1. თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადახარჯვების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო.
2. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ისეთი გაზრდის შესახებ, რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას, მენარდემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს შემკვეთს. თუ შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(53)
- საქმე №ას-1283-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2026
მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების შემთხვევაში მენარდე გადახარჯვის ანაზღაურების მოთხოვნისას ვერ დაეყრდნობა სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლს, ვინაიდან ეს ნორმა განსაზღვრავს მიახლოებითი და არა მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების სამართლებრივ შედეგებს.
- საქმე №ას-1351-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
ამ მიმართებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მენარდე სადავო თანხის ანაზღაურებას უკავშირებდა, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში განხორციელებულ დამატებითი სამუშაოების შესრულებას, თუმცა მას არ წარუდგენია სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლით განმტკიცებული ორი კუმულატიური მტკიცებულება: ერთი, რომ მან არსებითად გადააჭარბა მხარეთა შორის შეთანხმებულ სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას და მეორე, რომ მან ამგვარი გადაჭარბების თაობაზე აცნობა შემკვეთს.
- საქმე №ას-1287-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
…გააჩნია ვალდებულება, ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში გაბიონის მესამე რიგის სამუშოებისათვის გადაიხადოს დამატებითი სამუშაოების შესრულების ღირებულება - 29 885 ლარი. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 629.1, 631-ე და 398-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან მხარეები გადახარჯვის (დამატებითი შესრულება) ანაზღაურებაზე არ შეთანხმებულან.
- საქმე №ას-457-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2024
…ექსპერტიზაზე წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში მოცემული 10 413 105,59 ლარისა, ხარჯთაღრიცხვაში ნაჩვენები ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით, შეადგინა 10 697 233,71 ლარი, რაც სახელშეკრულებო ღირებულებას 284 128.12 ლარით აღემატება. 49. სსკ-ის 631-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადახარჯვების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო.
- საქმე №ას-284-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.03.2024
სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მენარდეს შეუძლია მხოლოდ შეთანხმებული საზღაურის მოთხოვნა, გარდა ამავე კოდექსის 631-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, რა დროსაც მენარდეს შეუძლია მოსთხოვოს შემკვეთს გადაჭარბებული ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ შემკვეთის წინასწარი ინფორმირებისას.
- საქმე №ას-1084-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2024
- საქმე №ას-946-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.12.2023
- საქმე №ას-1411-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2023
- საქმე №ას-214-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.05.2023
- საქმე №ას-1083-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
- საქმე №ას-1401-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2023
- საქმე №ას-1083-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2022
- საქმე №ას-1250-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2020
- საქმე №ას-948-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2018
- საქმე №ას-433-416-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2017
- საქმე №ას-678-632-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.10.2017
- საქმე №ას-1096-1053-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.10.2017
- საქმე №ას-397-381-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2016
- საქმე №ას-1170-1116-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2016
- საქმე №ას-983-928-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2016
- საქმე №ას-1025-967-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2015
- საქმე №ას-845-795-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2015
- საქმე №ას-1333-1371-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.11.2015
- საქმე №ას-362-344-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2015
- საქმე №ას-226-213-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2015
- საქმე №ას-52-47-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2015
- საქმე №ას-349-330-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2014
- საქმე №ას-888-834-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.12.2013
- საქმე №ას-490-466-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2013
- საქმე №ას-335-320-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2012
- საქმე №ას-309-295-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2012
- საქმე №ას-781-996-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2009
- საქმე №ბს-174-135-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2005
- საქმე №ას-879-1109-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.03.2005
- საქმე №3კ/572-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.07.2003
- საქმე №3კ/992-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2001
- საქმე №3კ/688-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.10.2001
- საქმე №ას-929-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №ას-1344-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №010210119001920893 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 23.09.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 53-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება