1. მიბარება უსასყიდლოა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ შემნახველი ახორციელებს შენახვას სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, მაშინ საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად ჩაითვლება.
2. თუ საზღაურის ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ ტარიფების არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო ტარიფების არარსებობისას
–
ჩვეულებრივი საზღაურ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(21)
- საქმე №ბს-452(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2025
…ხარჯი დაეკისრება მოვალეს და ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად, თუ ეს ხარჯი გაიღო აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მესამე პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და შესაძლებელია მისი დადასტურება შესაბამისი დოკუმენტაციით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 764-ე მუხლის თანახმად, მიბარება უსასყიდლოა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
- საქმე №ას-1116-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2023
მიბარება უსასყიდლოა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ( სსკ-ის 764-ე მუხლი); თუ მიბარება უსასყიდლოა, მაშინ შემნახველი ვალდებულია ისეთივე კეთილსინდისიერებით შეინახოს ნივთი, როგორითაც საკუთარ ნივთს შეინახავდა ( სსკ-ის 765-ე…
- საქმე №ას-1475-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.04.2020
…მიბარების უსასყიდლო ხასიათის შესახებ და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად დაუშვა პრეზუმფცია, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში მიბარებისას, მიბარების სასყიდლიანობის შესახებ და კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 764-ე მუხლზე, რომელიც მიბარებას, როგორც წესი, განიხილავს უსასყიდლო ხელშეკრულებად, თუმცა ზემოაღნიშნული წესიდან არსებობს ამავე ნაწილის მეორე წინადადებით გათვალისწინებული გამონაკლისი, რომლის თანახმად, თუ შემნახველი მოქმედებს სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, მაშინ საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად ჩაითვლება.
- საქმე №ას-1667-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2020
…მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი. 30. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლის თანახმად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი. იმავე კოდექსის 764-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიბარება უსასყიდლოა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
- საქმე №ას-965-930-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2017
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 763-ე და 764-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ კანონმდებელი უშვებს მიბარების სასყიდლიანი ფორმის არსებობასაც. ამასთან, თუ შემნახველი ახორციელებს შენახვას სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, მაშინ საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად ჩაითვლება.
- საქმე №ას-1085-1042-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.05.2017
- საქმე №ას-196-183-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2015
- საქმე №ას-361-613-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.07.2008
- საქმე №ას-612-949-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2007
- საქმე №ას-1147-1394-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.04.2006
- საქმე №ას-451-774-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2005
- საქმე №ას-159-480-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2005
- საქმე №3გ-ად-43-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.07.2003
- საქმე №3გ/ად-234-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2002
- საქმე №190210017001940088 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.06.2019
- საქმე №030210018002285058 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 19.06.2019
- საქმე №210210015001199960 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.03.2018
- საქმე №030210018002317299 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 30.09.2019
- საქმე №330210118002416685 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.01.2019
- საქმე №190210017001940088 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 04.12.2018
- საქმე №010210017001923388 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 21.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება