1. ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი.
2. თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ – ჩვეულებრივი ანაზღაურებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(82)
საქმე №ას-1074-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
ამასთან, სასამართლომ მოიხმო სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ ნარდობის ხელშეკრულებით საზღაურის ოდენობა არ არის შეთანხმებული, მაშინ ტარიფის არსებობისას ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება დადგენილი ტარიფების მიხედვით.
საქმე №ას-284-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.03.2024
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხარეთა ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვით, მხარეთა შორის განსაზღვრული იყო მყარი ხარჯთაღრიცხვა შესასრულებელი სამუშაოების ანაზღაურების თაობაზე ( სსკ-ის 630-ე მუხლი). მოსარჩელისათვის ყველა გარემოების გათვალისწინებით ცნობილი იყო დახრილ-მიმართული ბურღვის საშუალებით მდინარე რიონზე მიწისქვეშა გადასასვლელის…
საქმე №ას-794-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2024
აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 50-ე მუხლი „გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ“, 629-ე მუხლი „ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“, 630-ე მუხლი ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი, სსკ-ის 648-ე მუხლი „შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას“.
საქმე №ას-1501-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2024
აპელანტის მითითებასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის დადებული იყო მომსახურების ხელშეკრულება, სააპელაციო სასამართლომ შრომით და ნარდობის ხელშეკრულებებს შორის განსხვავების განმარტების მიზნით, მიუთითა სსკ-ის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 630-ე მუხლის მეორე ნაწილზე და 648-ე მუხლებზე და სშკ-ის მე-12 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-14 მუხლის პირველ ნაწილზე, 41-ე მუხლის პირველ და მესამე ნაწილებზე.
საქმე №ას-859-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2023
…ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ), 629-ე მუხლი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 630-ე მუხლი (ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი), სსკ-ის 648-ე მუხლი (შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას).
საქმე №ას-859-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2023
საქმე №ას-545-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2022
საქმე №ას-1677-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2022
საქმე №ას-740-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2022
საქმე №ას-187-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2022
საქმე №ას-187-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2022
საქმე №ას-181-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2021
საქმე №ას-776-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.04.2021
საქმე №ას-588-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.11.2020
საქმე №ას-589-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2019
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 630, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-630/