1. ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება. ტურისტი მოვალეა მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს შეპირებული ანაზღაურება გაწეული მომსახურებისათვის.
2. ტურისტული მომსახურების პაკეტი (შემდგომში – პაკეტი) ტურისტული მომსახურების ორი ან ორზე მეტი კომპონენტისაგან (კვება, ღამის თევა, სატრანსპორტო მომსახურება და სხვა) შემდგარი კომპლექსია, რომელთა ღირებულება შედის პაკეტის ფასში.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2946 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.99
[მუხლი 657. (ამოღებულია)
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3970 - ვებგვერდი, 28.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.12.2023 კანონი №3970
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 657. ცნება 1. ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება. ტურისტი მოვალეა მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს შეპირებული ანაზღაურება გაწეული მომსახურებისათვის. 2. ტურისტული მომსახურების პაკეტი (შემდგომში – პაკეტი) ტურისტული მომსახურების ორი ან ორზე მეტი კომპონენტისაგან (კვება, ღამის თევა, სატრანსპორტო მომსახურება და სხვა) შემდგარი კომპლექსია, რომელთა ღირებულება შედის პაკეტის ფასში. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2946 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.99 [მუხლი 657. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(15)
- საქმე №ას-352-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2024
…2019 წ.). 13. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეებს სურთ, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ავანსად გადახდილი თანხის დაბრუნება (იხ., სარჩელის მოთხოვნა, სფ.9), სსკ-ის 657-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილიდან (ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება.
- საქმე №ას-610-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2023
…ტურისტული ხელშეკრულების დადების მიზნით გაცხადებული პირობების შეუსაბამობას წერილობით დადებული ხელშეკრულების დათქმებთან, რამაც ქონებრივი ზიანი მიაყენა მათ ამ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი მომსახურების ღირებულების სახით. 14.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 657-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება.
- საქმე №ბს-705(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2022
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 657-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება.
- საქმე №ას-1114-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2019
…გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა. 9.1.1 მოპასუხეს, მოსარჩელეების სასარგებლოდ, 2885 ლარის გადახდა დაეკისრა. 9.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) სსკ-ის 663-ე, 657-ე, 665-ე მუხლებით. 10. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი 10.1 მოპასუხემ (ტურისტულმა საწარმომ) სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
- საქმე №ას-1102-1059-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.03.2017
…მომსახურების პაკეტი, რომელიც მოიცავდა 2014 წლის 27 სექტემბრიდან (ჩაფრენა 28 სექტემბერს) 4 ოქტომბრამდე ეგვიპტეში, კერძოდ, ჰურგადაში დასვენებას, ფრენას, ტრანსფერს და დაზღვევას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 657-ე მუხლი). 2. მოგზაურებმა მომსახურების პაკეტში გადაიხადეს 3156 ლარი (იხ. შეთანხმება და ინვოისები - ს.ფ. 29-30) 3.ტურისტები ჰურგადაში სასტუმროში განთავსდნენ ტურისტული…
- საქმე №ას-129-121-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2017
- საქმე №3კ-391-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.08.2000
- საქმე №330210018002614663 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.07.2019
- საქმე №330210016001411901 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2018
- საქმე №180210018002700092 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 17.02.2020
- საქმე №330210119003195681 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.12.2019
- საქმე №330210118002598315 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.04.2019
- საქმე №330210017001853502 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.01.2019
- საქმე №330210018002614663 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.11.2018
- საქმე №330210016001294734 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება