება: 8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 371.1 მუხლის თანახმად, თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც.
საქმე №ას-1376-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2024
ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ მესამე პირი ვალდებულების შესრულებისას შეცდომით ფიქრობდა, რომ ასრულებდა თავის ვალდებულებას, თუმცა კი შეასრულა სხვა პირის ვალდებულება, ასეთ შემთხვევაშიც ვალდებულება არ წყდება და მესამე პირს შეუძლია მოვალეს წაუყენოს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნა სსკ-ის 371-ე, 976-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსკ-ის 986-ე მუხლების საფუძველზე. 13. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო კონდიქციური…
საქმე №ას-834-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
დადგენილია, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გააჩნდათ უძრავი ქონების რეალიზაციიდან წარმოშობილი დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის ვალდებულება, რაც მოსარჩელემ გადაიხადა (რაც, სსკ-ის 371-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვები იყო). კასატორები გამდიდრდნენ საგადასახადო ორგანოს წინაშე დღგ-ის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლებით, შესაბამისად, ქონებრივი წონასწორობა დარღვეულია და მისი აღდგენის სამართლებრივ საშუალებას „რეგრესის კონდიქცია“ წარმოადგენს.
საქმე №ას-1396-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2024
…სფეროში იჭრება და თან, მას ამ ჩარევის არც უფლებამოსილება და არც მოვალეობა არ ეკისრება. დადგენილია, რომ მოპასუხეს ლ.ნ–ძის წინაშე ვალი ჰქონდა, მოსარჩელემ შეგნებულად გაისტუმრა მოპასუხის ვალი (შეასრულა ფულადი ვალდებულება), რაც სსკ-ის 371-ე მუხლის შესაბამისად დასაშვები იყო (მოცემულ შემთხვევაში, არც კანონიდან და ხელშეკრულებიდან და არც ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალეს (მოპასუხეს) პირადად უნდა შეესრულებინა ვალდებულება).
საქმე №ას-417-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2024
საქმე №ას-497-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2024
საქმე №ას-106-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2024
საქმე №ბს-1127(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2022
საქმე №ას-1582-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2022
საქმე №ას-1582-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2022
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 371, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-371/