მენარდეს შეუძლია სამუშაოს დასრულებამდე მხოლოდ ისე შეწყვიტოს ხელშეკრულება, რომ შემკვეთმა შეძლოს მომსახურების სხვაგვარად მიღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეწყვეტისათვის არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი საფუძველი. ამ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოვალეობა გამოირიცხებ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 637. ხელშეკრულების მოშლა მენარდის ინიციატივით
სამოქალაქო კოდექსის 637-ე მუხლი · სკ 637
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-281-2026
…შედეგი. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 637-ე მუხლის თანახმად, მენარდეს შეუძლია სამუშაოს დასრულებამდე მხოლოდ ისე შეწყვიტოს ხელშეკრულება, რომ შემკვეთმა შეძლოს მომსახურების სხვაგვარად მიღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეწყვეტისათვის არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი საფუძველი.
- საქმე №ას-186-2025
სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 636 და 637 მუხლების საფუძველზე მიუთითა შემკვეთისა და მენარდის ინიციატივით ნარდობის ხელშეკრულების მოშლის წესზე, ასევე მიუთითა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობაში ვალდებულების…
- საქმე №ას-228-2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 629-ე, 637-ე, 638-ე, 417-ე მუხლებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა ნაწილობრივ და მისივე მოთხოვნით მხარეებმა ურთიერთშეთანხმებით შეწყვიტეს ხელშეკრულება.
- საქმე №ას-1245-2024
იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაკვეთის შესრულებისას მენარდემ აღმოაჩინა, რომ სამუშაოს ამ სახით შესრულება შეუძლებელი იყო, მას შეეძლო, სამოქალაქო კოდექსის 637-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასულიყო და 638-ე მუხლის შესაბამისად, მოეთხოვა პირველი ეტაპის სამუშაოსათვის განსაზღვრული საზღაურის გადახდა.
- საქმე №ას-1117-2024
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და დამატებით აღნიშნა, რომ მოპასუხემ 2020 წლის 21 სექტემბერს ხელშეკრულება, შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების გამო შეწყვიტა ( საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 637-ე მუხლი). პალატის განმარტებით, მენარდემ მიუთითა და დაამტკიცა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტისათვის არსებობდა მნიშვნელოვანი საფუძველი,…
- საქმე №ას-165-2022
- საქმე №ას-399-2020
- საქმე №ას-162-152-2017
- საქმე №ას-1815-2018
- საქმე №ას-629-588-2017
- საქმე №ას-32-31-2010
- საქმე №ას-1344-2019
- საქმე №ას-700-670-2014
- საქმე №820210118002060684
- საქმე №340210018002481286
- საქმე №140210018002489869
- საქმე №330210017002052976
- საქმე №010210017002048407
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 631. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების შედეგები
- მუხლი 632. სამუშაოს პირადად შესრულების ვალდებულება
- მუხლი 633. შემკვეთის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება
- მუხლი 634. გირავნობის უფლება მოძრავ ნივთებზე
- მუხლი 635. იპოთეკის უფლება სამშენებლო მიწის ნაკვეთზე
- მუხლი 636. ხელშეკრულების მოშლა
- მუხლი 638. გასამრჯელოს ნაწილის მოთხოვნის უფლება
- მუხლი 639. უნაკლო ნივთის წარდგენის ვალდებულება
- მუხლი 640. უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა
- მუხლი 641. ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობა
- მუხლი 642. დამატებითი შესრულების მოთხოვნა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 637, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-637/