1. შესრულების ადგილის საეჭვოობისას ფულადი ვალდებულება უნდა შესრულდეს კრედიტორის ადგილსამყოფლის (საცხოვრებელი ადგილი ან იურიდიული მისამართი) მიხედვით.
2. თუ კრედიტორს აქვს ფულის ჩარიცხვისათვის გამიზნული საბანკო ანგარიში იმ ადგილას ან იმ ქვეყანაში, სადაც გადახდა უნდა მოხდეს, მაშინ მოვალეს შეუძლია ამ ანგარიშზე ჩარიცხვით შეასრულოს თავისი ფულადი ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრედიტორი ამის წინააღმდეგი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(149)
საქმე №ას-143-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
…რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრულია საერთო განსჯადობის წესი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 386-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განისაზღვრა ფულადი ვალდებულების შესრულების წესი და ადგილი, რომლის მიხედვითაც შესრულების ადგილის საეჭვოობისას ფულადი ვალდებულება უნდა შესრულებულიყო კრედიტორის ადგილსამყოფლის (საცხოვრებელი ადგილი ან იურიდიული მისამართი) მიხედვით.
საქმე №ას-1650-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2025
დასახელებული მუხლის ძალით, რომელიც სისტემურად მოთავსებულია სსკ-ის მეექვსე კარში (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) მოვალემ უნდა წარადგინოს უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სსკ-ის 429-ე, 386-ე მუხლები). 67. მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეს ვალდებულება შესრულებული არ აქვს.
საქმე №ას-277-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2025
შესაბამისად, მოვალემ უნდა წარადგინოს, უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების გზით, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სსკ-ის 429-ე, 386-ე მუხლები). სსკ-ის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.
საქმე №ას-141-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2025
დასახელებული მუხლის ძალით, რომელიც სისტემურად მოთავსებულია სსკ-ის მეექვსე კარში (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) მოვალემ უნდა წარადგინოს უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სსკ-ის 429-ე, 386-ე მუხლები). 17. მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეს ვალდებულება შესრულებული არ აქვს.
საქმე №ას-796-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2024
…წარდგენილია სსსკ-ის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესით (ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, შესრულების ადგილის საეჭვოობისას ფულადი ვალდებულება უნდა შესრულდეს კრედიტორის ადგილსამყოფელის (საცხოვრებელი ადგილი ან იურიდიული მისამართი) მიხედვით.
საქმე №ას-667-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2023
საქმე №ას-424-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2023
საქმე №ას-977-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2023
საქმე №ას-1504-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.03.2023
საქმე №ას-1241-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.01.2023
საქმე №ას-1229-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2022
საქმე №ას-46-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2022
საქმე №ას-1081-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2022
საქმე №ას-334-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.11.2021
საქმე №ას-488-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2021
საქმე №ას-346-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2021
საქმე №ას-1905-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2021
საქმე №ას-1766-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.05.2021
საქმე №ას-91-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.04.2021
საქმე №ას-1288-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2021
საქმე №ას-1973-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2021
საქმე №ას-479-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2020
საქმე №ას-1965-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2020
საქმე №ას-305-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2020
საქმე №ას-1055-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.05.2020
საქმე №ას-1755-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2019
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 386, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-386/