წინა რედაქცია (16.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 656. ხანდაზმულობის ვადის ათვლა სამუშაოს ნაწილ-ნაწილ მიღებისას თუ ხელშეკრულების მიხედვით სამუშაო მიღებულია ნაწილ-ნაწილ, ნაკლის გამო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იწყება სამუშაოს მთლიანად მიღების დღიდან. თავი მეთერთმეტე ტურისტული მომსახურება [თავი მეთერთმეტე (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
საქმე №ას-1226-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში 655-ე და 656-ე მუხლები; ტურისტული მოგზაურობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნისათვის 663-ე მუხლი და სხვ.). 26. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის, როგორც სპეციალური მოწესრიგების შინაარსი ასევე ვლინდება ამავე კოდექსის 142-ე მუხლიდანაც.
საქმე №ას-930-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2024
ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში 655-ე და 656-ე მუხლები; ტურისტული მოგზაურობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნისათვის 663-ე მუხლი და სხვ.). სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის, როგორც სპეციალური მოწესრიგების შინაარსი ასევე ვლინდება ამავე კოდექსის 142-ე მუხლიდანაც.
საქმე №ას-1218-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.01.2024
…შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იგულისხმება ის მოცემულობა, როდესაც თანხის გადახდა წარმოებს სამუშაოს შესარულებამდე არსებული ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოს პროპორციულად. სსკ-ის 656-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების მიხედვით სამუშაო მიღებულია ნაწილ-ნაწილ, ნაკლის გამო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იწყება სამუშაოს მთლიანად მიღების დღიდან.
საქმე №ას-856-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2021
რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადის ათვლის დროს, სამოქალაქო კოდექსის 656-ე მუხლიდან გამომდინარე, „ხანდაზმულობის ათვლის სპეციალურ მომენტთან გვაქვს საქმე ნარდობის ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოს ნაკლთან მიმართებაში.
საქმე №ას-1324-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2021
…მოსარჩელის (შემკვეთის) მიერ პრეტენზიის წარდგენის ვადა დარღვეულად. 35. სსკ-ის 655-ე მუხლის შესაბამისად, „მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან“. ამავე კოდექსის 656-ე მუხლის თანახმად კი, თუ ხელშეკრულების მიხედვით სამუშაო მიღებულია ნაწილ-ნაწილ, ნაკლის გამო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იწყება სამუშაოს მთლიანად მიღების დღიდან.
საქმე №ას-262-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2020
საქმე №ას-796-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.07.2019
მუხლი 12. ვადების ათვლა— საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით და 1351 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 12. ვადების ათვლა— საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 11. ვადების ათვლა— საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ
მუხლი 12. ვადების ათვლა— საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა) საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 656, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-656/